განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
19.06.2010
შოპინგი სტამბოლში
 
ზაფხულის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტია ალბათობა რომ მოხვდეთ სტამბოლში, გავლით მაინც.  რა თქმა უნდა თქვენ არ დატოვებთ ამ ქალაქს ისე რომ თქვენმა ბარგმა არ მოიმატოს წონაში რამდენიმე კილოგრამი :-) რადგანაც სტამბოლი მსოფლიო შოპინგის აღიარებული დედაქალაქია.

ტრადიციულ ბაზრების გარდა სტამბოლში  უამრავი თანამდროვე სავაჭრო ცენტრებია, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდები.

უძველესი დროიდან ისე ჩამოყალიბდა რომ ქალაქის სხვადასხვა რაიონში განლაგებულია განსხვავებული თემატიკის ბაზრობები და მაღაზიები, ამიტომ სხვადასხვა ნივთებისთვის თქვენ მოგიწევთ გაემგზავროთ სტამბოლის სხვადასხვა ნაწილში. 

რაიონი ნიშანტაში (Nisantasi)– ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილია ელიტარული მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ამ რაიონში თქვენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იპოვით ცნობილი დიზაინერების ბუტიკებს.

ყველაზე მოდური მაღაზიების ფილიალები განლაგებულია შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: აკმერკეზი (რაიონი ეტილერი), კარუსელი (ბარიკეი), კაპიტოლი (ქალაქის აზიური ნაწილი), ქუჩებზე ბახარიე და ბაგდატ, აგრეთვე გალერეაში ატაკეი (რაიონი ატაკეი).

აკმერკეზი წარმოადგენს ევროპაში ერთერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს.
 
ტყავისგან დამზადებული ნივთები (ფეხსაცმელი, ჩანთები, ტანსაცმელი) გამორჩეული ძალიან მაღალი ხარისხით და მისაღები ფასებით იყიდება მაგალითად მაღაზიაში „პეკდჟან“ აია სოფიას გვერდზე ქუჩაზე სახელად ალემდარ. მოპირდაპირე მხარეს კი მაღაზია „ოტაგ“ ვაჭრობს კასეტებით, რომლებზეც ჩაწერილია ნამდვილი თურქული მუსიკა და ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტებით.  მრავალფეროვანი კერამიკის ნაკეთობები შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძნოთ საკმაოდ დაბალ ფასებში მაღაზიაში „დეტტახ“, მდებარე ეკლესია კარიეს გვერდით.

თუ თქვენ გაინტერესებთ თანამედროვე თურქი დიზაინერების ნაკეთობები, მაშინ გაემართეთ სტამბოლის რაიონ ტაკსიმში  ქუჩაზე ისტიკლალი. აქ თქვენ აღმოაჩენთ საკმაოდ ძვირიან, მაგრამ ძალიან კარგ ფეხსაცმელებით, ტანსაცმლით, ინტერიერის ნივთებითა და მოდური ბიჟუტერიით მოვაჭრე ბუტიკებს.

საშუალო ფენის სტამბოლელები კი ამჯობინებენ ტანსაცმლის და ფეხსაცმელების შეძენას ქალაქის გარეუბანში, აეროპორტის გზაზე განლაგებული რაიონის ზეიტინბურნის მაღაზიებში. აქ წარმოდგენილი საქონლის ხარისხი მაღალია, ფასები კი შედარებით დაბალი.

აუცილებლად ესტუმრეთ აგრეთვე ემინონიუს რაიონში განლაგებულ ეგვიპტურ ბაზარს, რომელიც წარმოადგენს ტკბილეულისა და ნუგბარის სამეფოს. რას ნახავთ აქ, ბაზრობის მიდამოებში ჰაერიც კი გაჯერებულია ტკბილეულისა და სანელებლების თავბრუდამხვევი არომატით. ტკბილეულობა აგრეთვე შესაძლებელია შეიძინოთ ენიჩერლერის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში. ამ ქუჩაზე იყიდება აგრეთვე ნამდვილი თურქული საპონი, განთქმული ჯერ კიდევ შუა საუკენეებში.

სულთანახმეტის ბაზარი წარმოადგენს ძველი ქალაქის მეორე სავაჭრო ცენტრს.
 
