განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
29 მარტი, 2024. პარასკევი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
20.05.2012
გემების აღლუმი ლონდონში
 
ათასობით გემი, კატერი, იალქნიანი ნავი გამოჩნდება ლონდონში ალმასის იუბილესთან დაკავშირებით– ელისაბედ II-ის  მმართველობის მე–60 წლისთავი.
აღლუმი ჩატარდება 3 ივნისს. აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ვენეციური გონდოლები, ნავები, ჩინური ჯონკები, კანოე და სხვა.
ამ მსვლელობას თვალს ადევნებენ მილიონი ლონდონელი და ჩამოსული ტურისტი პირდაპირ ხიდიდან.

ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ეს ღონისძიება შეადარა ბრიტანული ექსპედიციური კორპუსის ევაკუაციას დუნკერკიდან (1940 წლის ივნისში), მაშინ მონაწილეობა მიიღეს 700–მდე სათევზაო და კომერციულმა გემმა. მან დაამატა, რომ წლევანდელი აღლუმი იქნება ბევრად „წარმატებული და მხიარული“.

ეს არ არის უბრალოდ შოუ, ეს არის მადლიერების გამოხატვა 60 წლიანი დაძაბული მუშაობისთვის“–თქვა ლორდმა ლორსბერიმ, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციული კომიტეტის თავმჯდომარეს. მან დაამატა, რომ აღლუმის ორგანიზებისთვის გამოიყო 10,5 მილიონი ფუნტი.

საუკეთესო ადგილებს გემების აღლუმის საყურებლად წარმოადგენს:
  • ხიდი ლამბერტი
  • ხიდი ვესტმინსტერი
  • Blackfriars
შეიქმნება 50–მდე მარშრუტი აღლუმის თვალის სადევნებლად.

აღლუმი ჩატარდება 14.40–17.30 ადგილობრივი დროით.

გემების აღლუმი საუკეთესო მიზეზია, რომ მოინახულოთ უძველესი და ულამაზესი ლონდონი და დაესწოროთ დაუვიწყარ, ისტორიულ ღონისძებას.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121