07.05.2013
ლონდონის თავზე იფრენენ საექსკურსიო ვერტმფრენები
ლონდონი ხსნის სავერტმფრენო ტურიზმის ერას. პირველი სპეციალური საექსკურსიო ვერტმფრენი, აფრინდა ბეტტერსის მოედნიდან.
თქვენს თვალწინ გადაიშლება დაუვიწყარი სანახაობა – სიმაღლიდან დანახული ლონდონის ღირშესანიშნაობათა გასაოცარი პანორამა : პარლამენტის შენობა, London Eye, ბუკინგემის სასახლე, ტრაფალგარის მოედანი, წმინდა პავლე ტაძარი, თაუერი და მრავალი სხვა.
საჰაერო ექსკურსია გრძელდება 20 წუთს და ერთი მგზავრისთვის მისი ღირებულება შეადგენს 200 ფუნტს. დღის განმავლობაში ეკიპაჟს შეუძლია შეასრულოს 15 რეისი.