სასტუმროების თავისებურება
დამსვენებლების განკარგულებაშია აქ ყველა კატეგორიის სასტუმრო, განსხვავებული სერვისის დონით. განსაკუთრებით გავრცელებულია სასტუმროები HV ფეთხიე– ე.წ. Holiday Village კლუბის ტიპის სასტუმროები, რომლებიც როგორც წესი შედგებიან ერთი ძირითადი კორპუსის და დიდი რაოდენობის ბუნგალოებისგან. კატეგორია HV1 თურქეთში შეესაბამება 3* და 4 * სასტუმროებს, ხოლო კატეგორია HV2 – 4+ და 5*.
ფეთხიეში სასტუმროები ძირითადად განლაგებულია მთის ძირში, სუბტროპიკული მცენარეების გარემოცვაში და როგორც წესი პირდაპირ ზღვის სანაპიროზე. ფეთხიეს სასტუმროების კატეგორია ძალზე მრავალფეროვანია– აქ წარმოდგენილია 3* და 4* სასტუმროები, სასტუმროები კატეგორიით „ლუქს“ და 5* სასტუმროები, აგრეთვე სასტუმროები ფეთხიე კატეგორიით HV1 და HV2.
ფეთხიეს სასტუმროების უმრავლესობაში მოქმედებს ტარიფი „ ყველაფერი შედის“ (All inclusive) და მასში ნამდვილად შედის ყველაფერი – ცხოვრება, კვება, სასმელები, სუფთა ჰაერი და ულამაზესი ბუნება.
სასტუმროები დამსვენებლებს სთავაზობენ ტურისტული მომსახურების სრულ სპექტრს და მრავალფეროვან სერვის: ღია ბასეინები, წყალში ჩამოსასრიელებლები, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედნები. ბევრ მათგანშია ტრენაჟორები და ფიტნეს დარბაზები, ტვ სალონები და დისკო კლუბები. საღამოობით თითქმის ყველა სასტუმროში იმართება გასართობი და ანიმაციური შოუ პროგრამები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი დამატებითი სერვისები როგორიცაა თურქული აბანო, მასაჟი, ბილიარდი და ბოულინგი. ნებისმიერი სასტუმრო შემოგთავაზებთ მრავალფეროვან ექსკურსიებს ისტორიული და კულტურული ძეგლების მონახულებით.
ქალაქი ფეთხიე
ფეთხიეში დასვენებისას თქვენ არ მოიწყენთ არც ერთი წუთს. აქ თქვენს განკარგულებაშია არა მხოლოდ საზღვაო დასვენება არამედ უამრავი საექსკურსიო პროგრამები.
ქალაქი ფეთხიე –საუკუნეების უკან ანტიკური ქალაქი თერმესოსი. ის განლაგებულია ულამაზეს ყურეში, რომელიც გარშემორტყმულია 12 კუნძულით და წააგავს ტბას. მიუხედავად იმისა რომ ქალაქში მრავალი თანამდეროვე შენობაა, ყველგან მაინც იგრძნობა სიძველის სული.
აქ შესაძლებელია მოინახულოთ უამრავი ღირშესანიშნაობები: როდოსის რაინდთა ციხესამაგრის ნანგრევები, უძველესი აკლდამები, რომელთა შორის ყველაზე ლამაზს უწოდებენ ”ნუშის ხეების ბაღს”, ის თარიღდება 3–4 საუკუნით ჩვ. წელთაღრიცხვამდე, ანტიკური თეატრი და მრავალი სხვა.
ქალაქ ფეთხიეს პატარა ქუჩები სავსეა სავაჭრო და გასტრონომიული რიგებით, მაღაზიებით, ბარებითა და რესტორნებით, რომლებიც გთავაზობენ სასიამოვნო შოპინგსა და გემრიელი ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნებას.
თურქეთის ყველა სხვა საკურორტო ადგილებს შორის ფეთხიე საუკეთესო ადგილია შოპინგისთვის– ხელმისაწვდომი და მდიდრული. აქ თავმოყრილია ყველაფერი რაც კი შესაძლებელია შემოგთავაზონ თურქეთში. ფასები კი როგორც მიღებულია– შეთანხმებით.
აქტიური დასვენება
ფეთხიეს სანაპირო ზოლი ქმნის საუკეთესო პირობებს სანაოსნო ტურიზმის განვითარებისთვის. ეს რეგიონი აგრეთვე განთქმულია მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი და უსუფთავესი წყლით , რაც განსაკუთრებით საინტერესოა დაივინგის მოყვარულთათვის.
წყნარ და მშვიდ დასვენებასთან ერთად აქ შესაძლებელია გაერთოთ და განიცადოთ ადრენალინის უსაზღვრო მოზღვავება. ფეთხიე გთავაზობთ ამის უამრავ საშუალებას: იფრინოთ პარაპლანით. ფრენის დროსაც თქვენ დატკბებით არა მხოლოდ თავად ფეთხიეს სანაპირო ზოლის ულამაზესი ბუნებით არამედ თვალს შეავლებთ ლეგენდარულ კუნძულ როდოსს. ცნობისთვის მთელი მსოფლიოს პარაპლანერებმა სწორედ ფეთხიე აირჩიეს თავის დედაქალაქად.
აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რაფტინგში–ექსტრემალურ დაშვებაში მთიდან, იმოგზაუროთ ჯიპით მთაში გაკვალული ვიწრო გზებით, ისრიალოთ წყლის თხილამურებით, იახტით იმოგზაუროთ ზღვაზე ან გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით მოინახულოთ ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა სამყარო.
ფეთხიეს მთავარ ბუნებრივ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ოლიუ დენიზის ნაკრძალის ზონა. მას უწოდებენ „ცისფერ ლაგუნას“, რომლის მონახულებით მიღებული განცდა წარუშლელია მთელი ცხოვრების მანძილზე. პატარა ქალაქი, ნავსადგური და ნაკრძალი მდებარეობენ ფეთხიედან 17 კმ–ში. ეს ზღაპრული სილამაზის ადგილი წარმოადგენს ქვეყნის სავიზიტო ბარათს– ამ ადგილების ფოტოსურათები აუცილებლად განთავსებულია ყველა ტურისტულ ბუკლეტში.