განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
22.04.2012
"პორტის ფესტივალი" ჰამბურგში
 
მაისის თვეში გერმანიის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი ჰამბურგი აღნიშნავს თავის მორიგ დაბადების დღეს, რომელსაც უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე დიდი „პორტის ფესტივალი“. ოფიციალურად ჰამბურგის დაბადების დღე თარიღდება 1188 წლით.
 
2012 წელს ფესტივალი ჩატარდება 11.05.2012– 13.05.2012. თუ ამ პერიოდში გადაწყვიტავთ  გერმანიაში, განსაკუთრებით კი ჰამბურგში გამგზავრებას არ გამოტოვოთ ეს დაუვიწყარი სანაოხაობა.
 
დღესასწაულის ორგანიზატორებმა წელს მოამზადეს წყლის სანახაობათა უზარმაზარი პროგრამა: იალქნიანი ნავების, კლასიკური ფრეგატებისა და სპორტული გემების აღლუმი, შეჯიბრი მოტორიანი ნავებითა და კატერებით. პროგრამას ავსებს სადღესასწაულო ღონისძიებები ხმელეთსა და ჰაერში: საჰაერო ბუშტები და თვითმფრინავების სანახაობრივი ფრენა, ფეირვერკები და შუქების შოუ, ატრაქციონები და კონცერტები, ხელით ნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვა, ბაზრობები.
 
ფესტივალის ერთრთი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა– თევზეულის ბაზარი Altona, სადაც უამრავ დახლზე  განთავსდება ცოცხალი თევზი, კრაბები და ადგილობრივი კულინარული დელიკატესები. ღია სცენებზე ჩატარდება შოუ– პროგრამები.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121