განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
05 აპრილი, 2026. კვირა
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
12.03.2012
მექსიკური სამზარეულო: წიწაკა, სიმინდი, ხორცი და... კაკტუსები
 
ფახითასი, ბურიტო, ჩილი კონ კარნე – ამ ეგზოტიკური კერძების სახელები ნაცნობია ყველასთვის ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია მექსიკური სამზარეულო.

მექსიკური სამზარეულო– ეს არის ინდიელთა და ევროპული კულინარიის საოცარი კომბინაცია. მაგალითად, მაიას და აცტეკებისგან მათ ერგოთ სიმინდი, მცენარეების ფოთლები. ასევე მათ მოჰყავდათ გოგრა, წიწაკა, ლობიო, კარტოფილი, პომიდორი. და რა თქმა უნდა ამზადებდნენ კერძს კაკტუსისგან, რომლის ფოთლებს აძრობდნენ ეკლებს, ხრაკავდნენ საფანელში და ღებულობდნენ ბლინების მაგვარ კერძს. ადგილობრივი ნანადირევიდან ინდიელები ამჯობინებნენ ინდაურის ხორცს.  შინაური ცხოველები– ღორები, ძროხები და ცხვარი მექსიკის ტერიტოიაზე გამოჩნდნენ მხოლოდ ფრანგ კოლონიზატორების შემოსვლის შემდეგ. მათ აგრეთვე ჩამოიტანეს ხორბალი, შაქრის ლერწამი, გოროხი, ხახვი, ოხრახუში და ჭარხალი.

ჩინეთიდან აქ შემოვიდა ბრინჯი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მალე გახდა ერთერთი ყველაზე საყვარელი კერძი. მექსიკურ სამზარეულოში საკუთარი წვლილი შეიტანეს კოვბოებმა– ისეთი პოპულარული კერძები როგორიცაა სტეიკები, „ბუფალოს“ ფრთები და ჰამბურგერები დამკვიდრნენ აქ სწორედ ტეხასიდან.

სიმინდი– ეს არის პროდუქტი, რომლითაც ნამდვილ მექსიკელებს შეუძლიათ ისაუზმონ, ისადილონ და ივახშმონ. თუ მოგიწევთ მეხიკოს ქუჩებში სერინობა აუცილებლად შეიძინეთ ტამალე– ერთერთი უძველესი ადგილობრივი კერძი, რომლის რეცეპტი იცის ნებისმიერმა მექსიკელმა. მოხარშულ და გამომშრალ ფოთოლში ახვევენ სატენს., რომელიც მომზადებულია ხორცის ფარშისგან, სიმინდის ფქვილისგან და დამატებული აქვს შაქარი, რძე, ღორის ქონი და მარილი.
მსოფლიოში ცნობილი კიდევ ერთი კერძი გამზადებული სიმინდისგან არის ტორტილია ან უფრო მარტივად ადგილობრივი ფასტფუდი სიმინდის ლავაშის სახით. ის შეიძლება დააქუცმაცო წვნიანი კერძისთვის ან შეკმაზო სატენით (გამომდინარე იქიდან თუ არ სახის ფარშს აირჩევ), მიიღება ნაჩოსი, კესადილიასი  ან ტოსტადო.
ლავაშს  აგრეთვე ტენიან თევზით, სოკოთი. დესერტზეც კი შესაძლებელია შემოგთავაზონ ტორტილიო ტროპიკული ხილით.

არ არის გასაკვირი, რომ მექსიკელებს მიიჩნევენ ყველაზე ვნებიან ნაციად, რადგან ყველაფერი რასაც ისინი მიირთმევენ არის საოცრად ცხარე. და დამნაშავეა ამაში ცნობილი წიწაკა ჩილი. თავის დროზე მისიონერები კრძალავდნენ მის ჭამას, როგორც ჯოჯოხეთის მცენარის. მაგრამ როგორც ცნობილია აკრძალული ხილი ტკბილია– ჩილი პოპულარული გახდა არამხოლოდ მექსიკაში არამედ მთელს მსოფლიოში. თუმცა ჩილი ეს არ არის ერთი სახის წიწაკა. არსებობს მისი 80–მდე სახეობა.

ფარშირებული ჩილი– ყველაზე პოპულარული კერძი ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელიც დაიბადა 1821 წელს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა მექსიკის დამოუკიდებლობა. სანტა–მონიკის ბერებმა მაშინვე გამოიგონეს ახალი სამფერიანი კულინარული სახელმწიფოს სიმბოლო– მწვანე ჩილი თეთრი სოუსის ქვეშ გაწყობილი ბროწეულის წითელი მარცვლებით. მას შემდეგ ის გახდა მთავარი კერძი ქვეყნის დამოუკიდებლობის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე.

ხორცის გარეშე– წარმოუდგენელია!

იმისათვის რომ შეიტყოთ თუ რამდენად გემრიელი, ცხარე და ნოყიერია მექსიკური კერძები, უნდა დაჯდეთ სუფრასთან და „კარგად ისადილოდ“.  ტრადიციული ცივი კერძის ლავაშის შემდეგ, შეგიძლიათ დააგემოვნოთ წვნიანი მომზადებული  შავი ლობიოს და ბოსტნეულისგან, ბეკონისა და ნაღების დამატებით. სიცხეში განსაკუთრებით სასიამოვნოა ცივი გასპაჩო მომზადებული ტომატისგან, კიტრისა და წიწაკისგან, რომელსაც მიაყოლებთ გახუხულ ნივრიან პურს. შემდეგ დგება ძირითადი ხორციანი კერძის დრო. ყველაზე ცნობილი კერძია ჩილი კონ კარნე: ფარში ლობიოს, პომიდვრის და წიწაკის გარნირით. ის იმდენად პოპულარულია, რომ ტარდება მისი მომზადების მსოფლიო ჩემპიონატები. ასევე პოპულარულია გულიაში ოლია პოდრიდა და შემწვარი საქონლის უთხელესი ნაჭრები კარნე ასადო.

დესერტი– შოკოლადი და კაკტუსი

მექსიკური სამზარეულო ვერ იარსებებს როგორც სიმინდის და ხორცის გარეშე, ასევე შოკოლადის, რომლის რეცეპტი როგორც ცნობილია აღმოჩენილია ინდიელი ტომების მიერ. მექსიკელები ამჯობინებენ დესერტს ცხელი და თხევადი სახით, ამასთანავე ცხარე, ჩილის დამატებით. შოკოლადის გემოს ხაზგასასმელად მასთან მოაქვთ ცივი წყალი. კიდევ ერთი მექსიკური დესერტი, რომლის ორიგინალურობა რთული გასამეორებელია– ეს არის კაკტუსის ნაყოფი ათქვეფილი ნაღებით.
 

უბრალოება და სიცხარე– ეს არის მექსიკური სამზარეულოს ბაზისური შემადგენელი. საჭმელი მზადდება ნაკვერჩხალზე თუჯის ტაფებეზე, სუფრაზე კი ის მოაქვთ თიხის ჭურჭლით. იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ნამდვილი მექსიკური კოლორიტი, აუცილებელია სადილს თან ახლდეს მექსიკური მუსიკა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121