განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
26.08.2010
მხიარული დასვენება ბულგარეთში
 
ოქროს ქვიშები– ბულგარეთის ყველაზე ცნობილი კურორტი, განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე. ლეგენდის თანახმად “ოქროს ქვიშები” ამ სანაპიროს დაერქვა მას შემდეგ რაც ყაჩაღებმა  იპოვეს მის მიდამოებში  დიდი განძი. მაგრამ  განგებამ  დასაჯა ბოროტმოქმედნი და ოქროს მონეტები გადააქცია ქვიშად. სიმართლეა ეს თუ არა, მიუხედავად ამისა კურორტი ოქროს ქვიშები განთქმულია თავისი ოქროსფერ ქვიშიანი  სანაპიროთი.
 
ეს დასახელება თითქოს პოეტურია, მაგრამ სავსებით კანონზომიერი– ულამაზესი, განიერი, სიგრძეში თითქმის 4 კმ, ხასხასა ოქროსფერი, წვრილი კვარცის სუფთა ქვიშიანი სანაპირო. ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან ბულგარეთში დასასვენებლად პირველ რიგში აღფრთოვანებულნი აღნიშნავენ იმას რომ სწორედ ბულგარეთში ოქროს ქვიშებზეა საუკეთესო  სანაპირო მთელ შავზღვისპირეთში. ოქროს ქვიშების რბილი კლიმატი აქ დასვენების საშუალებას იძლევა მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 27 გრადუსია, ხოლო წყლის–24, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში არ მცირდება. მინერალური წყლები, რომლებიც სპეციალური მილებით გამოედინება პირდაპირ ზღვის სანაპიროზე.
 
კურორტი ოქროს ქვიშები  საუკეთესო ეკოლოგიური პირობების შექმნისთვის დაჯილდოებულია საერთაშორისო ჯილდოთი „ლურჯი დროშა“

თბილი ზღვა და ულამაზესი ბუნება  იზიდავს ტურისტებს ოქროს ქვიშებზე 1957 წლიდან.  

ვინც ერთხელ მაინც დაისვენა  სოციალისტურ ბულგარეთში დღეს ნამდვილად განცვიფრდება იმ უდიდესი ცვლილებებით, რომლებიც განიცადა ამ კურორტმა ბოლო 10–15  წლის განმავლობაში. აქ აშენდა უამრავი ახალი თანამედროვე სასტუმრო, ხოლო ძველი „სოციალისტური“ სასტუმროები რეკოსტრუირებულია და დღეს მათ არაფერი აქვთ საერთო იმასთან რაც იყო 10 წლის წინათ. სასტუმროების უმრავლესობა –ეს არის ღირსეული 4 ვასკვლავიანი სასტუმროები– არც თუ ისე ძვირი და კომფორტული. სასტუმროები აქ როგორც წესი დამსვენებლებს სთავაზობენ ნახევრად პანსიონს (HB) შვედურ მაგიდას დილით და საღამოს. ფასები აქ საკმაოდ მისაღებია. საუკეთესო მომსახურება და დასვენება შესაძლებელია მიიღოთ ორჯერ იაფად ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში. ბულგარეთი განსაკუთრებით პოპულარულია  გერმანელ ტურისტებს შორის, რომლებიც დიდად აფასებენ  ამ ადგილების სილამაზესა და  კომფორტულ დასვენებას გონივრულ ფასად.

ახალი მშენებელობების მიუხედავად  აქ შენარჩუნდა ინფრასტრუქტურა– საერთო საკურორტო ზღვის სანაპირო,  ღია ბასეინების ქსელი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დამსვენებლისთვის, ფეხით მოსიარულეთა ზონა სანაპირო ზოლის გასწვრივ, სადაც თავმოყრილია ყველაფერი რითაც შეიძლება ისიმოვნოთ  დასვენების დროს.
 კურორტი ოქროს ქვიშები ითვლის  70 სასტუმროს. პრაქტიკულად ყველა სასტუმრო და კოტეჯები განლაგებულია კურორტის გარშემო არსებულ მწვანე ზონაში, რომელიც გრილ ნომრებში სიმყუდროვის გარდა ასევე უზრუნველყოფს მთელს კურორტზე გრილ და სუფთა ჰაერს, სიცხეშიც კი ზღვის სანაპიროზე თქვენ ისუნთქებთ ისევე თავისუფლად როგორც ტყეში.
 
აქტიური დასვენება

ოქროს ქვიშები– ეს არის ნამდვილი მეკკა, მათთვის ვინც ამჯობინებს აქტიურ დასვენებას! ჰიდროციკლები, წყლის თხილამურები, დაივინგი, ვინდსერფინგი, გასეირნება იახტებითა და ზღვის ტრამვაით. ყველაფერი ეს ელოდება მათ ვისაც ვერ წარმოუდგენია დასვენება წყალზე გართობის გარეშე. ხმელეთზე დროისტარების მოყვარულებს ოქროს ქვიშები სთავაზობს ცხენით სეირნობას ტყის ჭალებში, კალათბურთის, ფრენბურთის და მინი–გოლფის მოედნებს. კურორტზე მუშაობს უამრავი ბასეინი, საჩოგბურთო მოედნები, სპორტდარბაზები. საჰაერო სტიქიის მოყვარეულებს კი ელოდებათ: ფრენა დელტაპლანით, პარასელინგი და ხტომა პარაშუტით.
 
