განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
05.09.2010
სექტემბრის მოვლენათა კალენდარი-ფესტივალები, კონცერტები...


სანამ გაემგზავრებით ან დაგეგმავთ მოგზაურობას სექტემბერში გადახედეთ ამ თვის კალენდარს. ცნობილი ლუდის ფესტივალი ”ოქტობერფესტი” სწორედ სექტემბერში ტარდება
 
ვენეცია
ისტორიული რეგატა
05.09.10

ტრადიციის თანახმად, რომელიც სათავეს იღებს 1489 წლიდან, ვენეციაში სან მარკოს ყურეში და დიდ არხში სექტემბრის პირველ კვირა დღეს ტარდება ცნობილი რეგატა Regatta Storica. რეგატის პროგრამა იყოფა ორ კულმინაციურ ნაწილად: ისტორიული რეგატა და შეჯიბრი ნავებით.
აღლუმში მონაწილეობას ღებულობენ ისტორიული პერსონაჟები,  ვენეციელთა დიდგვაროვანი ოჯახების წარმომადგენლები და ასზე მეტი მორთული ნავი და გონდოლი. სადღესასწაულო სვლის შემდგომ იწყება უშუალოდ შეჯიბრი, რომელიც იყოფა ოთხ ეტაპად: იუნიორების შეჯიბრი, ქალთა და მამაკაცთა გუნდების შეჯიბრი და ყველაზე მთავარი და ყველაზე თვალთწარმტაცი გონდოლების შეჯიბრი.

ისტორიული რეგატა ყოველთვის იზიდავს უამრავ მაყურებელსა და ტურისტს, რომლებიც განთავსდებიან  არხის სანაპიროებზე განლაგებულ სპეციალურ მოცურავე ტრიბუნებსა და ნავებში. ნიჩბოსნები და ასევე მრავალი მაყურებელი გამოწყობილნი არიან ისტორიულ კოსტიუმებში, რომელთა აღება შესაძლებელია ქირით.

Regatta Storica– ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა არა მხოლოდ დაესწროთ დაუვიწყარ სპორტულ სანახაობას არამედ გაეცნოთ ვენეციის ისტორიასა და საზღვაო ტრადიციებს.
 
ბუდაპეშტი

ღვინის ფესტივალი
08.09.10 — 12.09.10

ღვინის საშემოდგომო ფესტივალი– ბუდაპეშტის ყველაზე დიდი კულტურულ–გასტრონომიული შოუ ტრადიციულად ტარდება სექტემბერში. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება უნგრეთის ყველა რეგიონიდან ჩამოტანილი 200–ზე მეტი ღვინის მწარმოებელთა პროდუქცია. ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ გამოფენები, მუსიკალური და საცეკვაო პროგრამები, კონკურსები და სახალხო რეწვის ნაკებოთა ბაზრობები. ფესტივალის პროგრამაშია ღვინოების დეგუსტაცია და კონკურსები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, სპეციალისტების და მეღვინეების მასტერ–კლასი.

შესანიშნავ ბუდაის ციხესიმაგრეში გაისხნება ფესტივალი, შემდეგ ჩატარდება აღლუმი და ამუშავდება ბაზრობა, სადაც შესაძლბელია გასინჯოთ ღვინოები და ადგილობრივი დელიკატესები, იხილოთ მსახიობებისა და მუსიკოსების გამოსვლები და აგრეთვე შეიძინოთ უნგრელი ხელოსნების მიერ ხელნაკეთი სუვენირები.

ბუდპეშტის ღვინის ფესტივალი– ეს არის მხიარული დღესასწაული და ბუდაპეშტში გამგზავრებისას დამატებით მიღებული სიამოვნება.
 
მიუნხენი

ოქტობერფესტი
18.09.10 — 04.10.10
 
ყოველწლიურად ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ტარდება  მსოფლიოში უდიდესი ლუდის ფესტივალი  «Oktoberfest». ტრადიციის მიხედვით, ფესტივალის გახსნის დღეს, ზუსტად 12 საათზე, ქალაქის მერი თავად ხსნის ლუდის კასრს– ეს სიმბოლური ქმედება აძლევს სტარტს „ლუდის მარათონს“. შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობას იწყებს სადღესასწაულო პროცესია, რომელსაც წინ მიუძღვება «Munchner Kindi»– ქალაქის სიმბოლო , რომელსაც წარმოადგენს ახალგაზრდა გოგონა ზანზალაკით ხელში. მას მოყვება გერმანიის ყველა რაიონიდან ჩამოსული ლუდით დატვირთული ეტლები და ურმები, მსახიობები ისტორიულ კოსტუმებში და სასულიერო ორკესტრები.

