განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
23 აპრილი, 2024. სამშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
17.03.2013
შვედეთში ABBA - ს მუზეუმი იხსნება
 
სტოკჰოლმში, იურგორდენის კუნძულზე 2013 წლის 7 მაისს გაიხსნება ლეგენდარული შვედური ჯგუფ ABBA–ს ინტერაქტიული მუზეუმი, რომელიც უფრო ახლოს გააცნობს სტუმრებს საყვარელ შემოქმედებით ჯგუფს.
 
ჯგუფი ABBA შეიქმნა 1972 წელს და დაიშალა 10 წლის შემდეგ. კარიეირს დასაწყისიდან მოყოლებული მუსიკოსებმა გაყიდეს დაახლოებით 400 მილიონი ჩანაწერი, მათი სიმღერები მრავალი წლის განმავლობაში არ ტოვებდნენ ჰიტ–აღლუმების პირველ ადგილებს.
 
მუზეუმის დათვალიერება დაიწყება კინოდარბაზში იუნასა ოკურლუნდას ფილმის დემონსტრირებით 360 გრადუსის მქონე ეკრანზე.
 
ადგილი სახელად ABBA The Museum სტუმრებს საშუალებას მისცემს თავი იგრძნონ ცნობილი კოლექტივის მეხუთე წევრად– გამოვიდნენ სცენაზე, მოიზომონ მათი კოსტუმები და ესტუმრონ ხმისჩამწერ სტუდიას. მუზეუმში მოსული სტუმრები ასევე აღმოჩნდებიან ქალაქ გამლების პარკში, ინგლისურ ქალაქში ბრაიტონი, სადაც 1974 წელს ჯგუფი გახდა „ევროვიზიის“ გამარჯვებული. ისინი აგრეთვე შეათვალიერებენ პატარა სახლს ქალაქ ვიგშეში, სადაც შეიქმა ლეგენდარული ჯგუფის ჰიტების უმრავლესობა. ამ  „მოგზაურობებს“ თან დაერთვებათ ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ ჩაწერილი საინტერესო ისტორიები.
 
კიდევ ერთი ატრაქციონი– პიანინო, რომელიც სინქრონიზებულია ბენი ანდერსონის ინსტრუმენტთან. როდესაც მუსიკოსი უკრავს თავის სტუდიაში, მუზეუმის სტუმრები შეძლებენ მის მოსმენას.
 
აუდიოგიდის დახმარებით ჯგუფის სოლისტები - აგნეტა, ბენნი, ბიორნი და ფრიდა - სტუმრებს გაუზიარებემ დიდების წლების მოგონებებს.

სამუზეუმო ექსკურსიის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა ინტერვიუ, რომელიც ჩაწერა ფილმი „მამა მია“–ს სცემარისტმა კატრინ ჯონსონმა.
ექსპოზიციის კურატორი გახდა ჯგუფის ყოფილი სტილისტი ინგმარი ჰალინგი, რომელმაც ჯგუფ ABBA–თან თანამშრომლობით შექმნა ეს უნიკალური მუზეუმი.

ახალი მუზეუმი ასახავს ჯგუფის საერთო ატმოსფეროს, რომელიც ჩვენ პირველად განვიცადეთ 70-80 იან წლებში.ის წარმოადგენს  ერთგვარ დოკუმენტურ–მუსიკალურ პროექტს, რომელიც სტუმრებს ეპატიჟება არამხოლოდ კულისებს მიღმა, მაყურებელთა დარბაზში, არამედ სცენაზეც“– განაცხადა ჯგუფის სოლისტმა ბიორნ ულვეუსმა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121