განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
08 დეკემბერი, 2024. კვირა
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
17.01.2012
ინდოეთში კვლავ ყველაზე იაფი ავტომობილი შექმნეს

როგორც ჩანს, Tata Nano მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი მანქანა აღარ იქნება. საკვირველია, მაგრამ უმდაბლესი ფასების სეგმენტში გადამწყვეტი როლი შეასრულა სწორედ ინდურმა კომპანიამ Bajaj Auto-მ, რომელიც საერთოთ არ არის მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი. ამ კომპანიამ, რომელიც სამბორბლიანი მოტოტექნიკის წარმოებაზე სპეციალიზდება და წარმოების მოცულობით მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს, წარადგინა თავისი ოთხბორბლიანი ნაწარმი ყოველწლიურ ავტოშოუზე ნიუ–დელიში. ექსპერტება ამ პრემიერას უკვე უწოდეს Tato Nano–ს კონკურენტი მსოფლიოში ყველაზე ხელმისწავდომი მანქანის წოდების ტარებისათვის ბრძოლაში.

ჯერჯერობით სიახლის შესახებ მინიმალური მონაცემები არსებობს, ცნობილია მხოლოდ მისი ზოგიერთი ტექნიკური მაჩვენებელი. სუბკომპაქტ Bajaj RE60–ს საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტები ექნება:
სულ რაღაც 275,2 სმ – სიგრძეში, 131,2 სმ – სიგანეში და 165 სმ –  სიმაღლეში.
ავტობობილის მასა საერთოდ ,,შემაშმოთებლად“ მოგეჩვენებათ – 398 კილოგრამი !!!.
რაც შეეხება ძალოვან აგრეგატს, ამ ინდური ავტომობილის მინიატურული კაპოტის ქვეშ განთავსდება არანაკლებად ,,მორიდებული“ 0,2–ლიტრიანი ბენზინის ძრავა, 20 ცხენის ძალის სიმძლავრით. თუ ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნობით, ამ ძრავით Bajaj RE60 საათში 71კმ/სიჩქარის განვითარებას შეძლებს და 100 კმ–ის მანძილზე 2,8 ლიტრ საწვავს დახარჯავს. აღნიშნული სიახლის ღირებულება ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ადგილობროვ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სუბკომპაქტის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია $2,2 ათასი ეღირება.

თუკი ეს სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ Bajaj–ი  გახმაურებულ Tata Nano–ს კონკურენციას გაუწევს. ამ უკანასკნელი ინდური საბიუჯეტო ავტომობილის ღირებულება დაახლოებით $3 ათასს შეადგენს, თუმცა ამ თანხად მყიდველი ისეთ ნაწარმს იღებს, რომელიც ბევრად უფრო ჰგავს თანამედროვე ავტომობილს Bajaj RE60–თან შედარებით. გასული წლის ნოემბერში Tata–მ თავისი მოდელის რესტაილინგი განახორციელა და აღმოფხვრა რიგი ნაკლოვანებები. მანქანა უფრო მძლავრი 624 სმ3 მოცულობის ძრავით აღიჭურვა, რომელსაც 38 ცხენის ძალა და ბრუნვითი მომენტის 51Hm აქვს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ამჟამად იგი ქალაქის მოძრაობისათვის შესაფერის 105კმ/სთ–ში შეადგენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გადაკეთდა ავტომობილის დაკიდება – მისი შასი უკეთესი გახდა შეცვლილი აწყობებისა და განივი გამძლეობის სტაბილიზატორის დამატების წყალობით. ამასთან, გაუმჯობესდა ხმაურის იზოლაცია და დამატებულ იქნა ზოგიერთი მოწყობილობა საბაზო მოდიფიკაციაში. ამ ფართომასშტაბიანი ცვლილებების ჩამონათვალის მიუხედავად, Tata Nano–ს ღირებულება ერთი ცენტითაც არ გაზრდილა.

გავიხსენოთ, რომ 2011 წლის დეკემბერში კომპანია Renault–მ ასევე განაცხადა თავისი ულტრასაბიუჯეტო ავტომობილის შექმნის გეგმების შესახებ. ზოგიერთი მონაცემით, ამ სიახლის ღირებულება, რომლის შემუშავება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არაუმეტეს 2,5 ათას ევროს შეადგენს. გაცხადდა, რომ ამ მოდელის გაყიდვების ძირითადი ბაზრები განვითარებადი ქვეყნები გახდებიან. ამასთან ერთად,
Renault–ში ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ იაფი ავტომობილი თავის მყიდველს ევროპაშიც იპოვის, განსაკურებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც მრავალი ევროპელისათვის ახალი ავტომობილის შეძენა შეუძლებელი გახდა. ავტომობილის შექმნისა და მისი წარმოების კონტროლს ჟერარ დეტურბე განახორციელებს, რომელიც კომპანიის საბიუჯეტო ავტომობილების განყოფილებას ჩაუდგება სათავეში.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121