განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
03 მაისი, 2024. პარასკევი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
31.12.2009
მსოფლიოს უცნაური საახალწლო ტრადიციები
 
მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ტრადიციული დღესასწაულია, მას ყველა ქვეყანაში მაინც გამორჩეულად და სხვადასხვა ტრადიციებით აღნიშნავენ. ყველას სურს დამდეგ ახალ წელს ღირსეულად შეხვდეს და იღბალს თავისკენ მოუხმოს. შევეცადეთ თქვენთვის მსოფლიოს ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციების შესახებ მოგვეთხრო. და აი, ისინიც:

სამხრეთ ამერიკა
ისეთი ქალაქების მცხოვრებლები, როგორიცაა სან პაოლო და ლა პასი, ახალი წლის ღამეს ფერად საცვლებს იცმევენ. თანაც ტრუსები აუცილებლად რაღაცის სიმბოლო უნდა იყოს. თუ ადამიანი წითელ ტრუსებს იცმევს, სიყვარულით აღსავსე წლის იმედი აქვს. ვინც ყვითელ საცვლებს ჩაიცმევს, შემოსავლიან წელს ელოდება. ჩილეს პატარა ქალაქ ტალკაში, ტრადიციისამებრ, ახალ წელს  სასაფლაოზე ხვდებიან. ბოლო 11 წლის მანძილზე, ტალკის მცხოვრებლები, ახალი წლის ღამეს ქალაქის სასაფლაოზე მიდიან.

სადღესასწაულო საღამოს მესის შემდეგ, დაახლოებით 11 საათზე, ქალაქის მერი სასაფლაოს კარებს აღებს და მსურველები თავიანთი ახლობლების საფლავებთან მიდიან, სუსტ შუქზე და კლასიკური მუსიკის თანხლებით მართლაც, რომ მშვიდი ატმოსფერო იქმნება.

ეს ტრადიცია არც ისე ძველია: 1995 წელს ის ერთმა ოჯახმა წამოიწყო , როცა მამის საფლავზე შეხვდა ახალ წელს. ახლა ტრადიციას დაახლოებით 5000 ადამიანი უჭერს მხარს.

ისეთ ადგილებში კი, როგორიცაა კუსკო და მაჩუ-პიკჩუ, ხალხი ინკების ძველ ჩვევებს მისდევენ. ერთ-ერთი მათგანი, ტამასკალი,  ახალი წლის არდადეგებზე პერუში ჩასულ ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია. ტამასკალი, ქსოვილით დაფარული ხის პატარა კონსტრუქციაა, რომელიც მშობლიური მიწის წიაღის სიმბოლოს აღნიშნავს. ამ ქოხში შესული სულიერი აურა იწმინდება თითქოს ადამიანი ხელახლა იბადებაო.

ევროპა
თუ ალკოჰოლის სიმრავლემ დანიელებს ფეხებქვეშ მიწა არ გამოაცალა, ბევრი მათგანი ხტება თავისი სავარძლიდან, მიმდინარე წლის ავი სულების გასაგდებად.
სანამ საათი 12-ჯერ რეკავს, ესპანელები ყურძნის 12 მარცვლის ჭამას იწყებენ, რათა ბოლო დარეკვამდე მოასწრონ  ყველაფრის შეჭმა.

როგორ ფიქრობთ, გერმანელები რას აკეთებენ ახალი წლის ღამეს? უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ისინი სერიალს უყურებენ, რაც პოპულარულ გერმანულ ტრადიციად იქცა. სერიალს, რომელსაც  „ვახშამი ერთისთვის“ ჰქვია არაფერი  საერთო აქვს ფილმ „ მშვენიერ ცხოვრებასთან“, რომლის ტრანსლირებაც აშშ-ში საშობაო სეზონზე ხდება. „ვახშამი ერთისთვის“ არასდროს უჩვენებიათ არც ბრიტანეთში და არც სხვა ინგლისურად მოსაუბრე  ქვეყანაში, მაგრამ ის არაჩვეულებრივად პოპულარულია ქვეყანაში, რომელიც ამაყობს საკუთარი ეროვნული კულტურით.

აზია
ახალი წლის აღნიშვნა ისეთ ადგილებში როგორიცაა მანილა დაკავშირებულია ყველაფერ მრგვალთან. ფილიპინელები მხოლოდ მრგვალ საგნებს იყენებენ, მაგალითად, მრგვალ ხილს ან პატარა ბურთებით მოხატულ მაისურებს. „სიმრგვალის“  თემას დღესასწაულის მონაწილეები მონეტის მრგვალ ფორმას უკავშირებენ, და შესაბამისად აყვავების პერიოდსაც.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121