განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
28 მაისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
02.05.2010
ვენის ცნობილი კაფეები!
ავტსრიული ”ბერმუდის სამკუთხედი”
 
ვენა– შემეცნებითი ტურიზმისა და ექსკურსიების მოყვარულთათვის  დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქალაქია.  უამრავ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, რომლებსაც აუცილებლად მოინახულებს აქ ჩასული ტურისტი,  ვენაში არის კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ – ეს არის ვენური კაფეები.

ელეგანტური კაფეები– ავსტრიელების ცხოვრების სტილის უპირველესი  მახასიათებელია და ტურისტებისთვის კი ავსტრიის შეცნობის ერთერთი საუკეთესო საშუალება. თუ თქვენ ამასთანავე ყავის და ტკბილეულის მოყვარულიც ბრძანდებით მაშინ ვენის გაცნობის კიდევ ერთი ამგვარი საშუალება თქვენთვის გაათმაგებულად სასიამოვნო აღმოჩნდება :) 

ვენის 1717 კაფეს შორის არის განსაკუთრებული კაფეები, პირველ რიგში კი თავისი ისტორიით. მაგალითად, ცნობილი კაფე „ცენტრალი“ და „ლანდტმანი“ ფროიდის საყვარელი კაფეები, სადაც მას არაერთი  ტრაქტატი შეუქმნია, მოცარტი და ბეთჰოვენი ასრულებდნენ თავის ნაწარმოებს კაფე „იმპერიალი“–ში , ხოლო შტრაუსის დებიუტი კი წილად ხვდა კაფე „დომმაერი“–ს , კაფე „ზახერი“–ს კედლები დამშვენებულია  ცნობილი მხატვრების ნახატებით, რომელთა საშუალებით თავის დროზე ახალბედა მხატვრებს გადაუხდიათ კაფის ანგარიშის საფასური.
 
ვენაში არის ადგილი, რომელსაც ნამდვილად ვერ ასცდება ვერც ერთი ტურისტი, მას  უწოდებენ „ბერმუდის სამკუთხედს“ , რაბენშტაიგის, იუდენგასსეს და ზაიტენშტეტგასსეს ქუჩის მიდამოები. ამ ადგილას უამრავი კაფე და ბარია.  მისი უჩვეულო დასახელება კი ავსტრიელების  აზრით დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებისმიერი ვინც ეწვევა ამ რაიონს იკარგება ბარებისა და კაფეების ორომტრიალში. თუმცა, გემებისგან გასხვავებით ტურისები რაღაც დროის შემდეგ რა თქმა უნდა „ამოყვინთავენ“ :–)
 
ვენის ცნობილი კაფეები

ვენური  კაფეების მრავალფეროვნება და მათი რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია.  გადავავლოთ თვალი მათ შორის ყველაზე ცნობილ კაფეებს.
 
მაგალითად, ძალიან საინტერესოა კაფე, რომლის ინტერიერი გააფორმა ავსტრიელმა მხატვარმა და არქიტექტორმა ფრიდრიხ ხუნდეტვასსერმა, რომელიც ცნობილია თავისი უცნაური და მრავალფეროვანი ფანტაზიით. კაფე „Hundertwasser Village”  მდებარეობს ცნობილი ხუნდეტვასსერის სახლის მოპირდაპირედ, იატაკი კაფეში ტალღისებურია, ბორცვაკებით და ორმოებით როგორც დედამიწის ზედაპირი, სკამები კი ყველა სხვადასხვანაირია. გაგანცვიფრებთ აგრეთვე ფერთა გამმა და ფორმები. ყავას კი აქ მოგართმევენ კლასიკურს: დაწყებული ჩვეულებრივი შავი ყავიდან მელანჟამდე, განსხვავებული სიმაგრის, მომზადებისა თუ სახეობის.
 
კეფე „ზახერი“ (Café Zacher)– ვენის ნამდვილი ღირშესანიშნაობა, განლაგებული ერთერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სასტუმრო ზაჰერში, რომელიც მდებარეობს ვენის ოპერის გვერდით.  პირველ რიგში ეს არის ადგილი სადაც მზადდება ვენაში საუკეთესო ვენური ტორტი სახელად– ზაჰერი.  სასტუმროს პირველ სართულზეა აგრეთვე  მაღაზია–საკონდიტროც, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ავსტიული საუცხოო და უგემრიელესი ტკბილეული.
 
კაფე „ცენტრალი“  (Café Central)
ეს არის კულინარიის ფილოსოფია, უმშვენიერესი, მდიდრული  ინტერიერი და სამზარეულო, რომელიც აყვანილია ხელოვნებისა და ფილოსოფიის რანგში. ალბათ ამის გამოც იყო ის ერთერთ უსაყვარლესი კაფე ზიგმუნდ ფროიდის, არტურ შნიცლერის, პეტენ ალტენბერგის. აქ ამზადებენ უგემრელეს ვაშლის შტრუდელს.
 
კაფე ჰაველკა (Café Hawelka)
დაარსებული ლეოპოლდ ჰაველკას მიერ 1939 წელს მხატვრებისა და მწერლებისთვის. ეს კაფე ძალიან პოპულარულია დღესაც. აქ აუცილებლად ისიამოვნებთ თუ გიყვართ არაფორმალური ატმოსფერო და არ ეძებთ მდიდრულ ინტერიერს. პოსტერებიანი კედლები, ჩე გევარას პორტრეტები და უბრალო ინტერიერი ამ არტ კაფეს დაუვიწყარ ხიბლს მატებს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121