სადღესასწაულო პროცესია გადის ყოველთვის ერთი და იგივე მარშრუტს Siegestor–დან „ტერეზას მდელოებამდე“, სადაც ტარდება ფესტივალის ძირითადი ღონისძიებები და დგება  ლუდის კარვები. ლუდი შესაძლებელია შეიძინოთ არა მხოლოდ კარვებში, არამედ მრავალრიცხოვან სპეციალურ ლუდის წერტილებში– ბირგატენებში.

დღესასწაულის მთავარ სასმელს წარმოადგენს სპეციალურად მოხარშული ნახევრადმუქი და საკმაოდ ძლიერი ლუდი –ოქტობერფესტბირი, რომელიც შესაძლებელია შეიძინოთ წელიწადის მხოლოდ ამ დროს ბირტსბუდენშტრასეზე. ის იხარშება მარტის თვეში, მთელი ზაფხული დუღს და დღესასწაულის დასაწყისისთვის ხდება საოცრად გემრიელი.

2 კვირიანი ლუდის დღესასწაული მიმდინარეობს საკმაოდ დატვრითული შოუ–პროგრამის თანხლებით. ატრაქციონები და კოსტუმირებული აღლუმები, ნაციონალური ბავარიული სიმღერები და ცეკვები, კონკურსები და კონცერტები ენაცვლებიან ერთი მეორეს. ოქტობერფესტი– გერმანიის ყველაზე დემოკრატიული და სახალხო დღესასწაული, შეტანილ იქნა გინესების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი და მონახულებადი დღესასწაული მსოფლიოში.

ამიტომ , თუ თქვენ გეგმავთ ლუდის დღესასწაულზე გამგზავრებას, აუცილებლად იზრუნეთ სასტუმროს ნომერზე წინასწარ.
 
ჟენევა
მეღვინეების დღესასწაული
18.09.10 — 19.09.10

შვეიცარიის მეღვიონებით დაკავებულ რაიონებში მიიჩნევენ, რომ შემოდგომა დგება მაშინვე როგორც კი აიკრიფება ყურძნის მოსავალი. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მრავალ რეგიონში ტარდება გრანდიოზული დღესასწაულები. 14 კმ–ში ჟენევიდან მდებარეობს პარატა სოფელი Russin, სწორედ აქ ჟენევის ტბის გარშემო ჩაწყობილ ბორცვებზე განაგებულია საუკეთესო მეღვინეობის მეურნეობები.

აქ თქვენ გელოდებათ სიამოვნებისა და მხიარულების დაუვიწყარი 2 დღე! ამ დღესასწაულზე შესაძლებელია გასინჯოთ და შეაფასოთ ყველაფერი ის რითიც ამაყობენ შვეიცარიელი მეღვინეები. ამ დროს ძველებული ეზოები აქ გადაიქცევა სადღესასწაულო მოედნებად.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მოახდინონ 150 სახეობამდე ღვინის დეგუსტაცია, გასინჯონ ნამდვილი შვეიცარიული ყველის უამრავი სახეობა,რომლებიც მზადდება ძველი შვეიცარიული რეცეპტებით. კონცერტები, ქუჩის თეატრალური წარმოდგენები, კარნავალები და აღლუმები შემატებენ დღესასწაულს კიდევ უფრო მეტ მხიარულებას.
 
პრაღა
შემოდგომის სიმები
19.09.10 — 21.11.10

სექტემბრის თვეში პრაღაში იმართება ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ლამაზი და მელოდიური დასახელებით «Strings of autumn» (შემოდგომის სიმები)

აქ თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ ტრადიციულ და აბსოლუტურად ახალი შესრულებით  კლასიკურ ნაწარმოებებს ასევე ჯაზს. წლევანდელი ფესტივალის პროგრამაშია: დავიდ ორლოვის ტრიო, მევიოლინე ჯულია ფიშერი, ამერიკელი ვოკალისტის დაიენ რივზი და ჯაზმენი პიანისტი ბრედ მელდაი, გიტარისტი შტეფანა შტუბსა და შვედი მომღერლები (მეცცო–სოპრანო) ანნა სოფი ფონ ოტტერები. ფესტივალის სტუმარი გახდება უნიკალური კოლექტივი–ხორხისმიერი სიმღერის ანსამბლი ტუვიდან „ალაში“.

