განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
24 აპრილი, 2024. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
12.06.2012
საიდუმლოებებით მოცული სარდინია
 
კუნძული სარდინია

სარდინია...  ზღაპრული კუნძული, გარემოცული საიდუმლოებებითა და ლეგენდებით. ხმელთაშუა ზღვაში დღეს სარდინია სიდიდით მეორე კუნძულია. მარგალიტი იტალიის კურორტებს შორის, რომელმაც შეინარჩუნა თავის პირველსახე: ულამაზესი ყურეები, გამოქვაბულები, საოცარი სილამაზის ბუნება და გრანიტის კლდეები. ეს არის კუნძული გამოცანა, რომლის გამოცნობას ცდილობენ როგორც მეცნიერები ასევე მოგზაურებიც.

ლეგენდის თანახმად  კუნძულზე ოდესაღაც ფეხი დადგა ღმერთმა და დატოვა სანდალის კვალი. ასე ძველბერძნული „სანტალიოს“–გან წარმოიქმნა კუნძულის დასახელება – სარდინია.

სარდინიის ქალაქებში უამრავია უძველესი ეპოქების და ხალხის საგანძურები: ციხე–სიმაგრეები, კოშკები, აკლდამები, ამფითეატრები, სასახლეები, გოთიკური ტაძრები, ფინიკიელთა ნეკროპოლები. სარდინიის ერთერთ ყველაზე თვალსაჩინო ღირშესანიშნაობად ითვლება ნურაგი, რომელიც წარუშლელ კშთაბეჭდილებას  ახდენს ნებისმიერ აქ ჩამოსულ ტურისტზე. ეს არის ქვის კოშკი, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი.  მეცნიერები თვლიან, რომ ოდესღაც ასეთი კონსტრუქციების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 30 ათასს და უმრავლესობა შეიქმნა ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე–2 ათასწლეულში. ამის გარდა, მეცნიერთა შორის არსებობს მოარული აზრი იმის თაობაზე, რომ სწორედ სარდინია– ეს არის დაკარგული ატლანტიდა, რასაც ადასტურებს ზოგიერთი ისტორიული ფაქტი.

სარდინიის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი კალიარი, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. ეს არის უძველესი ქალაქი, რომელიც უპირველეს ყოვლისა საინტერესოა თავისი ვიწრო ძველებური ქუჩებით და დამცავი ნაგებობებით. ამავე დროს, ეს არის დიდი თანამედროვე საპორტო ქალაქი.
 
საუკეთესო კურორტი
 
მიუხედავად უძველესი კულტურისა და მდიდარი ისტორიის, სარდინია დღეს სთავაზობს ტურისტებს უმაღლესი დონის კომფორტს და პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას. მისი მდიდრული სასტუმროები, განვითარებული ინფრასტრუქტურა და მაღალი კლასის მომსახურება იზიდავს მსოფლიო ელიტას.
 
სარდინიის ყველაზე ცნობილი კურორტია ლეგენდარული Forte Village, რომელიც კალიარიდან 40 წთ–ის სავალზე მდებარეობს.  14 წლის განმავლობაში  World Travel Awards  ვერსიით Forte Village Resort ენიჭება  „მსოფლიოს წამყვანი კურორტის“ წოდება.  2 წლის წინ ამ ტიტულს დაემატა „საუკეთესო მწვანე კურორტი“. გარდა ამისა, კურორტის 3 სასტუმრო გახდა მსოფლიოში ექსკლუზიური სასტუმრო კოლექციების წევრი.  ამ კურორტეტზე დასვენების დროს შესაძლებელია შეხვდეთ არაერთ მსოფლიო მასშტაბით ცნობად სახეს. დაარსების მომენტიდან, კერძოდ კი 1969 წლიდან კურორტის ინფრასტრუქტურა გამუდმებით ვითარდება, ფართოვდება მომსახურებათა სპექტრი, ხოლო Forte Village–ის უნაკლო სერვისი არაერთხელ აღინიშნა უმაღლესი საერთაშორისო პრემიებით.
 
სარდინიაში ნებისმიერი ადამიანისთვის გამოიძებნება მისი, საკუთარი „პატარა სამოთხე“ – როგორც განმარტოების მაძიებლებისთვის, ასევე მათთვის ვისაც სურს აქტიური დასვენება და მხიარული დროსტარება. მაგალითად, კურორტი პორტო ჩერვო, რომელიც განლაგებულია სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმაოდგენს ელიტარული კურორტის კოსტა სმერალდას გულს, გარდა მდიდრული და კომფორტული სასტუმროებისა სთავაზობს სტუმრებს სხვადასხვა სახის გართობას– ყველაზე პრესტიჟულ ბუტიკებში გასეირნებიდან დაწყებული და დამთავრებული გოლფის თამაშით ან იახტების რეგატით. გასაოცარი სილამაზის ბუნება, ბუნებრივი ყურეებითა და ულამაზესი თეთრი პლიაჟებით კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის აქ დასვენებას.
 
სწორედ აქ განლაგებულია სასტუმროები:  Starwood, Delphina, ITI Hotels და სხვა. ცალკე თემაა– სარდინიის სამზარეულო. ადგილობრივი კულინარული კერძების დაგემოვნება შესაძლებელია როგორც ელიტარულ რესტორნებში ასევე მყუდრო კაფეებში. მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი და მითუმეტეს გასინჯული სჯობს :)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121