განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
10 ივნისი, 2026. ოთხშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
16.05.2010
სად ჩავიფიქროთ სურვილი
 
სურვილი სწორედ იმიტომ არსებობს რომ ახდეს. მთავარია ის სწორად ჩავიფიქროთ. არსებობს  ადგილები, სადაც ლეგენდების თანახმად ჩაფიქრებული სურვილი აუცილებალდ ახდება.

 
პარიზი

ეიფელის კოშკზე აუცილებლად  ადის პარიზში ჩასული ნებისმიერი ტურისტი, მაგრამ ყველამ არ იცის ის რომ  უნდა შეჩერდეს  მის ქვეშ და ჩაიფიქროს სურვილი.  ამბობენ რომ  ეიფელის ქვეშ რასაც ინატრებთ ის აუცილებლად ასრულდება, რადგანაც კოშკი – ანტენა, რეტრანსლიატორი კოსმოსში აგზავნის სურვილებს.

ნორტ–დამი  არის აგრეთვე ის ადგილი, სადაც  ჩაუთქვავენ სურვილებს. ტაძრის წინ მოედანზე თქვენ დაინახავთ  ნულოვანი მერიდიანის მსგავს დიდ ფილას.  დადექით მასზე, დატრიალდით და ჩაიფიქრეთ  სურვილი. ის  აუცილებლად აგისრულდებათ.

იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ ოცნების ქალაქში, მონმარტზე მდებარე სეკრე–კერის ბაზილიკაში ხელი გადაუსვით წმინდა პეტრეს ქანდაკების ფეხს. პარიზში დაბრუნების სურვილი რომ უამრავ ტურისტს გააჩნია ამას მაშინვე  დაინახავთ როდესაც თვალს შეავლებთ ქანდაკებას :)

მონმარტზეა აგრეთვე დალიდას ქანდაკება. ამბობენ, რომ ის ვინც დახუჭული თვალებით შეეხება მის მკერდს აუცილებლად გათხოვდება.

მონმარტზე კიდევ  ერთი ძალზე საინტერესო ადგილია – „სიყვარულის კედელი“ , რომელზეც ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ დაწერილია  თითქმის ყველა ენაზე. არსებობს თქმულება, რომ თუ იპოვი კედელზე შენს მშობლიურ ენაზე დაწერილ წარწერას და შეეხები მას , ამ დროს ჩათქმული ნებისმიერი სასიყვარულო სურვილი აუცილებლად აგისრულდება. 
 
  
ამსტერდამი

ამსტერდამში წითელი ფანრების უბანში ქვაფენილის ერთერთ დიდ ფილაზე გამოსახულია ქალის მკერდი, ზემოდან კი  მამაკაცის ხელი. გადმოცემის თანახმად, მამაკაცი რომელიც ამ ქვაზე დადგება სიცოცხლის ბოლომდე არ დაკარგავს მამაკაცურ სიძლიერეს! აქ ხშირად დაინახავთ  ტურისტ ქალებს, რომლებიც  წინასწარ ზრუნავენ თავის მოზარდ ბიჭებზე და თხოვენ მათ პროფილაქტიკის მიზნით სულ ცოტახნით დადგნენ ფილაზე :)

თუ გაემგზავრებით ამსტერდამის დასათვალიერებლად საექსკურსიო გემით, არ დაგავიწყდეთ ჩაიფიქროთ სურვილი ხიდების ქვეშ გავლის შემდეგ, ჩაიფიქრეთ მხოლოდ მაშინ როდესაც შვიდივე ხიდს უკენ ჩამოიტოვებთ.  
 
ბრიუსელი

ბრუსელშიც არსებობს სპეციალური რიტუალი. ქალაქის მთავარ მოედანზე თაღის ქვეშ გავლისას თქვენ დაინახავთ კედლის ბარელიეფს– წმინდა მიხეილი და ძაღლი. ჩაიფიქრეთ სურვილი,  გადაუსვით ხელი წმინდანს და შეეხეთ ძაღლის თავს, როგორც ამბობენ სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.
 

ვარშავა

ვარშავაში სურვილის ჩაფიქრებისას გვთავაზობენ შევეხოთ წმ. იანის ეკლესიის მდებარე ზარს. ვარშავის სიმბოლო სირენკას კი – შვიდჯერ გადაუსვით კუდზე ხელი და ჩაიფიქრეთ სასიყვარულო სურვილი.

პრაღა

პრაღაში ადგილი სადაც ჩაუთქვავენ სურვილებს არის რა თქმა უნდა კარლოვის ხიდი. 14 თებერვალს,  ღამით  ხიდზე მოდიან შეყვარებულები და ითვლიან  ვარსკვლავებს. ლეგენდის თანამხმად ამ დროს უნდა იყოს  5 ცალი ვარსკვლავი. რადგანაც ზუსტად ამდენი ვარსკვლავი გამოჩნდა ცაზე, როდესაც წყალში გადააგდეს იან ნეპომუცკი, რომელმაც არ გათქვა აღსარების საიდუმლო და ამით გადაარჩინა სიყვარული.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას და სასიყვარულო სურვილების ასრულებას! 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121