განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
05 ოქტომბერი, 2024. შაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
30.11.2012
ათი დაკარგული ქალაქი
წარმოგიდგენთ ჟურნალ Forbs–ის ვერსიით 10 უძველეს, „დაკარგულ“ ქალაქს. ამ ქალაქებზე იქმნება ლეგენდები, იწერება წიგნები, აქ მოხვედრას ცდილობენ მოგზაურები მთელი მსოფლიოდან!
 
ჩიჩენ–იცა, მექსიკა
ცივილიზაცია: მაია
დასახლებული: ჩვ. წ. აღ.–მდე 600–1000 წლებში
ეს არის სამფო ქალაქი, რომელიც მდებარეობს წყლის არხთან ან ამოთხრილ ორმოებთან, სადაც დაცურავდა მსხვერპლშეწირულ ადამიანთა სხეულები.
 
 
ტეოტიუკანი, მექსიკა
ცივილიზაცია: სავარაუდოდ ტოტონაკის ტომი
დასახლებული: ჩვ. წ. აღ.–მდე 100–250 წლებში
ქალაქი, რომლის დამაარსებლების ვინაობა უცნობია ისტორიისთვის. ის წარმოადგენს უდიდესი პირამიდების სამშობლოს კოლუმბამდე პერიოდის ამერიკაში.
 
 
მაჩუ–პიქჩუ, პერუ
ცივილიზაცია: ინკები
დასახლებული: ჩვ. წ. აღ.–მდე 15–16 საუკუნეებში
სამეფო ციხესიმაგრის მაცხოვრებლები კონკისტადორებმა და ჩუტყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა. ინკების დაკარგული ქალაქის აღმოჩენა მოხდა მხოლოდ 1911 წელს.
 
ანგკორი, კამბოჯა
ცივილიზაცია: ქმერების იმპერია
დასახლებული: ჩვ. წ. აღ–მდე 9–15 საუკუნეებში. ათასზე მეტი ტაძარი, მათ შორის ანგკორ–ვატი, ამშვენებდნენ ქმერების დედაქალაქს. ქალაქის დაპყრობის შემდეგ ის იქცა ტაილანდად.
 

კართაგენი, ტუნისი
ცივილიზაცია:
ფინიკიელები
დასახლებული: ჩვ. წ. აღ–მდე 650–146 წწ
ანტიკური ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ნემესიდას და ჰანიბალის სამშობლოს. ქალაქი დაიწვა ბოლო პინიკური ომის დროს.
 

პეტრა, იორდანია
ცივილიზაცია
: ნაბათები
დასახლებული: ჩვ. წ. აღ–მდე მე–6 საუკუნე
კლდეში ამოკვეთილი ვარდისფერი ქალაქი, რომელიც დასავლეთში საყოველთაოდ ცნობილი გახდა 1980 წელს გადაღებული ბლოკბასტერის ინდიანა ჯონსის წყალობით.
 

პომპეი, იტალია
ცივილიზაცია:
რომის იმპერია
დასახლებული: ჩვ.წ.აღ–მდე 6–7 საუკუნიდან 79 წლამდე.
პომპეი წარმოადგენდა კულტურულ ცენტრს, სადაც რომაელთა ელიტის წარმომადგენლები ატარებდნენ თავისუფალ დროს. ის დაინგრა ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად. ქალაქის მთელი მოსახლეობა განადგურდა.
 
 
მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ, თურქეთი
ცივილიზაცია:
სავარაუდოდ ფრიგიელები
დასახლებული: 8–10 საუკუნეებში
ეს არის 10 სართულიანი მიწისქვეშა ქსელი და დარბაზი, რომელიც იტევს 50 000 ათას კაცს და შინაურ პირუტყვს. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი წარმოადგენდა ქრისტიანთა თავშესაფარს.
 

მემფისი, ეგვიპტე
ცივილიზაცია:
უძველესი ეგვიპტელები
დასახლებული: ჩვ,წ. აღ–მდე მე–3 საუკუნიდან  ჩვ.წ. მე–7 საუკუნემდე
ნილოსის დელტის შესართავთან განლაგებული მემფისი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა სავაჭრო, კომერციულ და რელიგიურ ცენტრს. უცხო დამპყრობელთა რეგულარული შემოტევების შედეგად მემფისი განადგურდა. 
 

ბაგერჰათი, ბანგლადეში
ცივილიზაცია
: ალი ჰან ჯაჰანი
დასახლებული: ჩვ. წ. მე–15 საუკუნე
ქალაქი, რომელიც ადრე ცნობილი როგორც Khalifatabad დაარსა თურქმა გენერალმა. აქ მდებარეობს 50–მდე ისლამური ძეგლი და 60–მდე მეჩეთი.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121