სტამბოლის ბაზრობები
ღია ბაზრობები– ეს არის იდეალური ადგილი ეკონომიური შოპინგისთვის. ისინი, ვინც არ სტუმრობენ ბაზრობებს და მიჩვეულნი არიან ტანსაცმლის ყიდვას ელიტარულ ბუტიკებში აქაური ფასების ნახვისას ვერ დამალავენ  გაკვირვებას.

სტამბოლის ყველაზე ცნობილი ბაზრობებია: ბაზრობა ულუს რაიონში, ხუთშაბათობით; ბაზრობა ეშილკეის რაიონში, ოთხშაბათობით და ბაზრობა კადიდკეი, სამშაბათობით.

აქ შესაძლებელია შეიძინოთ მოდური ტანსაცმელი ზომიერ ფასებში. გარდა ამისა, ბაზრობაზე ფატიხში (ოთხშაბათობით), ბეშიკტაში (შაბათობით) და ფინდიკზადე (პარასკეობით) გამოფენილია ტანსაცმლის, სამზარეულო მოწყობილობების და დეკორატიული ნაკეთობების  უზარმაზარი ასორტიმენტი.

თქვენ გულგრილად ვერაფრით ჩაუთვლით  ძველ ქალაქში განლაგებულ დიდ დახურულ ბაზარს, ეს არის აღმოსავლური ვაჭრობის სასწაული კილომეტრიანი ქუჩებით და  უთვალავი ფარდულებით. აქ შესაძლებელია შეიძინოთ  ყველაფერი. დიდი მოთმინების წყალობით, დაკვირვებული თვალით და კარგი შევაჭრებით არ არის გამორიცხული რომ აქ შეიძინოთ საკმაოდ ღირებული, ძვირფასი ნივთები საუკეთესო ფასად.

დახურულ ბაზარზე (კაპალი ჩარში) განლაგებულია  4000–მდე პატარა მაღაზიები. ბაზარი ღიაა დილის 8.00–დან 19.00–მდე ყოველ დღე, კვირის გარდა.
სტამბოლის ძველმანების ბაზრობებზე (Flea market) ისეთებზე როგორიცაა მაგალითად სახაფლარ ჩარშისი და ჩინარალტი (რაიონი ბეიაზიტი) წარმოდგენილია როგორც ძველებური ისევე თანამედროვე ნივთების უზარმაზარი არჩევანი. აგრეთვე ბაზრობა ტოპკაპი, ჩუკურჯუმა (ჯიხანგირის რაიონი), ბიუკ ხამამ სოკაკ (უსკუდარ). ეს ბაზრობები ღიაა ყოველდღიურად.

არ დაგავიწყდეთ , რომ სტამბოლში უნდა შეევაჭროთ ყველგან გარდა ევროპული სუპარმაკეტებისა და პატარა სასურსათო ფარდულებისა.
 
გისურვებთ წარმატებულ შოპინგს !
 
 
სტამბოლის მოდური მაღაზიების მისამართები:

AKMERKEZ Etiler. Tel 0212 282 01 70.
ATRIUM Atakoy. Tel 0212 661 48 33.
BAUHAUS E-5 Karayolu Icerenkoy. Erenkoy. Tel 216-416 85 90.
CAPITOL Tophanelioglu Cad. Altunizade. Tel 216-391 19.
CARREFOUR E-5 Karayolu Ankara Istikameti uzeri Erenkoy. Tel. 0216 416 23 22.
GALLERIA Bakirkoy - Istanbul. Tel 0212 559 95 60.
G-MALL Kadirgalar Cad. No:3 Macka. Istanbul. Tel 0212 296 98 76.
MASLAK CARSI Maslak. Tel 0212 285 05 20.
MetroCity Levent Tel. 0212 344 06 60
OLIVIUM Prof. Dr. Muammer Aksoy Cad. No: 1/1. Zeytinburnu. Tel. 0212 582 00 34.
PABETLAND Buyukdere Cad. 57/1. Maslak. Tel. 0212 285 21 85.
PROFILO ALISVERIS MERKEZI Cemal Sahir Cad. Mecidiyekoy. Tel. 0212 216 44 00.
TOWN CENTER Incirli Cad. Bakirkoy. Tel. 0212 466 07 70.
 
მაღაზიები როგორც წესი მუშაობენ დილის 9.30–დან 19.00 საათამდე, შესვენება 13.00–14.00. დასვენების დღე–კვირა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121