განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
27 აპრილი, 2024. შაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
19.01.2013
აბუ– დაბიში ტურისტებს „მომაკვდინებელი შოკოლადით“ გააკვირვებენ

5–20 თებერვალს აბუ–დაბიში ჩატარდება მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი კულინარული ფესტივალი. უკვე ზედიზედ მეხუთე წელია  მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ცნობილი შეფ–მზარეულები და რესტორატორები ყველა მსურველისთვის აბუ–დაბიში ატარებენ სემინარებსა და მასტერ–კლასებს!

ღონისძიება ჩატარდება ისეთ სასტუმროებში როგორიცაა Etihad Towers Abu Dhabi, InterContinental Abu Dhabi, Fairmont Bab Al Bahr, Yas Viceroy Abu Dhabi, Yas Island Rotana Abu Dhabi, Eastern Mangroves Hotel & Spa By Anantara, Park Hyatt Abu Dhabi, Shangri-La Hotel.
 
მაყურებლები არამხოლოდ თვალს ადევნებენ მზარეულების შემოქმედებას, არამედ თავადაც მიიღებენ მონაწილეობას და გაეხვევიან მხიარულ გასტრონომიულ ორომტრიალში, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღეწევებსა და აღმოსავლურ ტრადიციებს.

წელს ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება. მასში შევა ისეთი საუცხოო მასტერ–კლასები, როგორიც არის მაგალითად Murder by Chocolate, რაც შესაძლებელია ითარგმნოს როგორც „მომაკვდინებელი შოკოლადი“
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121