განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
31.03.2012
მიემგზავრები ჩეხეთში?– ესტუმრე კრუმლოვს!
 
სამხრეთ ბოჰემია– ჩეხეთის ერთ–ერთი საოცარი სილამაზის მატარებელი მხარეა.  ის მდებარეობს პრაღის მახლობლად, თუმცა იქ მოხვედრისას იფიქრებთ, რომ ეს უკვე სხვა ქვეყანაა. მასში არის რაღაც ალპიური– მაღალი მთები, ხატოვანი მდელოები და უძირო, მოცისკროვნებული ცა. სამხრეთ ბოჰემიის ქალაქებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ჩესკი–კრუმლოვი.
 
თავად სიტყვა „კრუმლოვი“ წარმოიშვა გერმანული  "krumme Aue"– დან, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „დაკლაკნილი კალაპოტი“. ეს აიხსნება მდინარე ვლტავის S-ის მაგვარი  კალაპოტით, რომლის ნაპირებზეც აშენდა ქალაქი.
 
ცნობილი ბოჰემური ვერცხლის მოპოვებამ მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქალაქის ეკონომიკის განვითარებას. დიდი ხის განმავლობაში ის ეკუთვნოდა არისტოკრატ ვიტკოვიჩებს, შემდეგ როზენბერგებს. ხოლო მე–17 საუკუნიდან კრუმლოვი გადადის პრინცი იულიუს ცეზარის, რომის იმპერიის იმპერატორის რუდოლფის ვაჟის მფლობელობაში. ქალაქის და პრინცის სახელები სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს დრამატულმა მოვლენებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კრუმლოვის სასახლეში.
 
ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოირჩევიან თავისი სტუმართმოყვარეობით. ისინი სიამოვნებით დაგათვალიერებინებენ ქალაქს. როდესაც აღმოჩნდებით კრუმლოვის პატარა ქუჩებში თავიდან დაეჭვდებით კიდეც, რომ აქ ცხოვრობენ ადამიანები– ყველაფერი გამოიყურება როგორც ზღაპარში, თითქოს ეს სათამაშო ქალაქია.  გაგაკვირვებთ ქალაქის ფერთა გამა! თანამედროვეობა თითქოს ერიდება ქალაქში გამოჩენას , რომელიც მთლიანად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. თუმცა თავად მაცხოვრებლები ცდილობენ გადალახონ თავისი ისტორიული იმიჯი: კრუმლოვში ზაფხულობით იმართება შეჯიბრებები ჯომარდობაში, რომელსაც შეაქვს სიმხნევის ელემენტები ქალაქის მშვიდ გარემოში.
 
სამხრეთ ბოჰემია მუდმივად აოცებს თავის სტუმრებს სილამაზითა და უძველესი ტრადიციებით და კრუმლევი არის ამის საუკეთესო მაგალითი.
სამხეთ ბოჰემიაში მოგზაურობა დაამშვენებს ნებისმიერ ტურს ჩეხეთში! არ დაგავიწყდეთ ჩეხეთში ყოფნისას, რომ აქ არის სრულიად განსხვავებული, ზღაპრული ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121