მონაწილეთა კონცერტები ჩატარდება პრაღის ულამაზეს დარბაზებში: სტავოვის თეატრში, რუდოლფინუმში, მუსიკის მუზეუმში, წმინდა ანნას კასტელაში და ქალაქის სხვა საკონცერტო მოედნებზე.

„შემოდგომის სიმები“– მშვენიერი საბაბია ეწვიოთ ამ ულამაზეს ქალაქს. შემოდგომის პრაღა გაახარებს და აღაფრთოვანებს ტურისტებს არა მხოლოდ სილამაზით არამედ მშვენიერი მუსიკითაც.
 
ჰანოვერი
ავტოსალონი IAA
23.09.10 — 30.09.10

მსოფლიოში უმსხვილესი ავტოსალონი– Internationale Automobil-Ausstellung (IAA)– იყოფა ღონისძიებათა ჩატარების ორ ქვეგანყოფილებად: კომერციული ტრანსპორტის IAA Commercial Vehicles  გამოფენა ჰანოვერში და მსუბუქი ავტომანქანების IAA Cars გამოფენა ფრანკფურტში.  გამოფენები ენაცვლებიან ერთმანეთს– თითოეული ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

წელს ჰანოვერის ავტოსალონის პავილიონებსა და საგამოფენო კომპლექსის ღია მოედნებზე წარმოდგენილი იქნება: სატვირთო ავტომობილები, მცირეტონაჟიანი სატრანსპორტო საშუალებები, სამგზავრო ავტობუსები და მიკროავტობუსები, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, მისაბმელები, მაკომპლექტებელი ნაწილები, ავტომობილების რემონტის და ტექნიკური მომსახურებისთვისთვის საჭირო ონსტრუმენტები. 
 
ლონდონი
ტატუების ფესტივალი
24.09.10 — 26.09.10

ლონდონის საერთაშორისო ფესტივალი «Tattoo Convention»– ეს არის 3 დღიანი შოუ, რომელიც ეძღვნება ტატუირებას.

საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და  ნამუშევრების სადემონსტრაციოდ აქ შეიკრიბებიან 150 წამყვანი ოსტატი და ტატუ–სტუდია მსოფლიოს 26 ქვეყნიდან.

ფესტივალის პროგრამაშია– პროფესიონალური კონკურსები საპრიზო ადგილებით 15 ნომინაციაში, სხეულზე ფერწერული შედევრების დემოსტრაცია და მასტერ–კლასები, გასართობი შოუ–პროგრამები, ფესტივალის დედოფლის «Tattoo Queen» არჩევა და მოდების ჩვენება. ფესტივალი ტარდება «Tobacco Dock»– ში ყოფილი სასაწყობო შენობა რომელიც აშენებულია მე–19 საუკუნის დასაწყისში.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცემათ თვალყური ადევნონ თავად მხატვრობის პროცესს და შეაფასონ შედეგები. «Tattoo Convention»– ლონდონური ტურის უჩვეულო და მშვენიერი დამატებაა. თქვენ არა მხოლოდ შეიცნობთ  ტატუს სამყაროს, არამედ გაიცნობთ მრავალ უცნაურ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
 
შტუტგარდი
ლუდის ფესტივალი
24.09.10 — 10.10.10

მართალია ბავარია განთქმულია ფესტივალით ოქტობერფესტი, მაგრამ შვაბებს გააჩნიათ თავის საკუთარი ლუდის ფესტივალი Cannstatter Volksfest, რომელიც ტარდება შტუტგარდში. Volksfest ითარგმნება როგორც „სახალხო დღესასწაული“, სწორედ ასეთ დღესასწაულად იყო ის მოგონილი 1818 წელს მეფის ვილგელმ ვუტემბერგის მიერ. ტრადიციის მიხედვით შტუტგარდული ლუდის ფესტივალი იწყება სექტემბრის ბოლო კვირას და გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

ფესტივალის პირველ დღეს დილის 11 საათზე ლორდი მერი ხსნის ლუდის კასრს, ხოლო ფესტივალის პირველ კვირა დღეს ქალაქის მთავარ ქუჩებში იწყება ცხენების, გალამაზებული ურმებისა და მანქანების ულამაზესი აღლუმი, რომელსაც ფეხდაფეხ მიყვება უამრავი ადამიანი გამოწყობილი სადღესასწაულო კოსტუმებში. დღესასწაულის დროს ქალაქის მთავარ მოედანზე დაიდგმება გერმანიის საუკეთესო ლუდსახარშების Gökelesmaier და  Schwaben Bräu ჩათვლით დიდი ლუდის კარვები. ყველა სტენდი და კარავი ამ დროს იმუშავებს დილის 11–დან საღამოს 11 საათამდე.

