განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
09 დეკემბერი, 2024. ორშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
03.02.2013
სად გავემგზავროთ სიყვარულის დღის აღსანიშნავად?
 
წმინდა ვალენტინის დღე– დღესასწაული, როდესაც შესაძლებელია მიიღო საჩუქარი მხოლოდ იმისთვის, რომ უყვარხარ და გიყვარს :) და არამხოლოდ საყვარელი ადამიანისგან. ამ დღეს საჩუქრები და მრავალი სიურპრიზები შეყვარებული წყვილებისთვის მომზადებული აქვთ მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებს....
 
სიყვარულის დღეს სიყვარულის ქალაქში
 
პარიზი– ქალაქი,  რომელიც სიყვარულით არის აღსავსე ყოველთვის და მითუმეტეს წმინდა ვალენტინის დღეს.
შედარებით დაბალბიუჯეტიანი 7 დღიანი ტურის შემთხვევაში თქვენ არამხოლოდ ისიამოვნებით სასიყვარულო ატმოსფეროთი, არამედ მოინახულებთ პარიზს მთელი თავისი სიდიადითა და მეგობრულობით. პარიზის ისტორიული ცენტრი, მონმარტრი, ლუვრი, ვერსალი, ფონტებლო, შანტი, მუზეუმი „ფრაგონარი, ეიფელის კოშკი... აგრეთვე დაუვიწყარი ვახშამი გემზე– კრუიზი მდინარე სენაზე.

მათ კი ვინც გეგმავს  სოლიდური თანხის დახარჯვას, პარიზი წელს განსაკუთრებული შეთავაზებებით ხვდება. ცნობილ პარიზულ სასტუმროებში „რიცი“, „ბრისტოლი“ და სასახლეში Chateau du Domaine St. Martin Vence შეყვარებული წყვილებისთვის მომზადებულია ნომრები დაუვიწყარი სიურპრზებით. სასტუმრო „ბრისტოლში“ სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს 13 –დან 16 თებერვლამდე. ამ დღეებში შეყვარებულებს ნომრებში დახვდებათ ყვავილები და შამპანური, აგრეთვე ნომრის ბარში ტრადიციული ინგლისური ჩაი და ტკბილეულობა.

შოპინგის მოყვარულ ქალბატონებს  კი სასტუმრო ჩუქნის shopping pass, რომლის მფლობელი მიიღებს ფასდაკლებებს და საჩუქრებს მაღაზიებში Montblanc, Valentino, Sonia Rykiel, Lanvin, Christian Dior, Yves Saint Laurent, Jun Ashida, Cartier, Fred, Givenchy, Leonard, Christian Lacroix, Missoni, Feraud и Thierry Mugler.

პარიზის შუაგულში მდებარე სასტუმრო–სასახლეს „რიცი“ გააჩნია შეყვარებულების დახვედრის განსაკუთრებული გამოცდილება. სწორედ აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს ჰერცოგი და ჰერცოგინა ვინძორები, ოდრი ჰეპბერნი და ჰარი კუპერი, ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონითებერვლის თვეში ყველა სტუმარს ნომერში ელოდება შამპანური, ტკბილეული, ვარდები და იები, ცოცხალი ყვავილებით მორთული ბალიშები და საჩუქარი ვანდომის მოედნის იუველირებისგან.
პარიზის ყველა  ცნობილი სასტუმრო თუ რესტორანი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით მოამზადებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს და შეყვარებულებს შეუქმნის დაუვიწყარ, რომანტიულ  გარემოს.
 
ნისლში გახვეული ამბორი

წმინდა ვალენტინის დღე ინგლისში ნისლსაც კი გაფანტავს :) მთელი კვირის განმავლობაში სასტუმროები აცხადებენ სპეცილურ ფასებს. ნომერი სამვარსკვლავიანი სასტუმროში ამ პერიოდში შესაძლებელია დაჯავშნოთ 40 ევროდ, ხუთვასკვლავიანი კი 115 ევროდ. მხოლოდ სიყვარულის დღეს უამრავი „მცურავი რესტორანი“ იღებს თავის სადღესასწაულო გეზს მდინარე ტემზაზე. აქედან იშლება საუკეთესო ხედი ლონდონის ღირშესანიშნაობებზე სასიამოვნო მუსიკისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით. 14 თებერვალს აგრეთვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეწვიოთ მწვანე ოაზისებს ლონდონის ცენტრში– გაიდ პარკი და კენსინგტონის ბაღები– ორი ყველაზე რომანტიული ადგილი ქალაქში.
 

