განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
29 აპრილი, 2024. ორშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
19.08.2010
თურქული იბიცა– ქალაქი მარმარისი
 
კურორტი მარმარისი განლაგებულია ულამაზეს ყურეში, სადაც ერთმანეთს ერთვის ხმეთაშუა და ეგეოსის ზღვა. ის ითვლება თურქეთის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ და ელიტარულ კურორტად.   მისი კლიმატი განსხვავდება სხვა კურორტების კლიმატისგან: აქ ყველაზე ცხელ ამინდშიც კი ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +20С, ზღვიდან კი უბერავს სუსტი ბრიზი.

მარმარისი–  კლასიკური საკურორტო ქალაქი დევიზით „ყველაფერი ტურისტებისთვის“.  ის გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით–მთიანი ლადშაფტი, ფიჭვნარი, აკაციის ხეები და რაც მთავარია ქვიშიანი, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი. 
სხვა კურორტებთან შედარებით მარმარისს სანაპირო ზოლი (დაახლოებით 4 კმ) ყველაზე გრძელია. მასზე პირდაპირ წყლის პირას მყუდროდ განლაგდნენ კაფეები, ბარები, კლუბები. ყველა რესტორანი და ბარი აქ გადაყურებს ზღვას. უამრავი იახტა და საექსკურსიო ლაინერი მარმარისში დამსვენებლებს სთავაზობს დაუვიწყარ ტურებს ან უბრალოდ იახტის ქირაობს 1–2 დღით. მარმარისის მკვიდრნი სიამაყით აღნიშნავენ, რომ სწორედ მარმარისში იმყოფება თურქეთში სიდიდით მეოთხე „მარინა“.

სასტუმროები აქ გამოირჩევა მაღალი ფასებითა და მომსახურების მაღალი დონით. ყოველი სასტუმრო გარშემორტყმულია ფიჭვის ხეებით, გააჩნია საკუთარი ბაღი და პარკები. დღემდე სასტუმროების უმრავლესობა დამსვენებლებს სთავაზობს მხოლოდ საუზმესა და ვახშამს.  მარმარისში ევროპულად ხმაურიანი ღამის ცხოვრებაა. მარმარისში ცხოვრობს თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი.  ადგილობრივი ბოგემაც ხშირად სწორედ მარმარისში ისვენებს.
 
მხიარულება მეტი არასდროს არ არის

მხიარულება მეტი არასდროს არ არის – ამ პრინციპით ცხოვრობს თურქული იბიცა– ქალაქი მარმარისი. დასვენების სტილი აქ ჩამოყალიბდა ინგლისელების, ფრანგებისა და დანიელების ზეგავლენით, ვისთვისაც სისტემა „ყველაფერი შედის“ ზედმეტობაა, სასტუმროს დახურული ტერიტორია– რეზერვაცია, სასტუმროს ვარსკვლავები კი მხოლოდ დამატებითი ტვირთი საფულისთვის. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის – ურთიერთობა, აქტიური დასვენება, ახალი ნაცნობობა, გამუდმებული მოძრაობა, ახალგაზრდობისა და ცხოვრებისეული ძალების შეგრძნება. იმისთვის, რომ გვიან ღამით სახლში დაბრუნებულნი დაეცეთ დივანზე, დახუჭოთ თვალები და ფანჯრიდან ისევ მოგესმათ მარმარისის სადღესასწაულო ხმაური.

ქალაქი საკმაოდ დიდია, გადაჭიმული ზღვის ყურის სანაპირო ზოლზე უამრავი პალმებითა და  ტროპიკული მცენარეებით. სასტუმროების ზოლი მიყვება ულამაზეს სანაპიროს, სადაც ტურისტები ატარებენ დღის საათებს. ზღვა ჩამდინარი მდინარეების გამო საკმაოდ გრილი და გასაოცრად სუფთაა. საღამო ხანს კი დამსვენებლები გადაინაცვლებენ ღამის კლუბებში, ბარებში, რესტორნებსა და დისკოტეკებზე.
 
ტურისტულ მარმარისში არის ყველა ადგილობრივი დამსვენებლისთვის ცნობილი  ძველ ქალაქშიმდებარე ”ბარების ქუჩა” . ის რომ იპოვოთ დღისით უნდა მიყვეთ ნიშნულებს «Old town, bar street», ღამით კი უბრალოდ წახვიდეთ იქით, სადაც ყველაზე მეტი ხმაური და ხალხმრავლობაა. მარმარისში არის აგრეთვე რაიონი, რომელიც გამოიჩევა  დისკოტეკების, კლუბებისა და ბარების ძალზე მაღალი კონცენტრაციით. ის მდებარეობს სანაპიროს გვერდით, არმუტალანის რაიონის მოპირდაპირედ. ღამით ზღვიდან თუ გახედავთ მარმარისს ის  ჰგავს სანაპირო ზოლზე გადაჭიმულ რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ილუმინაციების  ჯაჭვს. რომელსაც  ემატება  უამრავი კატერების და იახტების მოძრავ შუქები.

