24.09.2012
სტარტი აიღო ლუდის ფესტივალმა- „ოქტობერფესტი“
ბავარიის ცნობილმა ლუდის ფესტივალმა „ოქტობერფესტი“ 22 ოქტომბერს სტარტი აიღო. დღესასწაული 2012 წლის 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ევროპის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ფესტივალი უკვე 179–ჯერ ტარდება. დღესასწაულისთვის ტრადიციისამებრ სტარტის მიმცემი ქალაქ მიუნჰენის მერია, რომელიც ხსნის ლუდის პირველ კასრს.
საფესტივალო კარვები წელს 26 ჰექტარის მოცულობის ტერიტორიაზე განთავსდნენ. თითოეული იტევს რამდენიმე ათასს ადამიანს.
გერმანული, ავსტრიული და შვეიცარული მუსიკის ორკესტრი წელს დაუკრავს თვითოეულ კარავში. წელსაც ტრადიციულად ტერეზას მინდორზე კარვების შორიახლოს გაიმართება სასოფლო–სამეურნეო გამოფენა.