პიცის ფესტივალი ნეაპოლში«Pizzafest»– ეს არის მსოფლიოს მასშტაბით პიცის მთავარი და ყველაზე დიდი ფესტივალი. ის ყოველწლიურად ტარდება სექტემბრის შუარიცხვებში და მის აღსანიშნავად მთელი მსოფლიოდან პიცის მოყვარული ათასობით ტურისტი ჩამოდის იტალიაში.
მეთერთმეტე დღეს მთელი ნეაპოლი ივსება ბაზილიკის, მოცარელას და გამომცხვარი უგემრიელესი პიცის სურნელით. მთელ მსოფლიოში პიცა ეს არის იტალიის კულინარული სიმბოლო და სავიზიტო ბარათი, თავად იტალიაში კი პიცა– ნეაპოლის სიმბოლოა, რომელიც ოფიციალურად ითვლება მის სამშობლოდ.
ნეაპოლიტანელების აზრით კი ნამდვილი პიცა მზადდება მხოლოდ ნეაპოლში. ამ კერძის მიმართ სიყვარულის დემონსტრირების მიზნით იტალიელები ყოველწლიურად აღნიშნავენ პიცის დღესასწაულს «Pizzafest».