განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
04.08.2010
აგვისტოს მოვლენათა კალენდარი – ფესტივალები, კონცერტები...

რობინ გუდის ფესტივალი
ნოტინგემი
(2-8 აგვისტო)

აგვისტოს დასაწყისში ნოტინგემის უძველესი სასახლე იქცევა რობინ გუდის თავისუფალ მოისრეთა შეკრების ადგილად. სწორედ აქ ყოველწლიურად ტარდება ინგლისური ფოლკლორის საყოველთაოდ ცნობილი გმირის შუასაუკუნეობრივი ფასტივალი.
რობინ გუდის ფესტივალი- ეს არის ინსცენირებული შოუ, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს დააბრუნებს ძველ დროში. მათ ეძლევათ შესაძლებლობა არა მხოლოდ დატკბნენ ამ სანახაობით არამედ თავად გახდნენ შოუს მონაწილენი.  ფესტივალის სტუმრებს დაურიგდებათ შუასაუკუნეების კოსტიუმები და იარაღი.

ფესტივალის მსვლელობისას თქვენ მრავალი სახალისო სანახაობის შემსწრე გახდებით: ჯამბაზებისა და შუა საუკენეების ალქიმიკოსის შოუ, მარიონეტების თეატრი და ხოხბებით ნადირობა, შუბებით ბრძოლისა და მშვილდისრიდან სროლის ხელოვნების გაკვეთილები, რაინდთა ნამდვილი ტურნირი, დაესწრებით შუასაუკუნეების ტრაპეზას და ბავშვების თეატრალურ  შოუს . შესვლა ფესტივალზე ფასიანია. აგრეთვე ზოგიერთ ღონისძიებაში მონაწილეობაც.
 
ლუდის ფესტივალი
ლონდონი
(3 -7 აგვისტო)

ლონდონში აგვისტოს დასაწყისში იწყება ყოველწლიური დიდი ბრიტანული ფესტივალი «Great British Beer Festival»
ამ დროს საგამოფენო კომპლექსი „ერლს–კორტი“ რამოდენიმე დღით იქცევა ლონდონის ყველაზე დიდ ლუდხანად.
ლუდის მოყვარულებს ეს ფესტივალი ნამდვილად არ დატოვებს გულგრილებს.   სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ 450 მეტი სახეობის ლუდი და ამასთანავე ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით.  ფესტივალის  პროგრამაში  გათვალისწინებულია სხვადასხვა სტილისა და მიმართულების მუსიკალური ნომრები- ფოლკლორი და ქანტრი, როკი და პოპ-მუსიკა.
ფესტივალის ბოლოს კი შედეგების მიხედვით დასახელდება კონკურსის გამარჯვებული,  ნომინაციით წლის საუკეთესო ლუდი ”ლუდი- დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი” (Champion Beer of Britain).


ლუდის ფესტივალი
ბერლინი (6-8 აგვისტო)

ყოველწლიურად, აგვისტოს პირველი კვირის ბოლოს ბერლინში იმართება ლუდის ფესტივალი «International Beer Festival». წელს ეს ღონისძიება ჩატარდება დევიზით ”ლუდი გვაახლოებს”
ქარვის სასმელის მოყვარულებს  მიეცემათ შესაძლებლობა დააგემოვნონ 2000 სხვადასხვა სახეობის ლუდი 86 ქვეყნის 300 ლუდსახარშიდან. 2 კმ-ის მანძილზე Strausberger Platz მოედნიდან აღმოსავლეთ ბერლინის ცენტრალური ქუჩის Karl-Marx-Allee გასწვრივ იმუშავებს ცნობილი ”ლუდხანა მილია”, რომელზეც დაიდგმება საფესტივალო ლუდის ჯიხურები.
სახალხო დღესასწაულის უნიკალური ატმოსფერო, ლუდი, უგემრიელესი კულინარული კერძები და ცოცხალი მუსიკა, საზაფხულო ამინდი და ქალაქის ულამაზესი არქიტექტური ნამდვილად გასიამოვნებთ. შესვლა ფესტივალის ტერიტორიაზე თავისუფალია.
 
ფესტივალი ”სტრიტ პარადი” 
ციურიხი
(14 აგვისტო)

ტექნო მუსიკის ყოველწლიური სტრიტ-პარადი (Street Parade)-ყველაზე  სანახაობრივი მოვლენაა ციურიხის საზაფხულო ცხოვრებაში. თანამდეროვე საცეკვაო მუსიკის მოსასმენად და Love აღლუმში მონაწილეობის მისაღებად აქ ჩამოდის ასი ათასობით ახალგაზრდა მთელი ევროპიდან.

