განათლება განცხადებები რეკლამა
შესვლა
Geo / Eng
08 სექტემბერი, 2010. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
13.07.2010
ბოდრუმი–ქალაქი დღესასწაული

 

დასვენება ბოდრუმში განკუთვნილია აქტიური ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ამჯობინებს დროის ტარებას და სიმხიარულეს დღეში მინიმუმ 20 საათს. არ არის გასაკვირი რომ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის შესაყარზე მდებარე თურქეთის ეს მოდური კურორტი დიდი ხანია უკვე კარგადაა ცნობილი ევროპელებისთვის. ბოდრუმს უწოდებენ თურქეთის „ლაჟვარდოვანი სანაპიროს“ დედაქალაქს. ბოდრუმი– ანტიკური ჰელიკარნასი– ცნობილია, როგორც თავისი ღირსშესანიშნაობებით: ჰელიკარნასის მავზოლეუმი, რომელიც შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიაში, წმ. პეტრეს ციხესიმაგრე, ამფითეატრი და მრავალი სხვა ანტიკური ძეგლი, რომელთა სანახავად დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან აქ ჩამოდიან უამრავი ტურისტი, ასევე ცნობილია  გიუბეტისა და ბიტეზის ყურეებში მდებარე ულამაზესი სანაპიროებით.
უძველესი ძეგლები, თვალწარმტაცი ბუნება და სადღესასწაულო ატმოსფერო თუ ცხოვრების ბოჰემური სტილის განუმეორებელი ერთობლიობა ბოდრუმს აქცევს საუკეთესო დასასვენებელ ადგილად და იზიდავს ტურისტების უამრავ რაოდენობას. ზღვაში აქ ბანაობენ აპრილის თვიდან ოქტომბრამდე. მყუდრო და ულამაზეს ყურეებშიყველაფერია თავმოყრილი რაც კი შესაძლებელია მოისურვოთ  ზღვაზე აქტიური დასვენებისთვის: ყველაფერი სერფინგისთვის, დაივინგი, წყლის თხილამურები. აქ შესაძლებელია დაიქირაოთ იახტა და ერთი კვირის განმავლობაში გახდეთ მისი კაპიტანი :)
საღამოობით აქ  არ მოგაწყენენ  უამრავი რესტორნები, ბარები და დისკოტეკები, სადაც დილამდე სუფევს თავდაუვიწყარი სიმხიარულე. საინტერესო ექსკურსიები კი თქვენ დასვენებას შემატებენ  განსხვავებულ, შემეცნებით ღირებულებას
 
ჰელიკარნასი

სიძველეების მოყვარულთათვის ბოდრუმის რეგიონი ნამდვილად მონაპოვარია.
ჰელიკარნასი– თანამდეროვე ბოდრუმი– ქალაქი მდიდარი ისტორიული წარსულით. ანტიკურ ხანაში ჰელიკარასი შედიოდა დორიული ლიგის შემადგენლობაში. ცნობილი ისტორიკოსი ჰეროდოტე იყო სწორედ ჰელიკარნასის მკვიდრი.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს ქალაქში აშენდა კარიელების მეფის მავზოლის გრანდიოზული აკლდამა–მავზოლეუმი, რომელიც აღიარებული იქნა მსოფლიოს ერთერთ საოცრებად. ის გამოცდილ მოგზაურებსად კი  ანცვიფრებდა  უპირველეს ყოვლისა არა თავისი ზომებით (ნაგებობის სიმაღლე აღწევდა 50 მეტრს), არამედ თეთრი მარმარილოსგან  ბარილიეფის სახით უზადოდ შექმნილი ადამინების და ცხოველების ქანდაკებებით.
1402 წელს ქალაქი გადავიდა მალტიდან მოსულ წმ. იოანეს ორდენის რაინდთა ხელში, ამ დროისთვის ცნობილი აკლდამა ნაწილობრივ დანგრეული იყო მიწისძვრით. მავზოლეუმის ბლოკები შემდგომში აგრეთვე გამოიყენეს წმ. პეტრეს ციხესიმაგრის (1494-1522 წწ) მშენებლობისას, რომელიც დღესაც დგას და წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს. ხოლო ქანდაკებები რომლებიც ოდესღაც ამშვენებდნენ მავზოლეუმს შესაძლებელია ნახოთ ლონდონის ბრიტანულ მუზეუმში.
მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის აღიარეული ჰელიკარნასის მავზოლეუმის  შემდეგ აქ შესაძლებელია მოინახულეთ კიდევ ერთი უნიკალური ძეგლი– აპოლონის გრანდიოზული ტაძარი დიდიმში, რომლის აღიარება მსოფლიო მე–8 საოცრებად წარმოადგენდა სერიოზული განხილვის საგანს. დიდიმი იზიდავს ტურისტებს თავისი უნიკალურობით. მისი სანაპიროები თითქოს დასერილია პატარა ზომის ნახევარკუნძულებით, ჰორიზონტზე კი მოჩანს ეგეოსის ზღვის კუნძულთა მოხაზულობა. უამრავი ყურეები და ნავსადგურები, ულამაზესი სანაპიროები, თვალწარმტაცი ბუნება და აქ გატარებული უმშვენიერესი დრო მოგანიჭებთ საოცარი აღტაცების შეგრძნებას.
 
