განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
02.06.2010
ყველაზე ინტიმური და რომანტიული კურორტები– მსოფლიოს TOP-10 „ულტრა ბუტიკი“ სასტუმრო

როგორ ოცნებობთ შვებულების გატარებას?  ზოგიერთს ოცნებად აქვს მიეფიცხოს მზეს ყველაზე ხალხმრავალ და პოპულარულ პლიაჟებზე, სხვები მზად არიან დილამდე იცეკვონ და განთიადს შეხვდნენ საცეკვაო მოედანზე. მათ კი ვინც უკვე იპოვეს თავის მეორე ნახევარი,  ზოგჯერ  უჩნდებათ სურვილი დაემალონ მთელ ქვეყანას და დატკბნენ მხოლოდ თავისი სიყვარულით. სწორედ ასეთი ბედნიერი წყვილებისთვის  არსებობს პატარა ინტიმური სასტუმროები, ნომრების მცირე რაოდენობით, რაც საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ახალ ნაცნობობას და დრო მთლიანად დაუთმოთ  საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს. 
 
ბანგკოკი- სასტუმრო The Eugenia
პირველ ადგილზეა ბანგკოკი, თუმცა  ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის,  ტაილანდში ყოველთვის ფასობდა ყველაფერი რაც უკავშირდება გრძნობებს, სიყვარულსა და სიამოვნებას. სასტუმრო The Eugenia 10 ნომრითა და უმდიდრესი იაგურების ავტოპარკით, ყოველთვის მზადაა მიგიღოთ და მოგემსახუროთ. მე-19 საუკუნის  კოლონიალურ სტილში აგებული შენობა სასტუმროს მატებს კიდევ უფრო მეტ დახვეწილობასა და რომანტიზმს.
http://www.theeugenia.com
 
ვირჯინიის კუნძულები-სასტუმრო Katitche Point Greathouse
კარიბისა და ატლანტიკური ოკეანის საზღვარზე მდებარე  ვირჯინიის კუნძულები წარმოადგენენ  ჩვენი პლანეტის  ერთერთ სამოთხის კუთხეს, სადაც ჰაერიც კი გაჯერებულია რომანტიულობით. კუნძულ  Virgin Corda-ს სანაპიროზე  განლაგებულია პატარა სასტუმრო Katitche Point Greathouse სადაც სულ 4 ნომერია.  ნომრების რაოდენობრი სიმცირე აქ უკუპროპორციული  მათი ზომისა და კომფორტისა. თქვენს განკარგულებაშია  უზარმაზარი ლოჯები დაკიდებული ჰამაკებით, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიეცეთ განცხრომას თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად და დატკბეთ არაჩვეულებრივი პეიზაჟებით.  
http://www.katitchepoint.com
 
მარაკეში- სასტუმრო  Riad Meriem
მესამე ადგილზეა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - სასტუმრო მარაკეშში. ეს მყუდრო სასტუმრო სახელად Riad Meriem განლაგებულია მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის შუაგულში და გააჩნია მხოლოდ 5 ნომერი. სასტუმროს დიზაინი შექმნა ამერიკელმა თომას ხეიესმა. ნომრებში რომანტიკის განუმეორებელი ატმოსფეროს ქმნის  ინტიმური განათების შემქმნელი ფანრები, გარეთ მოწყობილია გამაგრილებელი ბასეინი და ტერასა კი გაწყობილი ულამაზესი ჟასმინის ყვავილებით. 
 
კოსტა რიკა- Inn at Coyote Mountain
კოსტა რიკაში ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალისგან სასტუმრო-ბუტიკი მიმალულია  საკმაოდ მიუვალ და განმარტოებულ ადგილას, მაღალ  ვულკანურ მთებში, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს 4000 მეტრს. აქ თქვენ ისიამოვნებთ საუცხოო მთის პეიზაჟებით, ორქიდეების ბაღით და ტროპიკული მცენარეებით, რომლებიც უხვადაა სასტუმროს ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა თქვენ საყვარელ ადამიანთან ასეთ საუცხოო ადგილას განმარტოებით.  ამ მთის თავშესაფარს სახელად ჰქვია Inn at Coyote Mountain.  