სტრიტ-პარადი იწყება 13.00 საათზე ციურიხის ტბის სანაპიროზე. სწორედ აქედან დაიძვრება Love-მობილების პროცესია განსაცვიფრებელ კოსტუმებში გამოწყობილ მონაწილეებთან ერთად. მოედნებზე Utoquai, Opernhaus, Limmatquai, Burkliplatz, Rentenanstalt ჩატარდება ძირითადი შოუ პროგრამები და დი ჯეების ფესტივალი. დამთავრდება აღლუმი გვიან ღამით ქალაქის საცეკვაო კლუბებსა და დისკოტეკებზე.
სტრიტ-პარადი - ეს არის მხიარული სიგიჟე, შესაძლებლობა გაეცნოთ ელექტრონული მუსიკის უახლეს ტენდენციებს, დაისვენოთ და გაატაროთ დაუვიწყარი დრო. გაემგზავრეთ სტრიტ-პარადზე და არც იფიქროთ რომ დააღწევთ იქიდან თავს ორშაბათამდე :)
 
 
ოკეანის ფესტივალი
ლისაბონი
(31.07-14.08)

ლისაბონი ევროპის ქალაქთა შორის  ყველაზე მეტად დაკავშირებულია ატლანტიკურ ოკეანესთან და უდიდესი გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიასთან. ამიტომ სწორედ ლისაბონი გახდა ის ქალაქი სადაც ყოველწლიურად ტარდება ოკეანის ფესტივალი «Festival dos Oceanos» ორი კვირის განმავლობაში ქალაქი ეპატიჟება თავის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს  კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე. აქ ტარდება გამოფენები საზღაო თემატიკაზე და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია, ბაზრობები და კოსტიუმირებული აღლუმები, ფეირვერკები და ლაზერული შოუ პროგრამები.  სადღესასწაულო ღონისძიებათა ტალღა გადაუვლის მთელ ლისაბონს, მაგრამ ფესტივალის ძირითადი ღონისძიებების ჩატარების ადგილს წარმოადგენს საგამოფენო ქალაქი „ექსპო–98“, განლაგებული ყოფილი მსოფლიო გამოფენის ტერიტორიაზე, მდინარე ტეჟუს სანაპიროზე.
ყველაზე დასამახსოვრებელი საფეტივალო მოვლენებია: იალქნიანი ნავების და სერფინგის ყოველწლიური შეჯიბრებები, საზღვაო და მდინარის აღლუმები.
აღსანიშნავია რომ ტრადიციულად საფესტივალო დღეებში ლისაბონის მუზეუმები მნახველებს კარს უღებენ საღამოს და  ღამითაც კი. შოპინგის მოყვარულთათვის ბაზრობა იმართება ღია ცის ქვეშ, სადაც შესაძლებელია შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
ოკეანის ფესტივალი– დაუვიწყარი დღესასწაული და მშვენიერი საბაბია რომ ეწვიოთ ლისაბონს.
 
მუსიკალური ფესტივალი Sziget
ბუდაპეშტი (11-16 აგვისტო)

უგრეთის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Sziget ტარდება ყოველწლიურად კუნძულ ობუდაიზე ბუდაპეშტში.
აქ ღია საკონცერტო მოედნებზე შესაძლებელია მოისმინოთ აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრისა და მიმართულების  მუსიკა მძიმე როკიდან და ტექნოდან თანამდერვე პოპ მუსიკამდე, იხილოთ თეატრალური და საცირკო კოლექტივების გამოსვლები, დაესწროთ კინოჩვენებებს, გამოფენებს და სპორტულ შეჯიბრებებს, გახალისდეთ დისკოტეკებზე და თემატურ საღამოებზე.
ბავშვებს ელოდებათ სპეციალურად მომზადებული გასართობი პროგრამები.
მუსიკალური ფესტივალი Sziget- ეს არის დღესასწაული ქალაქის სტუმრებისთვის და ბუდაპეშტელებისთვის და მშვენიერი საბაბი მათთვის ვინც ჯერ არ ყოფილა ბუდაპეშტში, მის მოსანახულებლად.


