განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
08 მაისი, 2024. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
30.06.2010
აპარტამენტების იჯარა - ბულგარეთი, ჩერნოგორია, თურქეთი და კვიპროსი
 
ამ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ზღვაზე დასასვენებლად საზღვარგარეთ საოჯახო აპარტამენტების ქირაობა.  განსაკუთრებით კი ეს აქტუალურია თუ დასასვენებლად მიემგზავრება ოჯახი ერთ თვემდე პერიოდით. 
 
აპარტამენტები ოჯახური დასვენებისთვის ძალზე მოსახერხებელი და ამავე დროს საკმაოდ ეკონომიურია გრძელვადიანი ქირის შემთხვევაში. ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარულია ბულგარეთი, ჩერნოგორია, თურქეთი და კვიპროსი. უძრავი ქონების ბაზარი ამ ქვეყნებში საკმაოდ განსხვავებულია. ბულგარეთში და ჩერნოგორიაში თქვენ შემოგთავაზებენ შედარებით დაბალ ქირას, მაგრამ მზად უნდა იყოთ რომ დათმოთ სერვისი და მეტი ძალისხმევა მოანდომოთ ხარისხიანი ობიექტის მოსაძიებლად. კიპრსა და თურქეთში საიჯარო ბაზარი მეტადაა განვითარებული, თუმცა გაცილებით ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და სერვისი აძვირებენ იქ ცხოვრების საფასურს.

ჩამოთვლილი ოთხი საკურურტო ზონიდან ჩვენთვის ალბათ მეტად მოსახერხებელი და აქტუალურია  თურქეთი, გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და ტერიტორიული სიახლოვის გამო და ასევე ბულგარეთიც, სადაც ყოველწლიურად საზაფხულო პერიოდში თურქეთის მსგავსად ინიშნება ჩარტერული რეისები.

ობიექტების ყველაზე დიდ არჩევანს დღესღეობით სთავაზობს მომხმარებელს ბულგარეთი, სადაც საკმაოდ დიდი პრობლემებია უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ გასაყიდად განკუთვნილი ობიექტთა უმრავლესობა, რომლებიც არ გაიყიდა, საზაფხულო პერიოდში ქირავდება.

ისინი ვინც გეგმავენ ზაფხულის თვეების გატარებას ბულგარეთში მოახერხებენ ამას შედარებით დაბალი ბიუჯეტით. კომპლექსში აპარტამენტის დაქირავების ფასები ბულგარეთში იწყება 100 ევროდან კვირაში. ამ ფასად შესაძლებელია იქირაოთ მაგალითად მზიან სანაპიროზე  ზღვიდან  ფეხით სასიარულო მანძილზე განლაგებული სტუდია ბასეინით.  მიუხედავად დიდი სიიაფისა ბულგარეთში არის საკმაოდ ძვირიანი ობიექტებიც მაგალითად 250 კვ. ვილა 500 მ-ში ზღვიდან ალბენაში დაგიჯდებათ 4800 ევრო კვირაში.

ყველაზე ძვირიანი აპარტამენტები განლაგებულია ვარნაში, უფრო იაფი- მზიანი ნაპირისა და ბურგასის მიდამოებში.

საერთოდ ვილა საკმაოდ იშვიათობაა ბულგარეთისთვის. სანაპიროზე აქ ძირითადად განლაგებულია კომპლექსები აპარტამენტებით. ბულგარეთში საიჯარო ბაზრის 95% -ს შეადგენს აპარტამენტები და მხოლოდ 5%-ს -ვილები.

ჩერნოგორიაში ბულგარეთის მსგავსად ვილის მოძებნა  არც ისე მარტვია. ის უნდა ეძებოთ პოპულარულ რაონებში. ყველაზე ძვირიანი კურორტებია აქ- ბუდვა, ტივატი, პეტროვეცი, ბეჩიჩი, სადაც იჯარის ღირებულება 30%-ით მაღალია სხვა კურორტებთან შედარებით. როგორც წესი ვილების იჯარის ოდენობა აქ იწყება თვეში 2 ათასი ევროდან.
 
თურქეთსა და კვიპროსზე საიჯარო ბაზარი ბევრად მეტად განვითარებულია ვიდრე ბულგარეთსა და ჩერნოგორიაში. და თუ წინასწარ დაიჭერთ თადარიგს დასავენებელი ობიექტის შერჩევა აქ არ წარმოადგენს სიძნელეს. თურქეთში აპარტამენტების ერთკვირიანი ქირა დაგიჯდებათ მინიმუმ 150 ევრო (ერთი საძინებელი, 50 კვ.მ) მაგალითად, ასეთ ფასად შესაძლებელია იქირაოთ აპარტამენტი  კომპლექსში ბასეინით ალანიაში (კონიალტის რაიონი, 15 წთ. ფეხით სავალი ზღვამდე).