თანამედროვე ბოდრუმი

თანამედროვე ბოდრუმი წარმოადგენს მომაჯადოებელ საკურორტო ქალაქს თეთრი სახლებით, ნავსადგურებითა და უამრავი ყურეებით, „ბარების“ ცნობილი ქუჩით–მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტების საყვარელი ადგილი და თურქული თუ ევროპული ბოჰემის შთაგონების წყარო,  ევროპაში ყველაზე დიდი  დისკოტეკით. ბოდრუმი– ეს არის ქალაქი სადაც  ცხოვრება დუღს 24 საათის განმავლობაში.
დილით დამთავრებული დისკოტეკიდან წამოსულ ახალგაზრდები უკვე შუადღეზე  ირუჯებიან ბოდრუმის უმშვენიერეს სანაპიროზე.  სანაპირო ზოლო ბოდრუმში არის მრავალნაირი: ქვიშიანი, ქვიშიან–ქვიანი და აგრეთვე პლატფორმა. ზღვა აქ საოცრად სუფთაა და ხმელთაშუა ზღვისგან განსხვავებით ყველაზე ცხელ თვეს– აგვისტოშიც კი  ის გამხნევებთ და გაგრილებთ. წყლის ტემპერატურა აქ დაახლოებით 25 გრადუსია. კლიმატი კი ბევრად გრილი და სასარგებლოა.

ბოდრუმში თქვენ გელოდებათ მდიდრული თეთრი იახტები, თანამედროვე სასტუმროები, რესტორნები ნამდვილი გურმანებისთვის, ღამის კლუბები და ყველაზე დიდი დისკოტეკა ევროპაში–ჰელიკარნასი! „ბარების“ ცნობილი ქუჩა უამრავი თავშესაქცევი ადგილებით, სადაც თქვენ აუცილებლად იპოვით „თქვენ“ ბარს. ბოდრუმი იალქნიანი სპორტის აღიარებული ცენტრია. აქედან იწყება დაუვიწყარი კრუიზები ეგეოსის ზღვაზე.

ჰელიკარნასი– ყველაზე დიდი დისკოტეკა. კლუბი გაიხსნა 20 წლის წინ და მას ნამდვილად დამსახურებულად უწოდებენ  "The Most Beautiful Night Club in the World".  ის განლაგებულია პირდაპირ ზღვის სანაპიროზე, საიდანც იშლება ულამაზესი ხედი ზღვასა და წმ. პეტრეს ციხესიმაგრეზე.  დისკოტეკა იტევს 5000 ადამიანს. აქ ეწყობა მსოფლიოში საუკეთესო ლაზერული შოუ პროგრამები, გამოდიან ცნობილი მუსიკოსები, მსახიობები და დიჯეები. პარასკეობით და შაბათობით კი ეწყობა ცნობილი ქაფის დისკოტეკა (Foam Party).  ღამის 2.00 საათზე სცენაზე გამოაგორებენ ქაფის სატყორცნელ მოწყობილობებს  და ყველა იქ მყოფს ზემოდან ასხამენ ქაფს, სანამ მისი დონე არ მიაღწევს ერთნახევარ მეტრს, შესაძლებელია მეტსაც. არ დაგავიწყდეთ წინასწარ ჩააბაროთ საათი და მობილური ტელეფონი შემნახველ საკანში , რადგან ქაფის დისკოტეკის შემდეგ ისინი ნამდვლად იქნება გადასაგდები.
გარდა Foam Party–ს ჰელიკარნასში ყოველ დღე ეწყობა სხვადასხვა  თემატური პროგრამები. მაგალითად, კვირა დღეს– Ladies Night. ამ დღეს გოგონებისთვის შესვლა 2–ჯერ იაფია ვიდრე ჩვეულებრივ. ღირებულებაში შედის 2 ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი ან 1 უცხოური წარმოების.
ორშაბათობით–თურქული მუსიკის ღამე, სამშაბათობით– Beer night 22.00–დან 1.00–მდე ლუდი ყველასთვის უფასოა!

თუ თქვენ გსურთ ბოლომდე მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას და რაც მთავარია გსურთ აქტიური დასვენება,  მაშინ აუცილებლად გაემგზავრეთ ბოდრუმში, შეუერთდით ამ ქალაქის  ცხოვრების ენერგიულ და მხიარულ რიტმს,  რომელიც არ ჩერდება არც ერთი წამით და შეიგრძენით თქვენი საკუთარი დღესასწაული.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2010 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121