დღესასწაული ” ყვავილების ხალიჩა”
ბრიუსელი
(13-15 აგვისტო)

ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ბრიუსელის ცენტრალურ მოედანი გრანდ –პლასი იქცევა მილიონი ცოცხალი ბეგონიების  ხალიჩად. ყვავილების ეს უჩვეულო და ეფექტური დღესასწაული ბელგიის დედაქალაქში იზიდავს უამრავ ტურისტს, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან რომ გახდნენ ამ ზღაპრული სანახაობის მოწმენი. ყვავილებისგან გამზადებული ხალიჩით ტკბობა შესაძლებელია მხოლოდ 3 დღის განმავლობაში :( , რადგანაც მის შესაქმნელად გამოიყენება მხოლოდ გაყვავილებული ბეგონიები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლიობა  საკმაოდ მოკლეა.  ხალიჩის შექმნისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი კი იკავებს დაახლოებით ერთ წელიწადს. ამ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება კომპოზიციის თემა, მუშავდება მაკეტი და გამოსახულების დეტალები. თავად ხალიჩის შექმნის პროცესში კი მონაწილეობს 100–მდე გამოცდილი მებაღე.

ბრიუსელის მოედანზე ცოცხალი ყვავილებისგან  შემნილი ხალიჩის ორნამენტი არასდროს არ მეორდება.  იმისთვის რომ იხილოთ ეს უჩვეულო სანახაობა საკმარისია უბრალოდ გახვიდეთ გრანდ–პლასის მოედანზე. ხანმოკლე, მაგრამ ულამაზესი და გრანდიოზული ყვავილების დღესასწაული ერთერთი ორიგინალური მიზეზია, რომ ეწვიოთ ბელგიის დედაქალაქს.
 
საოპერო ფერსტივალი
ვერონა (18.07-29.08)

ივლისის თვიდან აგვისტოს ბოლომდე ცნობილი რომის ამფითეატრი არენა დი ვერონა «Fondazione Arena di Verona» უმასპინძლებს ყოველწლიურ საზაფხულო საოპერო ფესტივალს. ვერონის ამფითეატრს თავისი სიდიდით უკავია მესამე ადგილი კოლიზეუმისა და კაპუანოს ამფითეატრის შემდეგ და პირველი ადგილი დღევანდელობამდე მოღწეული  საუკეთესო მდგომარეობით.
1913 წლიდან ყოველწლიურად ვერონის სტუმრები და მისი მკვიდრნი მიეცემიან ნეტარებას- უმშვენიერესი საოპერო დადგმა,  ანტიკური ამფითეატრის საუკეთესო აკუსტიკა და ზღაპრული სანახაობა.
წელს საოპერო ფესტივალის პროგრამაშია : ”მადამ ბატერფლაი” (6.08), ჯუზეპე ვერდის ”აიდა” დანიელ ორენას დადგმით  (8, 10, 15, 17, 22, 26, 29.08), ბიზეს ”კარმენი”(12, 18, 21, 24, и 27 августа), პუჩინის ”ტურანდოტი” (13 და 20 აგვისტოს).
საოპერო ფესტივალი ეს არის   შექსპირის მიერ რომეო და ჯულიეტას სასიყვარულო ისტორიისთვის შერჩეული იტალიის ერთერთი ულამაზესი ქალაქის  მონახულების  საუკეთესო მიზეზი.
 
კულინარული ფესტივალი
კოპენჰაგენი
(20-29 აგვისტო)

აგვისტოს ბოლოს კოპენჰაგენი ელოდება ჩრდილოეთური სამზარეულოს თაყვანისმცემლებს, გურმანებსა და უბრალოდ გემრიელად ჭამის მოყვარულებს კულინარულ ფესტივალზე Copenhagen Cooking. ფესტივალის პროგრამაში შედის: დეგუსტაცია, მასტერ-კლასი უფროსებისთვის და ბავშვებისთვის, კულინარული შოუ და შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, ღვინის ბაზრობა და მრავალი სხვა ღონისძიება.
ფესტივალზე შესაძლებელია დააგემოვნოთ სხვადასხვა დანიური დელიკატესები, ტრადიციული თევზის და ხორცის კერძები. დანიური სამზარეულოს ძირითად პროდუქტს წარმოადგენს თევზი. გარდა თევზისა, დანიაში ძალზე პოპულარულია შემწვარი ღორის ხორცი.
არ გაუშვათ შანსი რომ დააგემოვნოთ ადგილობრივი ბუტერბროდი-შმერებრედი. დანიაში ითვლიან   200 სახეობამდე ბუტერბროდს და ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი სახელი. დანიური სამზარეულოს კერძების ჩამონათვალი წარმოაუდგენლად დიდია, უმჯობესია ყველაფერი თავად იხილოთ და გემოც გაუსინჯოთ. ფესტივალის ძირითადი ღონისძიებები ტარდება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და გასართობ პარკში ტივოლი.
 
