27.07.2012
დუბაი ტურისტებს საზღვაო ტაქსით მგზავრობას სთავაზობს
დუბაის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააგენტო 2012 წლის აგვისტოს თვიდან ხსნის საზღვაო ტაქსის ახალ ოთხ ტურისტულ მარშრუტს. ისინი გაემგზავრებიან სადგურიდან Jumeirah Open Beach Station.
სააგენტო დაინტერესებულია მიიზიდოს მეტი ტურისტი და აგრეთვე გაზარდოს წყლის ტრანსპორტის წილი ქალაქის გადაზიდვათა სისტემაში, ახალი მარშრუტები ტურისტებს შესთავაზებენ გაერთიანებული ემირატების ულამაზესი ადგილებისა და ხედების დათვალიერებას.
საზღვაო ტაქსი განსაზღვრულია 10 მგზავრისთვის, მაგრამ მოძრაობას იწყებს ბორტზე ოთხი მგზავრითაც. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 41$–ს ადამიანზე. მგზავრობის ხანგრძლიობა კი – 1,5 საათს.
საზღვაო ტაქსი სამარშრუტო რეისი იწყება დილაობით 8.00 და 9.30 საათზე და საღამოს 17.00 და 18.30 საათზე. კატერიდან შესაძლებელია იხილოთ დუბაის ულამაზესი პლიაჟები, ცნობილი ტურისტული ღირშესანიშნაობები– საკულტო სასტუმრო Burj Al Arab, ცათაბჯენი Burj Khalifa, ქალაქის საქმიანი ნაწილის პანორამა და ხელოვნური არქიპელაგი The World.