21.12.2012
ახალი წელი პრაღაში!
ახალი წელი– ყველაზე ნანატრი დღესასწაული, რომლისთვისაც მომზადება დიდი ხნით ადრე იწყება მის დადგომამდე. საჩუქრები, გამოსასვლელი კაბები, სადღესასწაულო მენიუ და რაც მთავარია ახალი წლის შეხვედრის ადგილი–ყველაფერი ეს მოსაფიქრებელი და განსახორციელებელია. არსებობს საუკეთესო გადაწყვეტილება– ახალი წლის შეხვედრა პრაღაში!
ვინც უკვე ნამყოფია ჩეხეთის დედაქალაქში იცის, რომ ეს არის მოგზაურობა ზღაპარში. ის კი ვინც ამ ქალაქში ჯერ არ ყოფილა, არ აქვს არანაირი მიზეზი არ დაიჯეროს ეს. ყველას აქვს გაგონილი, რომ პრაღა ითვლება ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქად. აქ, თითქოს ისტორიის გაცოცხლებულ ფურცლებზე მყუდროდ ჩამწკრივებულან ულამაზესი, კრამიტგადახურული სახლები, ქედმაღლურად დაჰყურებენ ქალაქს უძველესი სასახლეები და ცისკენ მიილტვიიან ეკლესიის სამლოცველოები.
გასული საუკუნეების მრავალრიცხოვანი კულტურისა და ხელოვნების მუზეუმები თანაცხოვრობენ უახლოეს გასართობ ცენტრებთან და კაზინოებთან. მნახველს აქ აოცებს განსხვავებული არქიტექტურული სტილის ჰარმონია, სიძველის ეგზოტიკა ეუცრად იცვლება კომფორტული თანამედროვეობით. ყველაფერს ამას ემატება თოვლის ქათქათა თეთრი საფარი, საახალწლო ნაძვის ხის მორთულობა, სადღესასწაულო განწყობა და უამრავი გასართობი:) ეს არის საახალწლო პრაღა! თვალისმომჭრელი საახალწლო სათამაშოები, ქუჩებსა და ვიტრინებში განათებული ნაძვის ხეები, ფერადი ილუმინაცია და საყოველთაო მხიარულება– ქალაქის ცენტრში კი უზარმაზარი „ მწვანე ლამაზმანი“ მოკაშკაშე გირლინდებითა და ნაძვის საუცხოო არომატით.
სპეციალურად ნაციონალური პარკიდან მოტანილი 22 მეტრიანი 90–წლის ტყის დედოფალი განთავსდება სადღესასწაულო ბაზრობის ცენტრში, რომელიც ტრადიციულად იწყება შობის ღამეს და გრძელდება მთელი საახალწლო პერიოდის განმავლობაში. მხიარული, ხმაურიანი დახლების რიგები, სხვადასხვა სახის წარმოდგენები და კონცერტები. და აუცილებლად ცხელი გლინტვეინის, შემწვარი წაბლისა და ძეხვეულის არომატი.
პრაღაში გატარებული არც ერთი წუთი არ იქნება უსარგებლო და მოსაწყენი. პრაღაში ყოველ ნაბიჯზე შესაძლებელია შეხვდებით ისტორიის ან კულტურის „საოცრებას“, მშვენიერ რესტორანს ან მყუდრო კაფეს, მოდურ ბუტიკებს ან ღამის კლუბებსა და დისკოტეკებს. რა მოვინახულოთ პრაღაში? რითი დავიწყოთ? განსაცვიფრებელი სასახლეები: კარშტეინი და ბრეჟნიცე, ცნობილი ჩარლზის ხიდი და სტარომეცკას მოედანი, ექსკურსია თბომავლით. ჩარლზის ხიდზე ჩაიფიქრეთ საახალწლო სურვილი. ასე ამბობენ რომ იქ ნანატრი აუცილებლად ახდება :)
ჩვეულებრივ მთავარი დღესასწაული მოეწყობა სტარომეტკას მოედანზე, სადაც პრაღის ცნობილი ასტრონომიული საათის კურანტების ქვეშ დადგება 2013 წელი! მოედნის ცენტრში აღმართული უმალაზესი ნაძვის ხე და საახალწლო სალუტი!
თუ გაქვთ სურვილი სულ ცოტა ხნით მაინც კვლავ დაბრუნდეთ ბავშვობაში, როდესაც გჯეროდათ ზღაპრების, თოვლის ბაბუის და ჯადოქრობის– საახალწლო პრაღა სწორედ ასეთი ადგილია! როგორც კი დაბინდდება, მთელს ქალაში ინთება ფარნები– როდესაც შავ ლაბადასა და ცილინდრში გამოწყობილი ნამდვილი მეფარნეები გრძელი ჯოხებით ანთებენ ცენტრალური ქუჩების ფარნებს... აი ზღაპარი.. თქვენს გვერდით!
სადაც არ უნდა იყოთ ნამყოფი, სხვა ქალაქსა და ქვეყნებში– აქ თქვენ გელოდებათ რაღაც განსაკუთრებული. ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა, სადღესასწაულო ღონისძიებები და საუცხოო საახალწლო პროგრამა ტურისტებისთვის– ეს არის რაღაც ბევრად მეტი...
იჩქარეთ აისრულოთ თქვენი ოცნებები საახალწლო ღამეს!