განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
17.04.2010
ოჰ, ეს ქორწილი, ქორწილი ... სიყვარულის კუნძულზე.
 
თქვენ გეგმავთ ქორწილის მოწყობას, მაგრამ ვერ გადაწყვიტეთ სად და როგორ აღნიშნოთ თქვენი შეუღლება? ნამდვილად, ეს საკითხი მთავარი იმ წუთიდან ხდება, მას შემდეგ, რაც ორი შეყვარებული უცებ შეიგრძნობს, რომ მათი მთავარი სურვილია არა მხოლოდ ერთად ყოფნა, არამედ ერთმანეთის ცოლ-ქმრობაც. ქორწილი ეს ორი ადამიანის დღესასწაულია და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ამ ზღაპრული დღის საოცარი შეგრძნება მეხსიერებაში მთელ ცხოვრებაში დარჩება, თუ თქვენი ქორწილი ნამდვილ ზღაპრად იქცევა.
 
თაფლობის თვეს მოგზაურობაში წასვლისას, თქვენ იძენთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ნახოთ ახალი ადგილები და კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეცნობილი გქონდეთ, თუ რომელი ოცნებების რეალობად ქცევა გინდათ თქვენ საქორწინო მოგზაურობის დროს. უპირველეს ყოველისა, აუცილებელია გადაწყვიტოთ სად გინდათ გამგზავრება. ყველაზე უკეთესია, აირჩიოთ რომანტიული მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ნამყოფი არ ხართ. თან უნდა ჩამოყალიბდეთ, ერთად ყოფნა ცივილიზაციისაგან შორს გინდათ, თუ მსოფლიოს ნახვა. შეიძლება თაფლობის თვის დასაწყისი გაატაროთ ზღვის ნაპირის კურორტზე და დაასრულოთ ქალაქით მისი ღირშესანიშნაობებითა და დინამიური ღამის ცხოვრებით, რომ გქონდეთ თავიდან გარკვეული დროით განმარტოების შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ ჩაეფლოთ გართობის ატფოსფეროში.
 
ასეთი მოგზაურობა ჩვეულებრივი ტურისაგან ძალიან განსხვავდება. საქორწინო მოგზაურობა – განსაკუთრებული მოგზაურობაა, სადაც ყველა დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ხომ არის თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი მოვლენა. თაფლობის თვის გატარების ადგილი განსაკუთრებული და უნიკალური უნდა იყოს, და რაც ყველაზე მთავარია, იგი თქვენს შინაგან სამყაროსა და განწყობას ჰარმონიულად უნდა შეესაბამებოდეს. თქვენი არჩევანი თქვენი სურვილებისა და გრძნობების გამომხატველი უნდა იყოს.
 
ეგზოტიკური კუნძულები: მავრიკი, სეიშელები, მალდივები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულები, კარიბის ზღვის აუზის კუნძულები (კუბა, დომინიკანა, იამაიკა, ბარბადოსი) – ნამდვილად სამოთხის კუთხეებია, სადაც ყველაფერი რომანტიკით სუნთქავს. შეყვარებულებს ელოდებათ თავისი სილამაზით გასაოცარი პეიზაჟები, ეგზოტიკური ყვავილები და სურნელი, განმარტოება და უშფოთველობა, რასაც ემატება წუნდაუდებელი მომსახურება და სტუმართმოყვარეობა.
 
არ არსებობს სამყაროში თაფლობის თვის გატარებისათვის იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე თქვენს მიერ შერჩეული სიყვარულის კუნძული. ქორწილი შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენს მიერ იჯარით აღებულ კონძულზე ოკეანეში – დიდზე ან ძალიან პატარაზე. როგორც წესი, კერძო კუნძულები – ეს ერთგვარი მარგალიტებია მათი მფლობელებისა და სტუმრებისათვის, რადგანაც მფლობელები მათ ექსკლუზიურ სასტუმრო-კუნძულებად აქცევენ. ასეთი კუნძულების რაოდენობა შეზღუდულია და ისინი ყველა არქიპელაგზე ვერ მოიძებნება. ასეთი კუნძულები არის მალდვის, სეიშელის კუნძულებზე, ტაიტიზე, ფიჯიზე, ბაჰამებზე (კოპერფილდის კუნძულები). რასაკვირველია, თითოეულ კუნძულს თავისი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს, ამიტომ არჩევანის გაკეთებისას ჯობია ყველა ნიუანსს დეტალურად გაეცნოთ.
 
