|
|
26.04.2010
მსოფლიოს ყველა წყალქვეშა სასტუმრო
პირველი წყალქვეშა სასტუმრო დამსვენებლებისათვის გაიხსნა 1986 წელს. ამჟამად, ასეთი ობიექტი უკვე რამოდენიმეა, გაჩნდა აგრეთვე სასტუმრო–ლუქსი, მაგრამ მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ - ისინი იქმნება მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანების მიერ იმ კლიენტებისათვის, რომლებიც სამყაროში ყველაზე მეტად ორიგინალურობას აფასებენ.
Jules’ Undersea Lodge, აშშ
Jules’ Undersea Lodge შეიქმნა 1970 წელს მიწისძვრების გამოკვლევისა და პროგნოზის ლაბორატორიის სახით და დაფუძნდა კოსტა-რიკის სანაპიროზე. 16 წლის შემდეგ ლაბორატორია გადაიტანეს ქეი-ლარგოში (ფლორიდა, აშშ) და გადააკეთეს პატარა წყალქვეშა ოტელად.
თავისი სახელწოდება პირველმა წყალქვეშა სასტუმრომ მიიღო სახელი ჟიულის გამო - ჟიულ ვერნის, რომანის ,,20000 ლიე წყალქვეშ“ ავტორის საპატივცემულოდ. Jules’ Undersea Lodge-ის არსებობის წლებში მასში მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ღამე გაათენა, მათ შორის სტივ ტაილერმა ჯგუფი ,,აეროსმიტი“-დან და კანადის პრემიერ-მინისტრმა...
იმ ტურისტებს, ვისაც სურთ ,,ჟიულის წყალქვეშა სახლში“ განთავსება, უნდა ჰქონდეთ დაივერის სერტიფიკატი ან გაიარონ წყალქვეშა ცურვის 3-საათიანი სწავლება სასტუმროსთან არსებულ ცენტრში, რადგან სასტუმროს შესასვლელი ზღვის ფსკერზე 6,5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
წყალქვეშა თავშესაფარში რაბის გავლით შეღწევისა და აღჭურვილობის მოხსნის შემდეგ კლიენტებს შეუძლიათ ისიამოვნონ ცხოვრებით სიღრმეზე, თან დააკვირდნენ რა ზღვის მობინადრეებს 1 მეტრის დიამეტრის მრგვალი ფანჯრებიდან.
წყალქვეშა ნომრის პატარა ოთახები, მიუხედავად ამისა აღჭურვილია კომფორტული ცხოვრებისა და ღამის გათენებისათვის აუცილებელი ყველა ატრიბუტით - კონდიციონერით, სანიტარული კვანძით ცხელი შხაპით, ტელევიზორით, აუდიო და DVD -ით, მიკროტალღური ღუმელით.
ორ საძინებელ ოთახში განთავსებულია ორ-ორი ლოგინი, რომლებიც მოწყობილია მატარებლის კუპეს თაროების მსგავსად. ზემოთ მყოფ ოტელის ლობისთან არსებობს სატელეფონო კავშირი, მაგრამ დამატებითი სერვისიდან Jules’ Undersea Lodge-ის მდგმურებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები, რომელიც ცხოვრების ღირებულებაში შედის - კომპლექსური საუზმე და სადილი მიეწოდება სპეციალური დანადგარის მეშვეობით დილის 8-ზე და საღამოს 18.00 საათზე.
ლაბორატორია-სასტუმროში ცხოვრებას თავისი მომხიბვლელობა გააჩნია, განსაკუთრებით წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს იზიდავს ის გზა, რითაც იქ უნდა მოხვდე. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო ობიექტის მკაცრი ატმოსფეროსათვის დამახასიათებელ სიმჭიდროვესა და სპარტანულ პირობებს სიანოვნებით ერთი ღამისათვის 475 დოლარად მიიღებენ მხოლოდ მოყვარული-ორიგინალები - ზუსტად ამდენი ღირს ცხოვრება Jules’ Undersea Lodge-ში.