იჯარის ფასმა შესაძლებელია მიაღწიოს 11 ათას კვირაში- მაგალითად, ასეთ ფასს მოგთხოვენ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტერიტორიაზე 1100 კვ. მ ინდივიდუალურ რეზიდენციაში კურორტ კემერში

თურქეთს გააჩნია განსხვავებული ხიბლი განსაკუთრებით მათთვის ვინც ისვენებს ოჯახით ან დიდი კომპანიით, მათ თურქეთში სთავაზობენ აპარტამენტებს და ვილებს მაღალი კლასის სასტუმროების ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ერთი მხრივ თქვენ გაქვთ შესაძლებელობა იცხოვროთ იზოლირებულად ოჯახით ან მეგობრებთან ერთად ერთ ობიექტზე და მეორეს მხრივ მაქიმალურად ისარგებლოთ სასტუმროს კომფორტით (ინფრასტრუქტურა, ანიმაცია, კვება all inclusive)

თურქთში შედარებით მაღალფასიანი კურორტები განლაგებულია ეგეოსის ზღვაზე, საბიუჯეტო კი თავმოყრილია- ხმელთაშუაზე.  მაგალითად, ეგეოსის ზღავაზე მარმარისიდან 10 კმ-ში და ზღვის სანაპიროდან 500 მეტრში შესაძლებელია იქირაოთ აპარტამენტები 3 საძინებლით, 2 სააბაზანო ოთახით, ტერასით და ბასეინით კვირაში 640 ეროდ.  სოფელ გუნდოგანში (19 კმ ბოდრუმიდან) 300 ევროდ კვირაში შემოგთავაზებენ 105 კვ. მ ფართობის აპარტამენტებს ბაღით, 2 საძინებლით, 2 საბაზანოთი, ტერასით. ვილა კი ბოდრუმიდან 10 კმ-ში და 800 მეტრში ზღვის სანაპიროდან  4 საძინებლით, 3 სააბაზანოთი, ბაღით, ტერასით, აივნით და ბასეინით დაგიჯდებათ კვირაში 1 ათასი ევრო.

ბევრად შეღავათიან ფასებშია შესაძლებელი დასვენება ხმელთაშუა ზღვაზე. მაგალითად, ალანიიდან 6 კმ-ში ქირავდება აპარტამენტები 200 ევროდ კვირაში. აპარტამენეტში შედის: 2 საძინებელი, 2 სააბაზანო ოთახი, ტერასა და აივანი.

ყველაზე ძვირი  დასვენება არის კვიპროსზე, სადაც ფასები იჯარაზე იწყება 280 ევროდან კვირაში.

ყველაზე ცხელი სეზონია - ივლისი და აგვისტო. ამ დროს ფასები ყველგან იზრდება 20-30 %-ით. უმრავლეს შემთხვევაში იჯარის მინიმალური პერიოდია 1 კვირა. რაც უფრო დიდ პერიოდზე ქირაობთ ობიექტს მით უფრო სარფიანია დამქირავებლის წინადადება.

როგორც წესი აპარტამენტის დასაჯავშნად მეპატრონე (და არა ტურისტული ან უძრავი ქონების სააგენტო) ითხოვს წინასწარ 20% გადახდას, ხოლო დარჩენილ თანხას კი ადგილზე ჩასვლისას. 
 
შესაძლებელია მოგთხოვონ აგრეთვე  200-300 ევრო დეპოზიტის სახით იმ შემთხვევისთვის თუ თქვენ მოახერხებთ რაიმეს გაფუჭებას დასვენების დროს.
სანამ დაჯავშნით ობიექტს აუცილებლად დაინტერესდით შეიცავს თუ არა საიჯარო თანხა წყლის და ელექტროენერგიის ხარჯებს, დალაგებას და სხვა. 
 
 
ერთსაძინებლიანი აპარტამენტები საცხოვრებელ კომპლექსში * **
 
ვარნა (ბულგარეთი) - €230
ბურგასი (ბულგარეთი) - €170
ბუდვა (ჩერნოგორია) - €300
ანტალია (თურქეთი)  - €200
ბოდრუმი (თურქეთი)  - €300 
ლიმასოლი (კვიპროსი)  - €350
პაფოსი (კვიპროსი) - €390
 
 ორსაძინებლიანი ვილა ბასეინით* **

ვარნა (ბულგარეთი) - €380
ბურგასი (ბულგარეთი) - €300
ბუდვა (ჩერნოგორია) - €400
ანტალია (თურქეთი)  - €350
ბოდრუმი (თურქეთი)  - €450 
ლიმასოლი (კვიპროსი)  - €600
პაფოსი (კვიპროსი) - €500

კურორტებზე საზაფხულო იჯარის მინიმალური ფასები(€)*
* კვირაში, ივლისი–აგვისტო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121