რითი გავერთოთ?

აქ არის საღამოს გართობის უამრავი საშუალება– დისკოტეკები, კაზინო, კლუბები, ბოულინგი, ბარები. ღამით ოქროს ქვიშების სანაპირო ეს არის უზარმაზარ სიგრძეზე გადაჭიმული  მოციმციმე ნეონის შუქების ჯაჭვი. ღამით წარმოუდგენლად  ცოცხლდება სანაპირო.
უამრავი ბარი, კაფე და რესტორანი დააკმაყოფილებს ნებისმიერს თავისი მრავალფეროვანი მენიუთი და სპეციალური გასართობი პროგრამებით. ღამის ვარიეტეები გაგანცვიფრებთ არაორდინალური ცეკვებით და აკრობატული ხერხებით. აზარტის და რისკის მოყვარულებს აქ დახვდებათ თანამედროვე კაზინოები რულეტკებით, „ცალხელიანი ბანდიტებით“, ბლეკ ჯეკისა და პოკერის მაგიდებით.  მომსახურების დონე კი  იმდენად მაღალია რომ აქ ტარდება საერთაშორისო ტურნირები აზარტულ თამაშებში.
მხიარული ღამის ცხოვრება თქვენ დაგატყვევებთ დილამდე :) დილას კი მზის ამოსვლას შეგახვედრებთ ზღვის სანაპიროზე ჭიქა ყავასთან ერთად. 

ოქროს ქვიშები ნამდვილი სამოთხეა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. სპეციალურად პატარა დამსვენებლებისთვის – უამრავი ატრაქციონი, „ლუნა პარკები“ , სათამაშო მოედნები, საბავშვო ბასეინები,  ელექტრონული თამაშები, საბავშვო მატარებლები, პონი, ბატუტი და მრავალი სხვა. აქ მუშაობს საბავშვო ცენტრები, სადაც შესაძლბელია გამოცდილი პედაგოგების, ტრენერებისა და ანიმატორების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვოთ ბავშვი რამდენიმე საათით ან მთელი დღით.

დღისით აგრეთვე შესაძლებელია  ესტუმროთ  აკვა–პარკს “Aquapolis”– ყველაზე ლამაზ საწყალოსნო პარკს აღმოსავლეთ ევროპაში. ის აშენებულია უნიკალურ მავრიტანულ–ხმელთაშუაზღვისპირეთის სტილში. მისი ფართობი აღწევს 40 000 კვ. მეტრს და მას შეუძლია მიიღოს ერთდროულად 3000 დამსვენებელი. პარკის შესასვლელში აშენებულია კლდე მთაზე ცოცვის მოყვარულთათვის, სადაც მათ შეუძლიათ გაიარონ 7 მარშრუტი. აქვაპოლისში გამოყოფილია სამი ზონა: ბავშვებისთვის, უფროსებისთვის და ესქტრემალური. მთელი საზაფხულო სეზონის განმავლობაში აქ ტარდება უამრავი დღესასწაულები, თამაშები ბავშვებისთვის, შეჯიბრებები, ლატარეები პრიზებით.

ფასები:
90 სმ სიმაღლემდე– უფასოდ
90–120 სმ სიმაღლე– 12 ლევი
120 სმ–ზევით            30 ლევი

ბილეთი მოქმედებს მთელი დღის განმავლობაში
16.00 საათის შემდეგ ფასები 20% ფასდაკლებით

დამატებითი გადასახადი:
ინდივიდუალური სეიფი– 2ლევი
შეზლონგი, ქოლგა– 5 ლევი
პარკირება– 5ლევი
 
(1 ლევი = 1,2 ლარს)

ექსკურსიები

ამ მხრივ ოქროს ქვიშებს აქვთ იდეალური ადგილმდებარეობა. ის მდებარეობს ქალაქ ვარნას მახლობლად. ეს არის პატარა საკურორტო ქალაქი ულამაზესი საკათედრო ტაძრით. სწორედ ვარნას  აეროპორტი ღებულობს  ჩარტერულ რეისებს, აქედან სულ რაღაც 15–20 წუთში კომფორტაბელური ავტობუსი თქვენ მიგიყვანთ ოქროს ქვიშებზე.  ვარნაში არის უამრავი ეკლესია, მეზეუმები, ბაზრები და მაღაზიები. ისტორიულ კლდოვან მონასტერ ალადჟამდე შესაძლებელია ფეხით მისვლაც (დაახლოებით 40 წუთი). შესაძლებელია აგრეთვე გაემგზავროთ ბალჩიკში, კონცხ კალიაკრაზე, ნახოთ „ქვის ტყე“ და ესტუმროთ მიდიების ფერმას.
 
დიდი და სტუმართმოყვარე, რომლის შესანიშნავი ოქროსფერი სანაპირო გადაჭიმულია რამდენიმე კილომეტრზე, მომაჯადოებელი უნიკალური საპარკო კომპლექსით და გართობის საშუალებების კოლოსალური ნაკრებით– ყველაფერი ეს არის ოქროს ქვიშები. აქ არ მოიწყენთ არც დღისით და არც ღამე– დაისვენეთ სიამოვნებით!
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121