Utter Inn, შვედეთი
მცურავი წყალქვეშა ოტელი Utter Inn ან Otter Inn მისი მფლობელის – მხატვრისა და მსახიობის მიქაელ ჰერბერგის მიერ აშენებულ იქნა 2000 წელს Vasteras–ში, შვედეთში. ერთოთახიანი ოტელი, უპირველეს ყოვლისა, სამხატვრო ობიექტის როლს ასრულებს, მაგრამ იმავდროულად რეგულარულად იღებს იმ ტურისტებს, ვისაც სურთ ღამის გათენება წყალქვეშ 3 მეტრის სიღრმეზე.
Utter Inn წარმოადგენს პატარა სახლს, რომელიც სოფლის საპირფარეშოს წააგავს და განთავსებულია პლატფორმაზე, რომელიც ტბა Malaren-ში მიცურავს ნაპირისაგან 1 კმ-ის მოშორებით.,,საპირფარეშოს“ გავლით მდგმურები ხვდებიან რაბთან და კიბესთან, რომელიც ქვემოთ ჩადის. კიბეზე ჩასვლის შემდეგ, ტურისტები აღმოჩნდებიან პაწაწინა მართკუთხა ოთახში ორი პატარა ლოგინითა და ტუმბოთი მათ შორის ოთხი მართკუთხა ფანჯრით - თითოთი ყველა კედელზე.
ოტელის მხატვრული იდეა მდგომარეობას იმაში, რომ იგი თამაშობს ,,საპირისპირო აკვარიუმის“ როლს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანები აკვირდებიან თევზებს აკვარიუმებში, ხოლო ტბა Malaren-ზე თევზები აკვირდებიან ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ ოტელ Utter Inn-ის ,,აკვარიუმში“.
მიუხედავად ასკეტური პირობებისა, ზაფხულის პერიოდში ბატონი ჰერბერგი ვერ აუდის ოტელში მოხვედრის მსურველთა რიცხვს - ,,აკვარიუმში“ ცხოვრება წინასწარ უნდა დაჯავშნო. ამასთან, ოტელს საიტი არ აქვს, მდგმურად უნდა ,,ჩაეწერო“, თუ დარეკავ Vasteras-ში ტელეფონის ნომერზე +46(0) 21-39-01, Utter Inn-ში ღამის გათენება ღირს 1200-დან 1750 კრონამდე (167-240 დოლარი) ერთ ადამიანზე. ფასში შედის ტრანსფერტი ნაპირიდან და უკან გასაბერი ნავით, ინსტრუქტაჟი, გასაბერი კაიაკით სარგებლობა, ტბაში ბანაობა და მზის აბანოები. ცალკე საფასურისათვის კლიენტებს მიეწოდებათ საკვები.
ჰერბერგი ცნობილია თავისი რამოდენიმე არაჩვეულებრივი პროექტითა და ნაგებობით. მათ შორის, მისივე ხელით შექმნილია Utter Inn-ის მსგავსი სასტუმრო, ოღონდ რომელიც ხეზეა მოწყობილი.
Poseidon Undersea Resort, ფიჯი
იმ ტურისტებისათვის, რომელთაც შეუძლიან დახარჯონ 15000 დოლარი კვირაში, შემოთავაზებულია დაუვიწყარი თავგადასავალი უნიკალურ ოტელში ფიჯიზე. კუნძულ Poseidon Mystery-ზე ჩვეული ბუნგალოების გვერდზე, რომლებიც სანაპიროზე და ბოძებზე დგას, გაჩნდა წყალქვეშა ოტელი Poseidon Undersea Resort, რომელიც მოწყობილია 1962 წელს აშენებული წყალქვეშა სადგურის საფუძველზე და რომელიც ამერიკელმა წყალქვეშა ნავების სპეციალისტებმა-კონსტრუქტორებმა არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ერთად მთლიანად გადააკეთეს როგორც შიგნით, ისე გარეთ.