ვალსის სამშობლოში

წმინდა ვალენტინის დღე– სწორედ ის დროა, რომ გასინჯოთ საოცარი ტკბილეული. მაგალითად, დაშაქრული იები შესაძლებელია დააგემოვნოთ მხოლოდ ვენაში. სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ვენაშიც უამრავ სიურპრიზსა და სპეციალურ ფასდაკლებებს შემოგთავაზებენ.
 
სიყვარულის ხიდზე

პრაღა – ქალაქი, რომელიც გაჟღენთილია რომანტიკით: ძველი სასახლეები, მყუდრო რესტორნები და ყავახანები განათებული სანთლებით, ვიწრო პატარა ქუჩები კი თითქოს შექმინილია სპეციალურად შეყვარებულთა რომანტიული სეირნობისთვის. ერთერთ ყველაზე ცნობილ ჩალზის ხიდს კი უწოდებენ ამბორის ხიდს. ჩეხებს სჯერათ, რომ ამ ხიდზე სიყვარულის დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება. წმინდა ვალენტინის დღე საუკეთესო დროა პრაღაში სამოგზაუროდ. ჩეხეთში განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნავენ ამ დღეს. სწორედ ამიტომ თებერვლის შუა რიცხვებში რომანტიკის კონცეტრაცია ჰაერში აქ თავის მაქსიმუმს აღწევს.
 
ანტიკურ სამყაროში
 
ყვავილების წვიმის ქვეშ ნელი ცეკვა შესაძლებელია მხოლოდ საბერძნეთში. ამ ქვეყანაში განსკუთრებული დისკოთეკებია, სადაც სტუმრებს რომანტიული მუსიკის თანხლებით  თავზე აყრიან არომატულ ყვავილებს. ამის გარდა საბერძნეთში განსაკუთრებით ბევრია სიმბოლური ადგილები, სადაც შესაძლებელია ჩაიფიქროთ  სურვილი. შეყვარებულებს აქ ელოდებათ განსაკუთრებული საჩუქარი– ექსკურსია ავტომობილით ღამის ქალაქში და დაუვიწყარი საღამო მთაზე მდებარე ყველაზე რომანტიულ კაფეში „ლუკავიტოსი“. ამის გარდა სულ რამოდენიმე დღეში აქ შეგიძლიათ მოინახულოთ უამრავი ღირშესანიშნავი ადგილი და მიიღოთ დაუვიწარი შთაბეჭდილებები: აკროპოლი, ოლიმპიური სტადიონი, ზევსის ტაძარი, ძველი ქალაქი, ლომების კარიბჭე, აგამემნონის სასახლე და აკლდამა, პოსეიდონის ტაძარი და მრავალი სხვა.
 
„თუ ხარ შეყვარებული ჩამოდი ვერონაში“

წმინდა ვალენტინის სამშობლო– იტალია და შექსპირის მიერ ხოტბაშესხმული შეყვარებულების  ქალაქი– ვერონა, განსაკუთრებული ადგილია სიყვარულის დღის აღსანიშნავად. 

თუ ხარ შეყვარებული ჩამოდი ვერონაში“–  ამ სლოგანით  უკვე რამდენიმე წელიწადია „შეყვარებულთა ქალაქი“ ეპატიჟება შეყვარებულებს.

განსაკუთრებული პოპულარობით ტურისტებში სარგებლობს ჯულიეტას აივანი და ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც 1972 წელს დაიდგა მის სახლთან. ითვლება, რომ ჯულიეტას მკერდთან შეხებას მოაქვს იღბალი სიყვარულში, ამიტომ ქანდაკების ეს ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ხელის შეხებისგან ფაქტიურად ელვარებს :) ასი ათასობთ ტურისტი ყოველწლიურად ჩადის ვერონაში სიყვარულის საპოვნელად თუ შესანარჩუნებლად

აჩუქეთ ერთმანეთს კოცნა ჯულიეტას აივანზე და გჯეროდეთ რომ თქვენი სიყვარული არ გახუნდება სიბერემდე, ხოლო აივნის ქვეშ წერილის სახით დატოვებული ნატვრა კი აუცილებლად ასრულდება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121