24.07.2013
პლანშეტური კომპიუტერი სპეციალურად ტურისტებისთვის
ესტონეთის დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ იქირაონ პლანშეტი სასარგებლო სამოგზაურო აპლიკაციებითა და ულიმიტო 3G ინტერნეტით. გაქირავების პუნქტები გახსნილია ტალინის აეროპორტში და ნავსადგურებში.
მისი ქირის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 3 ევროს დღეში. ეს არის Samsung–ის პლანშეტური კომპიუტერი ჩაშენებული აუდიოგიდით, რომლის საცდელ ხუთენოვან (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფინური და ფრანგული)ვერსიას ტურისტებს სთავაზობენ უფასოდ. გარდა ამისა მასში ინსტალირებულია უამრავი პოპულარული აპლიკაცია, საფოსტო კლიენტი, სოციალური ქსელები და სხვა.
უახლოეს მომავალში პლანშეტს დაემატება სპეციალური ახალი აპლიკაცია, რომელშიც აღნიშნული იქნება ტურისტებითვის საინტერესო ყველა ადგილი: ბარები, რესტორნები, კლუბები, სასტუმროები, ღირშესანიშნაობები, მუზეუმები და მრავალი სხვა.
test