ლიფტს ჩაჰყავს მდგმურები წყლის ქვეშ 12 მეტრის სიღრმეზე, სადაც მათ 24 ნომერი ელოდებათ თითო 51 კვადრატული მეტრის ფართობით, რომელთა შესასვლელი უფრო მოგაგონებთ კაიუტის კარებს, ხოლო შიგნით შემოთავაზებულია კომფორტი 21-ე საუკუნის ყველაზე მდიდრული სასტუმროების მსგავსად - მშვენიერი ავეჯი, აბაზანა ჰიდრომასაჟით, ტელევიზორის პლაზმური ეკრანი და მრავალი სხვა, თუმც ეს მთავარი არ არის.
ნომრის იატაკის, ჭერისა და კედლების 70% დამზადებულია სქელი 10-სანტიმეტრიანი გამჭვირვალე მინისაგან და თვალწინ იშლება ლაგუნის წყალქვეშა ცხოვრების საოცარი სურათი.
კრისტალურად სუფთა ცისფერი წყალი, ოკეანეს მრავალფეროვანი მობინადრეები, რომელთაც შეიძლება პირდაპირ ნომრიდან აჭამო სპეციალური დისტანციური მართვის გამოყენებით - ამ საოცარი შეგრძნებებისაგან პირდაპირ სული გეკვრება.
განსაკუთრებული წესით შესრულებული განათება არ იძლევა ნომერში გარედან ჩახედვის შესაძლებლობას, ამით ქმნის რა აუცილებელ პრივატულობისა და განმარტოების განცდას, ხოლო ღამის საათებში იზიდავს მასთან თევზებსა და წყლის ცხოველებს.
ოტელის თითოეული ოთახი წარმოადგენს ცალკეულ ჰერმეტულ კაფსულს წყალქვეშა ნავის კორპუსის მსგავსად, რომელიც მიერთებულია ასეთივე ჰერმეტულ დერეფანთან. რაბებისა და გადახურვების სისტემა იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას, რაც დადასტურებულია აშშ-ს საუკეთესო ინჟინერების მიერ.
ერთი ტურისტისათვის ფასი 15000 ამერიკული დოლარი ან 30000 ათასი 2-სთვის 7 დღისათვის (6 ღამე) კუნძულ Poseidon Mystery -ზე მოიცავს:
- ინდივიდუალური ტრანსფერტი ორძრავიანი თვითმფრინავით ნადის საერთაშორისო აეროპორტიდან კუნძულზე და უკან
- 4 ღამე მდიდრულ ვილაზე სანაპიროზე ან წყლის ზემოთ
- 2 ღამე წყალქვეშა ოტელის სიუტში
- წყალქვეშა გასეირნება კომფორტაბელური წყალქვეშა ნავით
- პილოტის სახით მინიატურულ სამადგილიან სუბმარინით გასეირნება ინსტრუქტორის კონტროლის ქვეშ
- დაივინგი და სნორკლინგი
- ღვინის დაგემოვნების კურსები
- ნატურალისტის ლექციები ლაგუნისა და ფიჯის კუნძულების ფლორისა და ფაუნის შესახებ
- პირადი პროფესიონალური ალბომის დამზადება Poseidon Undersea Resort-ში ყოფნის შესახებ
- გოლფი, ჩოგბურთი, სპორტის წყლის სახეობები
- SPA-პროცედურები (ზოგიერთი ცალკე საფასურით)
კვება სიტემით ,,ALL included“, მათ შორის წყალქვეშა რესტორანში
კუნძულზე შესაძლებელია ჩასვლა საკუთარი იახტით - ლაგუნაში შესასვლელი არის სიღრმეში 11 და სიგანით 61 მეტრი, აგრეთვე კუნძულის ნავსადგური, რომელსაც შეუძლია ზომით 92 მეტრამდე ხომალდების მიღება. წყალქვეშა სასტუმრო ახლახანს გაიხსნა და დაიწყო კლიენტების მიღება. პირველი ათასი სტუმრის სახელი აღიბეჭდება ორ სტელაზე, რომელთაგან ერთი დაიდგმება კუნძულზე, ხოლო მეორე - ლაგუნის ფსკერზე.
