განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
15.04.2012
სააღდგომო კვერცხები Faberge–გან
 
Faberge სახლის ისტორია საინტერესო და ლამაზია, როგორც თავად საიუველირო ხელობა.
კვერცხი– ცხოვრების პირველწყაროს სიმბოლოა. მართლმადიდებლურ რუსეთში არსებობდა ტრადიცია ლამაზად მოხატული სააღდგომო კვერცხის ჩუქების. მეფეებიც კი იცავდნენ ამ ტრადიციას და ჩუქნიდნენ თავის მეუღლეებს სააღდგომო კვერცხებს. 1885 წელს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ დაავალა კარლ ფაბერჟეს დაემზადებინა საიუველირო სააღდგომო კვერცხი მისი მეუღლისთვის. შესრულებულმა შეკვეთამ გადააჭრბა ყოველგვარ მოლოდინს და ფაბერჟეს ნიჭით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა დანიშნა კარლ ფაბერჟე სამეფო კარის მთავარ იუველირად. სწორედ აქედან დაიწყო დღესდღეობით მთელს მსოფლიოში ცნობილი ფაბერჟეს კვერცხების ისტორია. რომანოვების ოჯახისთვის ფაბერჟემ სულ 50–მდე სამეფო, სააღდგომო კვერცხები– საიუველირო ხელოვნების ნამდვილი შედევრები დაამზადა.  ყოველი კვერცხის შიგთავსში გამოსახული იყო სამეფო ოჯახის ცხოვრების რომელიმე ეპიზოდი. კვერცხის გახსნისას კი გაისმოდა მშვენიერი მუსიკა, რომელსაც გამოცემდა სპეციალური მექანიზმი.

სააღდგომო კვერცხები ეს არის ფაბერჟეს მთელი პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.
1880 წელს კარლ ფაბერჟემ მიაღწია უდიდეს წარმატებას. საერთაშორისო გამოფენაზე მოსკოვში 1882 წელს მან მიიღო ოქროს მედალი. მისი ფირმა სასწაული სისწრაფით იზრდებოდა. მან გახსნა წარმომადგენლობები მოსკოვში, ოდესაში, კიევში, ხოლო შემდეგ ლონდონში. Faberge–ს სახელოსნოებში მუშაობდნენ 500–მდე ოსტატი, რომლებსაც ირჩევდა თავად ფაბერჟე.

კარლ ფაბერჟე განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მასალის და დამუშავების ტექნოლოგიის ხარისხს. ფაბერჟესთვის ოქრო არასდროს ყოფილა უბრალოდ ოქრო– ის შეიძლება ყოფილიყო წითელი, თეთრი ან მწვანეც კი. მისთვის ძვირფასს ქვებს მნიშვნელობა ქონდა უფრო მეტად როგორც დეკორატიული ღირებულების მქონეებს.

დღეს კარლ ფაბერჟეს მემკვიდრეა– კომპანია (VM) Victor Mayer ( გერმანია). კომპანია დაარსდა ასი წლის წინ გრავირების ოსტატის ვიქტორ მაიერის მიერ. ის ინარჩუნებს Faberge–ს საუკეთესო ტრადიციებს. 1990 წელს მან აღდგინა საიუველირო სააღდგომო კვერცხების და კვერცხის ფორმის მინიატურული კულონების დამზადება.
დღევანდელი Faberge–ს ნაწარმი ეს არ არის კარლ ფაბერჟეს ადრეული ნამუშევრების ასლი, არამედ ისინი წარმოადგენენ  Faberge –ს ორიგინალურ ნამუშევრებს.
Faberge–ს  ყველა თანამედროვე ორიგინალური ნაწარმი, საიუველირო სამკაულები დამზადებულია Victor Mayer–ის სახელოსნოში, ხვალ კი ეს უკვე იქნება ანტიკვარი.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121