განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
28 მარტი, 2024. ხუთშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
16.02.2013
დასახელდა ევროპის საუკეთესო სპა–სასტუმროები
 
მსოფლიოში ცნობილმა ვებ–გვერდმა TripAdvisor შეადგინა საუკეთესო სპა–ცენტრების მქონე ევროპული სასტუმროების სია. რეიტინგების მომზადების პროცესში გამოყენებულ იქნა პორტალის მომხმარებელთა გამოხმაურებები.

პირველი ადგილი დაიკავა სასტუმრომ Corinthia, რომელიც განლაგებულია ლონდონის ცენტრში. მასში მდებარეობას ლონდონის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სპა–ცენტრი ESPA Life საერთო ფართობით 3300 კვ. მეტრი, 17 საპროცედურო კაბინეტით, ორი ბასეინით, საუნით და ჰიდრომასაჟის საშხაპეებით. სტუმრებს აქ სთავაზობენ რამდენიმე ათეულ სხვადასხვა სახის მასაჟს, ტანისა და სახის მოვლის პროცედურებს.

მეორე ადგილზეა ირლანდიური სპა–სასტუმრო Seafield Golf & Spa, ის მდებარეობს დუბლინიდან სამხრეთით, 25 კილომეტრში. სასტუმროში განლაგებულია ორი ბასეინი (დახურული და ღია), მასაჟის კაბინეტები, სოლარიუმი, საუნა, მზის ტერასა, სილამაზის სალონი.

მესამე ადგილი დაიკავა შვეიცარიის ქალაქ პონტრეზინაში მდებარე ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ Grand Hotel Kronenhof, რომელიც  „დე–ლუქსის“ კლასის სასტუმროების ნაციონალური ასოციაციაციის წევრია. სპა–ცენტრი Oasis–ში, რომლის ფართობი შეადგენს 2000 კვადრატულ მეტრს განლაგებულია 20 მეტრიანი დახურული ბასეინი, მასაჟისა და საპროცედურო კაბინეტები, საუნა, ჯაკუზი. მის მთავარ განმასხვავებელს წარმოადგენს სპა–ლუქს აპარტამენტები, რომელთა შეკვეთა შესაძლებელია ინდივიდუალური მოხმარებისთვის.

სიაში შევიდნენ აგრეთვე: Hotel Botanico & The Oriental Spa Garden (ესპანეთი),Natur und Wellness Hotel Hoeflehner (ავსტრია), Four Seasons Hotel Ritz (პორტუგალია), Elite Suites by Amathus beach (როდოსი, საბერძნეთი), Muckross Park Hotel & Cloisters spa (ირლანდია) და Headlam Hall Hotel Spa & Golf (დიდი ბრიტანეთი)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121