მონაცემები Poseidon Undersea Resort-ის მშენებლობის ბიუჯეტის შესახებ ძალიან წინააღმდეგობრივია - ზოგიერთი ცნობით ამერიკულმა კომპანია Brus Jones-მა დახარჯა 180 მილიონი დოლარი, ხოლო სხვა ცნობებით - დაახლოებით 500 მილიონი დოლარი.
Hydropolis Underwater Hotel and Resort, არაბეთის გაერთიანებული საემიროები
Hydropolis დუბაიში - დიზაინერ როლანდ დიტერლეს მიერ შექმნილი გრანდიოზული პროექტია, რომლის შეფასებითი ღირებულება 550 მილიონ დოლარს შეადგენს. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 2006 წელს ფინანსური და სამშენებლო ბუმის პერიოდში ექსპლუატაციაში გაშვებისათვის დაგეგმილი წყალქვეშა კომპლექსი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული კონსტრუქციული და საინვესტიციო სირთულეების გამო, რაც დამძიმებულია მსოფლიო კრიზისით.
მდიდრული ოცნების წყალქვეშა სასტუმრო 20 მეტრის სიღრმეზე, 100 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მქონე, სამი ნაწილისაგან უნდა შედგებოდეს. წყლისზედა ნაწილში სტუმრებს დახვდებიან და მიესალმებიან, მეორე სექცია - 500 მეტრის სიგრძის მინის გვირაბია, რომლითაც სპეციალური მატარებლით დამსვენებლები მოხვდებიან წყალქვეშა საცხოვრებელ ზონაში.
ტურისტები, რომლებიც დასახლდებიან 220 მდიდრული ნომერიდან ერთ-ერთში, რომელსაც ჰაერის ბუშტის ფორმა აქვს, მიიღებენ კომფორტული დასვენების შესაძლებლობას საუკეთესო მიწისზედა ოტელების დონეზე, რასაც დაემატება წყალქვეშა სამყაროს ფანტასტიური სანახაობა. საჭირო გახდება მხოლოდ ფარდების ახდა ფანჯრებზე...
ჯერჯერობით მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ Hydropolis-ის შემქმნელების ,,მორიდებული“ გეგმები ჯერ კიდევ ცოცხალია. მეტიც, ოტელის საიტზე, რომელიც შექმნის სტადიაშია მთელი ამ დროის განმავლობაში, არსებობს მითითება მომავალ ანალოგიურ ობიექტებზე ლონდონში, მიუნხენში, მონაკოში, ნიუ-იორკში, ცინდაოში, კუნძულ მენზე... მისი მომავალი მფლობელები აპირებენ სასტუმროსათვის 10 ვარსკვლავის კატეგორიის მინიჭებას და დამსვენებლებისაგან ერთი ღამისათვის 5000 დოლარის გამორთმევას.
შვიდვარსკვლავებიანი, შვიდსართულიანი წყალქვეშა ოტელი, თურქეთი
კომპანია Tanriverdi Holding-ის მერ დაანონსებული პროექტის გახსნა დაგეგემილი იყო 2010 წლისათვის, იმ მიზნით რომ წყალქვეშა ოტელი, რომლისთვისაც 7 ვარსკვლავის კატეგორია იყო გათვალისწინებული, გაეოცებინა სტამბულში ჩამოსული სტუმრები, რომელიც ევროპის კულტურულ დედაქალაქად იყო დასახელებული.
2007 წელს, როდესაც Tanriverdi Holding-მა შეაგროვა პირველი 100 მილიონი დოლარი, იყიდა ნაკვეთი ბეშიქთაშში დოლმაბახჩეს სასახლესა და საზღვაო მუზეუმს შორის მიტოვებული თამბაქოს ფაბრიკის შენობასთან ერთად და თავად მოამზადა პროექტი, ყველაფერი ძალიან რეალურად ჩანდა. ივარაუდება, რომ სტამბულის ოტელს 6 სართული წყლის ზემოთ ექნება, ხოლო 1 სართულით ჩაღრმავდება ბოსფორის სრუტის წყლებში.
