25.04.2010
Bugatti Veyron 16.4 ათწლეულის მანქანად აღიარეს
სისხლით ან უფრო სწორედ მანქანის ზეთით, რომელიც ძარღვებში მიედინება, ,,ძმებმა“ Bugatti Veyron 16.4 და Bugatti Veyron 16.4 Grand Sport-მა მსოფლიოს ორი ყველაზე საპატივცემულო საავტომობილო გამომცემლობის ვერსიით მიიღეს ჯილდო ,,ათწლეულის ავტომობილი“.
შეგახსენებთ, რომ ჯერემი კლარქსონმა, გადაცემა Top Gear-ის უცვლელმა ლიდერმა და ტელეარხი BBC-ს წამყვანმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ,,ამ ავტომობილმა გადაწერა საავტომობილო მშენებლობის წესების წიგნი, ეს საინჟინრო აზროვნების უნიკალური ქმნილებაა, არის ნამდვილი საავტომობილო Concorde”.
ამდენად, საუკეთესოს წოდება, Top Gear-ის აზრით Bugatti-ის უკვე პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა. საბოლოოდ ასეც გამოვიდა.
გარდა ამისა, ეს სუპერმანქანა აღინიშნა ამერიკული საავტომობილო ჟურნალის The Robb Report-ის მიერ, რომელიც სპეციალიზირებულია ლუქსის ტიპის ბრენდებზე. გამომცემლობის თანამშრომლებმა ავტომობილს ათწლეულის მანქანა უწოდეს, აღნიშნეს რა, რომ ეს Bugatti სავსებით შეესაბამება ამ ბრენდის მოთხოვნებს და მის მაღალ დანიშნულებას: ადამიანებს მიანიჭოს სიხარული, სილამაზე, გაახაროს ისინი სიმძლავრით და შეუქმნას განწყობა.
როგორც Top Gear-მა, ისე The Robb Report-მა აღნიშნეს, რომ Bugatti Veyron 16.4 და Grand Sport-ს ვერ ზღუდავენ რომელიმე ერთი კატეგორიის ჩარჩოები. ეს ავტომობილები კლასების მიღმა იმყოფებიან და შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ნებისმიერი ლუქსის ტიპის ავტომობილს. ყველა ამ მიღწევისათვის Bugatti-ს ეს მოდელები იმსახურებენ ცალკე ადგილს საავტომობილო წარმოების ისტორიაში.
პირველად Bugatti Veyron-ზე ალაპარაკდნენ 1999 წელს, როდესაც გაჩნდა ამ მანქანის კონცეფტი, რომლის ბაზაზეც 2001 წელს გაჩნდა სერიული მოდელი. ამჟამად, ყოველწლიურად ხდება ასეთი 80 ავტომობილის აწყობა, რომელთაც საკმაოდ შთამბეჭდავი მახასიათებლები გააჩნიათ. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 407 კმ/სთ-ში, ხოლო საათში 100 კმ-ს სიჩქარემდე იგი აჩქარდება 2,5 წამში. მოდელის ბოლო განახლება 2009 წელს შედგა.
შთამბეჭდავი დინამიკა საკმაოდ ნათლად გამოიხატება ავტომობილის ფასშიც. Bugatti Veyron 16.4-ის შეძენის მსურველებს მოუხდებათ 1.2 მილიონი ევროს გადახდა.
რას შეეხება Grand Sport-ის მოდელს, რომელიც 2009 წლის ივლისში გამოუშვეს, მასაც ასეთი მაქსიმალური სიჩქარე აქვს, მაგრამ 100 კმ/სთ-ის ნიშნულის მისაღწევად იგი ოდნავ დიდ დროს - სტარტის მომენტიდან 2,7 წამს ანდომებს. ამასთან, უფრო მეტი ღირს - 1,4 მილიონი ევრო.
მთლიანობაში გამოდის, რომ ათწლეულის საუკეთესო ავტომობილების ღირებულება ჯამში თითქმის 3 მილიონ ევროს შეადგენს.