ღამის 10 საათისთვის  ბარების ქუჩა უკვე ივსება ტურისტებით. ღამის კლუბებში შესვლა მარმარისში უფასოა  მეორე „საცეკვაო“ თურქული კურორტი ბოდრუმისგან განსხვავებით, სადაც შესასვლელი ბილეთის ფასი ევროპულ ფასს უტოლდება –$10–15.  მარმარისში უფასოდ ცეკვა შესაძლებელია ასევე სანაპიროზეც , სადაც არანაკლებ დროს გაატარებთ.

მთავარია არ დაგავიწყდეთ , რომ სამარშრუტო ავტობუსები მარმარისსა და მის შემოგარენში მოძრაობენ მხოლოდ ღამის 1 საათამდე. შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი– არც თუ ისე იაფიანი ტაქსი. თუმცა კარგად თუ შეევაჭრებით ყოველთვის შესაძლებელია საგრძნობლად დააკლებინოთ ფასი.
 
რითი ერთობიან მარმარისში:
  • დაივინგი. მარმარისში არსებობს რამდენიმე ცენტრი, რომლებიც ატარებენ ექსკურსიებსა და ტრენინგებს.
  • ატრაქციონი „ კატაპულტირებადი სავარძელი“
  • ბარები, რესტორნები, უამრავი ღამის გასართობი ცენტრები, დისკოტეკები
  • გასეირნება კატამარანზე
  • წყლის თხილამურები
  • გასეირნება მდიდრულ ლაინერებზე
  • იალქნიანი სპორტი
  • შოპინგი
ოჯახური დასვენება

ტურისტებისთვის კი ვისაც ურჩევნიათ ოჯახთან ერთად მშვიდი დასვენება საუკეთესო ადგილია მარმარისის შემოგარენი-იჩმელერი. ეს არის ნამდვილი სააგარაკო დასახლება, სადაც ბაღებით გარშემორტყმული პატარა სახლები  პირდაპირ ებჯინება უმშვენიერეს ქვიშიან სანაპიროს და უსუფთავეს, წყნარ და თბილ ზღვას. აქ განლაგებული სასტუმროები ორიენტირებულნი არიან ოჯახურ დასვენებაზე და მუშაობენ სისტემით ”ყველაფერი შედის” (All inclusive)

სწორედ იჩმელერში მდებარეობს მარმარისის ერთადერთი სასტუმრო „ლაგუნა“ საიდანაც მოჩანს ღია ზღვა ჰორიზონტის ზოლით და პატარა კუნძული, რომელიც ითვლება ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის წყალგამყოფად.
 
ცოტა მოშორებით, მარმარისიდან 20 კილომეტრში მდებრაობს ყურე ტურუნჩი. აქ სასტუმროები არ არის უმაღლესი კლასის, მაგრამ დახურული ცისფერი ლაგუნის სილამაზე, ზღვის სისუფთავე, გადასარევი ქვიშიანი სანაპირო აღაფრთოვანებს ყველაზე არარომანტიულ ტურისტსაც კი!
 
მარმარისის ღირსშესანიშნაობები

ქალაქი მარმარისი აშენდა უძველესი ქალაქის პიკოს ადგილას და მისი დაარსების თარიღად ითვლება ჩვ. წ. აღრიცხვამდე 3500 წელი. ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი რომ უძველეს ქალაქში ან მის მახლობლად უამრავი საინტერესო რამ არის სანახავი.

უძველესი ციხესიმაგრე– ქალაქ მარმარისის ძირითადი ღირშესანიშნაობა, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია ორი მუზეუმი.

ლანდშაფტური ძეგლი პამუკალე– „მსოფლიოს მერვე საოცრება“ , რომლის დასახელება ითარგმნება როგორც „ბამბის სასახლე“

ბედესტენი– დახურული ბაზარი, რომელიც მოგვითხრობს ქალაქის ისტორიას

აფროდიტას ტაძრის ნანგრევები

კლეოპატრას კუნძული, სადაც სპეციალურად იყო შეტანილი თეთრი ქვიშა, რომელიც იცავდა სხეულს დამწვრობისგან.

ანტიკური ამფითეატრის ტრიბუნები

ქარავან –სარაი, რომელიც მდებარეობს ძველ ქალაქში. აქ დღეს განლაგებულია სუვენირებით მოვაჭრე ფარდულები და დახლები.

ათათურკის პარკი– თურქეთის ყველაზე ლამაზი პარკი

გამოქვაბული ფოდფორლუ და კუს სანაპირო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121