|
|
10.06.2010
მალდივის კუნძულები- რეალობად ქცეული ზღაპარი!
მალდივები.. აქ არ არის არც რადიო, არც ტელევიზორი, არც ტელეფონი... არაფერი ის რამაც შეიძლება მოგწყვიტოთ მალდივებზე პროპაგანდის საგნად ქცეული ძირითადი საქმიანობისგან - სრული რელაქსაცია და დასვენება.
ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი და ოკეანის ტალღების ხმა, ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ფეხებზე მოლამუნე თბილი წყალი. ეს ზღაპრული ხმები და ულამაზესი ბუნება ჩრდილავს ნებისმიერ ყველაზე საინტერესო ტელეგადაცემას და სურვილი აიღოთ ხელში ტელეფონის ყურმილი გაგიჩნდებათ მხოლოდ იმისთვის რომ უბრალოდ გაუზიაროთ ვინმეს ბედნიერების შეგრძნება რომელიც აქ დაგეუფლათ.
მათ კი ვისაც პირიქით ძაბავს ცივილიზებული სამყაროდან სრული მოწყვეტა დამატებით საფასურად შეუძლიათ შეავსონ თავისი ნომერი ტელევიზორითა და დივიდი ფლეერით.
უკიდეგანო ოკეანის მარგალიტები
მალდივის კუნძულები ითვლება ერთერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად დედამიწაზე, ისინი თითქოს შექმნილია მოსიყვარულე წყვილებისთვის. მალდივის კუნძულები გადაშლილია ინდოეთის ოკეანეში 850 კმ სიგრძეზე ვერტიკალური ვიწრო ჯაჭვის სახით. თვითფრინავის ილუმინატორიდან ისინი წააგავს ოკეანის ლაჟვარდოვან ზედაპირზე დაგდებულ მარგალიტების მძივს. ადრენალინის მომატებას იგრძნობთ უკვე კუნძულებთან მიახლიოებისას, რადგან დასაფრენი ზოლი იმდენად პატარაა, რომ მოგეჩვენებათ თითქოს თვითფრინავი ჯდება პირდაპირ ოკეანის ზედაპირზე. მალდივებზე მიემგზავრებიან ნამდვილი დასვენებისთვის და ხშირად სურვილით რომ მოძებნონ საკუთარი პერსონალური, უკაცრიელი კუნძული. აქ ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ქვეყანას გააჩნია 1190 მინიატურული კუნძული, დაუდევრად გაფანტული უკიდეგანო ოკეანეში. ასე რომ დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მეორე დღესვე გაემგზავრეთ თქვენი მყუდრო, ზღაპრული და პერსონალური ნავსაყუდრის საძიებლად. დღის განმავლობაში კურორტების მახლობლად მდებარე ზოგიერთი უკაცრიელი კუნძული შესაძლებელია დაათვალიეროთ და გამოიკვლიოთ კიდეც და იგრძნოთ თავი რობინზონ კრუზოდ :–), საღამოს კი გაემგზავროთ რომელიმე კურორტზე. ისინი აქ საკმაოდ მრავლადაა – 73, თითოეულ უკაცრიელ კუნძულზე თითო კურორტია განლაგებული.
თუ გაქვთ სპეციალური ფეხსაცმელი მაშინ ოკეანის წყლის უკუქცევის დროს, როდესაც წყალი ფარავს მხოლოდ ქუსლის მიდამოებს შესაძლებელია იმ ადგილას მისვლა სადაც ოკეანის ტალღები ეხეთქება მარჯნის რიფებს. რიფების გასწვრივ ამ დროს ოკეანის წყლის სიმაღლე დაახლოებით 10 სმ-ია, მარჯანი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები ოდნავ მოტიტვლებულია, ზოგიერთი თევზი კი ცდილობს დაიმალოს დარჩენილ წყალში. ეს განსაცვიფრებელი სანახაობაა! რომანტიკა ორისთვის
მალდივის კუნძულებზე არც იფიქროთ გამგზავრება ხმაურიანი კომპანიის თანხლებით. ეს კუნძულები არის შექმნილი – ორისთვის. თუ ამ უზარმაზარ სამყაროში თქვენ უკვე იპოვეთ ერთმანეთი და გადაწყვიტეთ აღარასრდოს დაიკარგოთ, მაშინ ამის აღნსანიშნავად ყველაზე სწორი იქნება გაემგზავროთ მალდივის კუნძულებზე. როგორც უკვე ავღვნიშნეთ ეს არის ერთერთი ყველაზე რომანტიული ადგილი დედამიწაზე. ტურისტების განთავსება ძირითადად ხდება ცალკეულ ბუნგალოებში. როგორც წესი ყველა ბუნგალო იზოლირებულია ერთმანეთისგან ულამაზესი ტროპიკული მცენარეებით, საკუთარი პატარა ბასეინით, კომფორტული განიერი ტახტებით, მაგიდით და გასაშლელი სკამებით რომლებიც განთავსებულია ულამაზეს ბაღში, პირდაპირ ბუნგალოს შესასვლელში.
დროის ტარების მოყვარულებთა საყურადღებოდ! -მალდივის კურორტებზე არ არის ყოველდღიური ანიმაციური პროგრამები (იტალიური სასტუმროების ქსელის გამოკლებით), მაგრამ სწორედ ამაში ვლინდება დასვენების მალდივური სტილი, სადაც ტურისტების გართობა არ წარმოადგენს თვითმიზანს. სიწყნარე, განმარტოება, სასიამოვნო საღამო წყნარი მუსიკის თანხლებით, ცივი ეგზოტიკური კოქტეილით ბარში, ოკეანის ტალღების ხმით სანაპიროზე, რომანტიული ვახშამი სანთლებით...