ხუთი უპირატესობა კუნძულების იჯარის შემთხვევაში: 
  1. სერვისი ასეთ კუნძულზე ძალიან პერსონიფიცირებულია და ძალზე მაღალი დონისაა.
  2. თქვენ იქნებით ბატლერების, განთქმული შეფ-მზარეულებისა და დასვენებისათვის აუცილებელი სხვა სპეციალისტების გარემოცვაში.
  3. თქვენი იქ ყოფნა მოფიქრებულია იმგვარად, რომ თქვენ და თქვენი თანამგზავრები თავს იგრძნობთ იქ ერთადერთ მობინადრეებად.
  4. ყველაფერი გათვალისწინებულია თქვენი მომსახურებისათვის – თქვენთვის გამოყოფილი საბანაო ადგილი, ინდივიდუალური აუზი, კვება თქვენს ვილაზე და მთელი კუნძულის განთქმული შეფ-მზარეულის მხოლოდ თქვენთვის მომზადებული საუზმეც კი.
  5. ადმინისტრატორი მზად არის შეასრულოს დამსვენებლების ნებისმიერი სურვილი, როგორიცაა იახტის და ვერტმფრენის იჯარა, მიმდებარე კუნძულებზე ექსკურსია, სათევზაოდ გასვლა, დაივინგი და მრავალი სხვა. ამასთან, იგი მუდამ თქვენს გვერდზე იქნება და იმდენად შეუმჩნეველია, რომ უფრო უჩინარს დაამსგავსებთ, ვიდრე სისხლხორციელ ადამიანს.
კუნძულზე ქორწილის მოწყობის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს: მოკრძალებული ვახშამიდან დიდებულ ბანკეტამდე, დახვეწილი სასტუმროს ხმაურიანი ცხოვრებიდან განცალკევებულ ვილამდე ზღვის ნაპირზე. სურვილის შემთხვევაში ბეჭდები შეგიძლიათ გაცვალოთ ჰაერში და წყლის ქვეშაც. ან იქნებ მოგინდეთ თქვენი ცერემონია ჩაატაროთ მზის ამოსვლისას, და ცხოვრების ამ ახალ და ყველაზე მთავარ დღეს შეხვდეთ გამაგრილებელი ტროპიკული კოქტეილით?
 
მავრიკისა და სეიშელის კუნძულებზე, კვიპროსში, საბერძნეთში, დომინიკანას რესპუბლიკაში ქორწინების შემთხვევაში, ამ ადგილების ირეალური სილამაზე და ყველა აუცილებელი მომსახურების სრული ჩამონათვალი განასახიერებს ყველა თქვენს ოცნებას იდეალური ქორწილის შესახებ და დარჩება დაუვიწყარ და უჭკნობ მოგონებებად მთელ სიცოცხლეზე.
 
ახალდაქორწინებულთათვის დიდ ინტერესს მავრიკის კუნძული და სეიშელის კუნძულები წარმოადგენს. ქორწილი აღნიშნული კუნძულების სასტუმროებში გახდება ისეთივე განუმეორებელი და ეგზოტიკური, როგოც თავად ეს ადგილები. მთავარია წინასწარ იზრუნოთ ქორწინების პროცესზე, რადგან მავრიკის კუნძულსა და სეიშელის კუნძულებზე ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები დანიშნულ დღემდე 1-2 თვით ადრე უნდა იქნეს წარდგენილი :–)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121