განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
29 მარტი, 2024. პარასკევი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
09.06.2013
სად დავისვენოთ საბერძნეთში?
 
დასვენება საბერძნეთში– ეს არის ფირუზისფერი ზღვა, მზიანი კუნძულები, მთები, ოქროსფერი ქვიშა და მრავალფეროვანი საექსკურსიო პროგრამა. საბერძნეთის სანაპიროები ყოველწლიურად ჯილდოვდებიან ევროპის თანამეგრობრობის მიერ „ცისფერი დროშით“ სუფთა ზღვის და სუფთა სანაპიროსთვის.
 
საკურორტო დასვენების მრავალფეროვნებით ერთერთი გამორჩეული ქვეყნა მსოფლიოში არის საბერძნეთი. ზღვისპირა დასვენების მოყვარეულებს აქ შეუძლიათ საერთოდ არ დატოვონ სასტუმროს ტერიტორია, ხოლო ექსკურსიის ფანატებმა მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უამრავი ისტორიული ძეგლის მონახულებით, ადრენალინის თაყვანისმცემლებმა  კი – განუზემელი სიამოვნება ვინდსერფინგითა და კაიტსერფინგით. დასვენება საბერძნეთში ნამდვილად საუკეთესო არჩევანია ყველა გემოვნებისა და მრავლეფრვანი ინტერესების მქონე ტურისტებისთვის.

თუ დასასვენებლად მიემგზავრებით ბავშვებთან ერთად და თქვენთვის გადამწყვეტია ქვიშა და თბილი ზღვა, მაშინ იდეალური არჩევანს წარმოადგნს დასვენება ჰალკიდიში. აქ ბავშვებისთვის პრაქტიკულად იდეალური პირობებია, ხოლო ექსკურსიებისთვის კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი –სალონიკი.

მათთვის ვინც ისვენებდა თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და განსაკუთრებით მოსწონს ეს ზღვა და კლიმატი, მაგრამ სურს სიახლე და ახალი შთაბეჭდილებები– საუკეთესო არჩევანია თურქეთის სანაპიროს სიახლოვეში მდებარე კუნძულები კოსი და როდოსი. იდეალური სანაპირო, კომფორტი და საინტერესო ისტორიული ძეგლები– საუკეთესო არჩევანია სწორედ ოჯახური დასვენებისთვის.

სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ღირშესანიშნაობებით და აგრეთვე განსაცვიფრებელი პეიზაჟებით მდიდარია კუნძული კრეტა. ამასთანავე კუნძულებიდან კრეტა, კოსა და როდოსი დაახლოებით 100 ევროდ შესაძლებელია მაღალსიჩქარიანი კატამარანით გაემგზავროთ ჯადოსნურ კუნძულზე სანტორინი– ეს არის საბერძნეთის მარგალიტი და დედამიწაზე ერთერთი ულამაზესი ადგილი.

ტურისტებისთვის კიდევ ერთი პოპულარული ადგილი საბერძნეთში ეს არის იონური კუნძულები, კერძოდ კი კუნძული კორფუ. ორი ციხესიმაგრე, ავსტრიის პრინცესა სოფიის სასახლე „აჰილეონი“, ამ კუნძულზეა აგრეთვე დასვენებული წმ. სპირიდონის მარჯვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში.

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად დაისვენოთ , არასოდეს ყოფილხართ საბერძნეთში, ოცნებობთ ფირუზისფერ ზღვაზე, ქვიშიან სანაპიროზე, კომფორტზე და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე აუცილებლად გაემგზავრეთ ამ ჯადოსნურ ქვეყანაში.
 
სასარგებლო ინფორმაცია
 
საცურაო სეზონი საბერძნეთში იწყება მაისსში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ივნისი და ოქტომბერი ყველაზე მშვიდი თვეებია– თბილი ზღვა, ტურისტების ნაკლები რაოდენობა და შედარებით დაბალი ფასები. ყველაზე ცხელი თვეებია– ივლისი და აგვისტო, მაგრამ კუნძულებზე სიცხე ნაკლებად შემაწუხებელია.

წყლის საშუალო ტემპერატურა ივლისში აღწევს +25 გრადუს, ჰაერის ტემპერატურა კი +27–დან +32 გრადუსამდე.

ფულის ერთეული– ევრო
ქვეყანაში შესასვლელად აუცილებელია ვიზის გაფორმება
 
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას! :)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121