ჯერჯერობით პროექტის ბედი, რომლის არაჩვეულებრიობა მდგომარეობს იმაში, რომ ოტელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, უცნობია. დამაიმედებელი ცნობები, რაც დაადასტურებდა ოტელის გახსნას 2010 წელს ან ხილვად მომავალში, ჯერ არ არსებობს.
ნებისმიერ შემთხვევაში სტამბულის ოტელის სკეპტიკოსები და კრიტიკოსები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის გამჭვირვალობა ამ ადგილას არ იძლევა რამის ხედვის შესაძლებლობას 3-4 მეტრზე შორს, ხოლო საინტერესო და ლამაზი თევზები იქ არ ბინადრობენ, ამიტომ წყალქვეშა ცხოვრების ესთეტიური მიმზიდველობა ამ ადგილზე ძალზე საეჭვოა. უფრო სავარაუდოა, რომ დიდი პოპულარობით ისარგებლებს 6 ზედა სართული აივნიდან ზღვაზე ჩვეული ხედით.
წყალქვეშა სასტუმრო ჩინეთში
ნახევრადჩაძირული კარიერი გახდება მოდური კურორტი - 2007 წელს ამის შესახებ განაცხადა ჩინეთის მთავრობამ და შეუდგა გამომუშავებული და ჩაძირვისათვის განკუთვნილი კარიერების ათვისების პროგრამის რეალიზაციას.
საპილოტო პროექტად უნდა იქცეს ცალკე კომპლექსი პროვინცია Songjiang-ში შანხაის მახლობლად. კომპანია Atkins-ის იდეა, რომელმაც ნახევრადჩაძირული კარიერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ათვისების საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, ითვალისწინებს 4–სართულიანი კომპლექსის აგებას.
ორი ზედა სართული აღმართული იქნება ზედაპირზე, ხოლო ორი ქვედა სართული, მათ შორის საცხოვრებელი ნომრები და რესტორანი – წყალქვეშ იქნება. დამსვენებლებს არ მოუწევთ სასტუმროს ფანჯრებიდან კარიერის მღვრიე წყლის ხილვა – წყალი მასში სისუფთავით გაახარებთ, ხოლო ოტელთან აღიმართება უზარმაზარი აკვარიუმი. კომპლექსში 400 ნომერი განთავსდება.
თითო ოთახი დაიკვეხნის არაჩვეულებრივი წყალქვეშა ფანჯრებით კარიერის ცოცხალ სამყაროზე ფანტასტიური ხედით – აკვარიუმზე, ხოლო ზედა სართულების მდგმურებისათვის ხელმისაწვდომი – ბუნების საუცხოო პანორამით.
მინისა და ფოლადისაგან დამზადებულ ოტელის ძირითადი შენობის ფასადს დაამშვენებს ჩანჩქერი, რომელიც ჩამოედინება მის კედლებზე კარიერის ტბაში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა აღჭურვილი იქნება დასვენებისათვის და საქმიანი შეხვედრებისათვის აუცილებელი ყველა პირობით, მათ შორის კონფერენც–დარბაზით 1000 ადამიანზე.
გარემოს შენარჩუნების იდეა საფუძვლად დაედო არა მხოლოდ ნაგებობების არაჩვეულებრივ დიზაინს, რომელიც ლანდშაფტს კარგად შეესაბამება, არამედ ტექნიკურ შიგთავსსაც – ოტელი, მისთვის საჭირო ელექტროენერგიის ნაწილს მიიღებს მზის წყაროებიდან.ჯერჯერობით არ მიღებულა იმის დამადასტურებელი რეალური ცნობები, რომ ჩინური წყალქვეშა სასტუმროს პროექტი ,,ცოცხალია“.
ამდენად, მსოფლიოში ჯერ ირიცხება მხოლოდ სამი წყალქვეშა მოქმედი სასტუმრო...
|