ლუდის გარდა ფესტივალზე გელოდებათ გამოფენები და ბაზრობები, მზარეულებისა და ლუდის დამამზადებელთა შეჯიბრი, ატრაქციონები და მუსიკალური წარმოდგენები, ულამაზესი ფეირვერკები. თუ ამასთანავე გურმანიც ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად დააგემვნეთ  გალური დელიკატესები და ცნობილი „თეთრი“ სარდელები. აქ თქვენ გაეცნობით  არამხოლოდ უგემრიელეს გერმანულ სამზარეულოს, არამედ რეინის მეორე სანაპიროზე მცხოვრები მეზობელი ფრანგების კულინარულ ტრადიციებს. 
 
ვალეტტა
Airshow
25.09.10 — 26.09.10

ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს მალტაზე იმართება საერთაშორისო საავიაციო შოუ Malta International Airshow, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას პილოტაჟური ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან. შოუს სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საავიაციო ტექნიკა, დაწყებული მცირეგბარიტიანი, მჩატე სამოქალაქო თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან გამანადგურებელი F-16 და ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, მალტის, გერმანიის BBC და ამერიკის შეერთებული შტატების ВМС  მძიმე სამხედრო თვიფრინავებამდე.

აქ გაიმართება  საუკეთესო სამოქალაქო პილოტაჟური ჯგუფებისა და სამხედრო მფრინავების საჩვენებელი ფრენა და სულისმშემკვრელი საჰაერო წარმოდგენები.

შოუს ბილეთის შეძენა შესაძლებელია აეროდრომის  Hal Farrug Road, Luqa შესასვლელში. ბილეთი ძალაშია მხოლოდ ერთი დღე– შაბათს ან კვირას. შოუ მუშაობს 10:00–17:30. საერთაშორისო შოუს ჩატარების ადგილია–(Luqa) Malta International Airport.


კოპენჰაგენი
ბლიუზ ფესტივალი
29.09.10 — 03.10.10

სექტემბრის ბოლოს დანიის დედაქალაქში ტრადიციულად ჩატარდება  ყოველწლიური ბლიუზის ფესტივალი «Copenhagen Blues Festival». წლიდან წლამდე მუსიკალური ფორუმი იკრებს ძალებს, აფართოებს და აუმჯობესებს თავის პროგრამას. წლევანდელ პროგრამაში შესულია 60-ზე მეტი ცოცხალი კონცერტი ცნობილი ბლიუზის შემსრულებელთა მონაწილეობით, რომლებიც ჩამოვლენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კოპენჰაგენში წელს ჩამოვლენ ჯგუფ The Fabulous Thunderbirds მუსიკოსები და კორი ჰარისი-ამერიკაში ტრადიციული ბლიუზის ერთერთი საუკეთესო შემსრულებელი, გიტარისტი შერმან რობერტსონი.


სტოკჰოლმი
ლუდისა და ვისკის ფესტივალი
30.09.10 — 09.10.10

სტოკლჰოლმის ყოველწლიური ლუდისა და ვისკის ფესტივალი- ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი და ერთერთი ყველაზე დიდი ვისკის ფესტივალი მსოფლიოში!

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ლუდის, ვისკის და კალვადოსის 1300-მდე სახეობა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა უამრავი სემინარი და დეგუსტაცია. ფესტივალის ოფიციალური ღონისძიებათა შორის დაგეგმილია მასტერ-კლასების ჩატარება, საუკეთესო ლუდის და ვისკის კატეგორიებში გამარჯვებულთა დაჯილდოებას.

ფესტივალი ჩატარდება სტოკჰოლმის შემოგარენში Nacka ყოფილ ავტომობილების ქარხნის ტეროტორიაზე, რომელიც გადაკეთდა საგამოფენო ცენტრად Factory Nacka Strand. გარდა ლუდისა ფესტივალზე თქვენ გელოდებათ უამრავი კაფე და რესტორანი, რომლებიც შემოგთავაზებენ ნაციონალური სამზარეულოს კერძებს, ბაზრობები, სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებები, უამრავი ატრაქციონი და მუსიკალური წარმოდგენები, დაკავშირებული ფესტივალის თემატიკასთან.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121