ძირითადი გართობა– ტრაპეზები ჩინურ, იტალიურ და ადგილობრივ ნაციონალურ რესტორნებში, კარაოკე და ცეკვები ბასეინთან. პროგრამის დედაბოძად ითვლება ღამის თევზაობა. როგორც წესი თევზჭერა აქ ყოველთვის საკმაოდ წარმატებულია და დაბრუნების შემდეგ თქვენივე მონაპოვარით და ცივი ღვინით ასევე სანთლების თანხლებით გაგიმასპინძლდებიან წყლის ნაპირას პატარა „ბარბექიუში“ – ერთგვარი თევზის სამწვადე.
დაივინგი- გართობის ეს საშუალება კი მალდივის კუნძულებზე უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი. ჩამოსულ ტურისტთა დაახლოებით 60% ერთხელ მაინც ჩადის წყლის ქვეშ. აქ არის ასობით მონიშნული და დასახელების მქონე წყალქვეშა ღირსშესანიშნაობები, რომელთა უმრავლესობა განლაგებულია კურორტების მახლობლად, სადაც ხორციელდება დაივინგ-კრუიზები. თევზების მრავალფეროვანი სახეობების და მარჯნის რიფების გარდა მალდივებზე არსებობს სხვა სახის დაივინგიც : აქ ნახავთ უზარმაზარ კუებს, ზვიგენებს ასევე შესაძლებელია დაათვალიეროთ ჩაძირული გემები. დაივინგის მოყვარულთათვის ყველაზე პოპულარული ადგილია Maldive Victory კუნძულ ხუხულეს შორიახლოს. სასარგებლო ინფორმაცია
მალდივების დედაქალაქის მალეს აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლისას აუცილებელია გახსოვდეთ რომ მალდივის რესპუბლიკის კანონების თანახმად გარდა სტანდარტული ჩამონათვალისა- ნარკოტიკები და იარაღი- ქვეყანაში არ შეიძლება შეიტანოთ : ანტიისლამური ლიტერატურა, სამხედრო ატრიბუტიკა, ღორის ხორცის ნებისმიერი პროდუქტი, ალკოჰოლი.
სასტიკად აკრძალულია პლიაზჟე საცურაო კოსტიუმის გარეშე გარუჯვა- დარღვევისთვის დაწესებულია უზარმაზარი ჯარიმები. კუნძულებზე ძირითადად განლაგებულია ძვირიანი სასტუმროები, რომელთა ფასები იწყება $800-დან. არის აქ 3 ვარკვლავიანი სასტუმროებიც სადაც ჩერდებიან დაივინგის ფანატები, რომლებიც დასვენების უდიდეს დროს ატარებენ წყლის ქვეშ და სულ არ წუხან სასტუმროს ნომრების ფეშენებელურ დონეზე.
მათთვის კი ვისაც სურს მიიღოს მალდივებზე მაქსიმალური სიამოვნება გატყობინებთ, რომ ყოველ სასტუმროში შესაძლებელია ესტუმროთ sра- ცენტრებს, სადაც შემოგთავაზებენ მასაჟის სახეობათა უზარმაზარ ჩამონათვალს: მასაჟი რელაქსაციური, მასაჟი გარუჯვის შემდეგ დამაწყნარებელი ზეთებით, მასაჟი არომატიზირებული ზეთებით, რომანტიული მასაჟი ორისთვის - ფასები ამგვარი სიამოვნებისთვის იწყება 150 დოლარიდან.
დაივინგი, თევზაობა ($500 იახტა სამ კაცზე 6 საათით), გასეირნება თვითმფრინავით არქიპელაგის თავზე, სამახსოვრო სურათების გადასაღებად (15-20 წუთი- $70), ექსკურსია დედაქალაქში მალე- 1 საათში მოივლით მთელ ქალაქს (გიდი ერთი საათით- $10) დაივიწყეთ ნაღდი ფული!
მალდივებზე მოქმედებს სისტემა ” ალია-ქარდი” , ნაღდი ფულის ქონა და გადახდა საჭირო არ არის, ბარებში და რესტორნებში თქვენ მხოლოდ ხელს აწერთ ჩეკებს და შემდეგ კუნძულებიდან გამგზავრებისას სასტუმროში დაფარავთ გამოწერილ ჩეკებს, ასევე გადაიხდით ექსკურსიების თუ SPA მასაჟების საფასურს. გადახდა წარმოებს დოლარში, დოლარის დახურდავება ადგილობრივ ვალუტაზე არ მოითხოვება. მიიღება ყველა პლასტიკური ბარათი.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა თქვენს ანგარიშებს დაემატება მომსახურების 10%. ანგარიშის გაკონტროლება შესაძლებელია ნომრიდან გაუსვლელად, საკმარისია ჩართოთ ტელევიზორი და აირჩიოთ ოფცია ”ანგარიში”.
მალდივებზე უნდა ივაჭროთ-ფასი სუვენირებზე შესაძლებელია დააკლებინოთ მაგალითად 15 დოლარიდან 3-მდე. სუვენირებად აქ შესაძლებელია შეიძინოთ სხვადასხვანაირი ნიჟარები, ზვიგენის კბილები, ხისგან გამზადებული თევზების ფიგურები, ტამტამი, კედელზე დასაკიდებელი სურათები თევზებითა და კუნძულის ულამაზესი ფოტოებით, ცეილონური ჩაი ლამაზად გაფორმებული ყუთებით. ყველაფერი ეს სახლში დაბრუნებულებს კი გაგახსენებთ იმ უმშვენიერეს დღეებს გატარებულს მალდივებზე. |