ჯაზ–ფესტივალი
სარდინია
(24–30 აგვისტო)
აგვისტოს ბოლოს იტალიის ერთერთ კუნძულ სარდინიაზე ყოველწლიურად ტარდება ჯაზის საზაფხულო ფესტივალი «Sant Anna Arresi Jazz Festival», რომელიც ატარებს ცნობილი ჯაზმენის დონ ჩერის (Don Cherry) სახელს.
ფესტივალის პროგრამაში გათვალისწინებულია არამხოლოდ ცნობილი ჯაზმენების, არამედ ახალბედა შემსრულებლების გამოსვლები, ფოტოგამოფენები, სემინარები და ცნობილი გიტარისტის სტენლი ჯორდანის (Stanley Jordan) მასტერ კლასი.
 
საზაფხულო ფესტივალი
დუბროვნიკი (1.07-31.08)

საზაფხულო ფესტივალი დუბროვნიკში –ეს არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი თეატრალური, მუსიკალური და ფოლკლორული ფესტივალი, რომელიც ქალაქის 70 ღია მოედანზე თავს უყრის კლასიკური მუსიკის, თეატრის, ოპერისა და ცეკვის უამრავ ცნობილ ხორვატ და უცხოელ შემსრულებელს. ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად 1950 წლიდან.
ფესტივალის გახსნა ჩატარდება ლუჟას მოედანზე, სადაც ორლანდოვის ბოძზე აღიმართება ფესტივალის თეთრი დროშა. პროგრამაში გათვალისწინებულია ზაგრების ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის გამოსვა, თეატრალური სანახაობები, საცეკვაო პროგრამები, სხვადასხვა სახის მასტერ–კლასები.
დუბროვნიკი–ხმელთაშუა ზღვისპირეთის  ერთერთი ულამაზესი ქალაქია 12 კუნძულით, რომლებიც გადაჭიმულია სანაპირო ზოლის გასწრივ. საზაფხულო ფესტივალი დუბროვნიკში მშვენიერი შესაძლებლობაა ზღვაზე დასვენებას შეუთავსოთ კულტურული პროგრამა და ამასთანავე მოინახულოთ ხორვატია.


ტანგოს ფესტივალი
რიგა
(26-29 აგვისტო)

ტრადიციული საზაფხულო საერთშორისო არგენტინული ტანგოს ფესტივალი «Tango Sun Festival» ყოველწლიურად ტარდება რიგასა და იურმალაში, აგვისტოს თვის ბოლოს. არგენტინული ტანგოს თაყვანისმცემლებს კვლავ მიეცემათ საშუალება ისიამოვნონ ფესტივალის სადღესასწაულო ატმოსფეროთი, შეხვდნენ უკვე ცნობილ მოცეკვავეებს და გაიცნონ ახალი მოცეკვავე წყვილები.
წელს თქვენ შეხვდებით ღირშესანიშნავ მოცეკვავეებს და ქორეორფაებს ლეონარდო ფურლანოს და რიკარდო ბარრიოსოს, სალვადოროს და ილონა რიოს. ყველა თაყვანისმცემლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ლატვიელი მოცეკვავეების აიგარს სტრინას და გინტა ოპმანეს ტექნიკის გაკვეთილები. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოსები «Undetango» და DJ გაჯა გერმანიიდან, DJ ქრისტიან ფინეთიდან და DJ ევალდასი ლიტვიდან. ფესტივალზე ყოველი თქვენგანი აუცილებლად იპოვის თავის დაუვიწყარ ტანგოს!
 
ფესტივალი ”ღვინის სოფელი”
შტუტგარტი
  (25.08-5.09)

ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს შტუტგარტში იმართება ღვინის დღესასწაული ”ვაინ დორფი” (”ღვინის სოფელი”). ქალაქის ორ ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟდება 120 ღვინის პავილიონი, სადაც თავის პროდუქციას წარმოადგენს  გერმანიის ცნობილი 50 ღვინის ქარხანა. ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ დააგემოვნონ 250 მეტი სახეობის ვიუტენბერგისა და ბადენის საუკეთესო ღვინოები, ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე შტუტგარტული ღვინო და ისიმოვნონ სეზონის ახალი პროდუქტებით.
შტუტგარდი წარმოადგენს გერმანიის უმსხვილეს ღვინის მწარმოებელს. საუკეთესო ღვინის  მეურნეობები განლაგებულია სწორედ შტუტგარტის მიდამოებში, ულამაზეს მზიან ბორცვებზე. ფესტივალის დღეებში ”ღვინის სოფელი” მუშაობს ყოველ დღე, 11.00-23.00 საათამდე.

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121