ვალენსია-სასტუმრო La Casa Azul
ჩვენი სიის შუაგულში მოქცეულია ერთერთი ყველაზე პატარა სასტუმრო მსოფლიოში, თუმცა არა თავისი ზომით, არამედ ნომრების რაოდენობით, რადგანაც მათი რაოდენობა აქ არ აღემატება სამს. ეს ნომრები განლაგებულია მე-19 საუკუნის შენობაში, ვალენსიის შემოგარენში, რომლის სახურავიდან იშლება შესანიშნავი ხედები ქალაქზე. ყოველი ნომრისთვის, რომელთა დიზაინი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან  აქ დათმობილია მთლიანი სართული. თუ გსურთ თავი იგრძნოთ ისე როგორც საკუთარ სახლში, მაშინ  სასტუმრო La Casa Azul თქვენთვისაა განკუთვნილი.
http://lacasaazulvinosandrooms.com
 
პატაგონია- Helsingfors
მსოფლიოს ორომტრიალისგან მიმალული პატაგონია, თავისთავად საკმაოდ ეგზოტიკური და უკაცრიელი ადგილია, სადაც ასევე მოიძებნა მცირე ზომის ინტიმური სასტუმრო. ის განლაგებულია მთის მასივის Fitz Roy მახლობლად ტბის პირზე.  ტბის და მთის პეიზაჟები ნებისმიერ დამსვენებელში ტოვებენ წარუშლელ მოგონებებს. ამ ადგილს ჰქვია Helsingfors.  
http://www.helsingfors.com.ar
 
 
შტატი ვერმონტი-სასტუმრო Pitcherinn
არსებობს Relais&Chateaux საიდუმლოებით მოცული რომანტიული სასტუმრო-ციხე კოშკების მთელი ქსელი. ამ უჩვეულო ადგილებიდან ორი მდებარეობს შტატ ვერმონტში და გააჩნიათ სულ რაღაც 11-11 ნომერი. თუ მოინდომებთ რომ  დატკბეთ ამერიკული ეგზოტიკით, თქვენ მოგიწევთ რომ გადაწყვიტოთ  თავი იგრძნოთ  მაგალითად  მოთხილამურედ, რომელიც იზამთრებს მაღალ მთებში, თუ  მოსწავლედ, რომლის საწოლის ზურგი წარმოადგენს სასკოლო დაფას? 
http://www.pitcherinn.com/
 
სამხრეთ აფრიკა- სასტუმრო The Outpost
სამხრეთ აფრიკაში არსებობს ველური ბუნების პარკი- კრიუგერის სახელობის ნაციონალური პარკი. ამ პარკის განაპირას მდებარეობს სასტუმრო 12 ნომრით, დიდი აივნებითა და შესანიშნავი ხედებით. The Outpost აღჭურვილია უახლესი, ბოლო სიტყვის სერვის ინდუსტრიით. სასტუმროს განმარტოებული მდებარობა და მის გარშემო ველური ბუნება ქმნის დაუვიწყარ რომანტიულ ატმოსფეროს.
http://www.theoutpost.co.za
 
კაბადოკია- სასტუმრო Serinn House
ალბათ გასაკვირია, მაგრამ ამ სიაში მოხვდა ერთი თურქული სასტუმროც. წარმოიდგინეთ რომ ხმაურიან კაბადოკიაში მოიძებნა პატარა სასტუმრო, რომელიც ითვლის სულ რაღაც 5 ნომერს. ნომრები გაწყობილია მინიმალიზმის სტილში. Serinn House მუდმივად ელოდება თავის რომანტიულ დამსვენებლებს.
http://www.serinnhouse.com
 
მალაიზია- JapaMala
თუ  ჩამოთვლილი პატარა სასტუმროები მაინც გეჩვენებათ საკმაოდ ხალხმრავალ ადგილებად და ველური ბუნების ფონზე გსურთ მხოლოდ თქვენი რჩეულის ხილვა, მაშინ უბრალოდ იქირავეთ ერთერთი ვილა მალაიზიის კურორტ JapaMala-ს მახლობლად მდებარე კუნძულ Tioman-ზე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121