განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
14 დეკემბერი, 2024. შაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
10.06.2011
ბრიტანელმა მზღვეველებმა ყველაზე ,,უიღბლო“ ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს
ბრიტანულმა საიტმა Confused.com, რომელიც საავტომობილო დაზღვევის სფეროში მომსახურებას ახორციელებს, ყველაზე უიღბლო ავტომობილების სტატისტიკა წარადგინა, რომელთა მფლობელები სხვებზე უფრო ხშირად ავარიებში ხვდებიან. ამასთან, კვლევის ავტორები დათქმას აკეთებენ, რომ მიღებული შედეგები არასრულ სურათს აჩვენებს, რადგან მანქანების ყველა მფლობელს, რომელმაც დაზღვევა საიტის მეშვეობით შეიძინა, უბედური შემთხვევების მერე სადაზღვევო კომპანიებისათვის არ მიუმართავს.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე წარუმატებელი ავტომობილი დიდ ბრიტანეთში არის კომპაქტური მინი–ვენი Honda FR-V. ასეთი მანქანის ყოველი მეხუთე მფლობელი (466 ადამიანი 2529–დან)  მზღვეველებს მიმართავდა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ. ,,ნეგატიური კარმის“ მხრივ მეორე ადგილზეა ქროსოვერი Volvo XC90 (619 ადამიანი 3886–დან), ხოლო მესამე ადგილს Lexus RX იკავებს (574 მიმართვა 3701 მფლობელისაგან)

მეოთხე ადგილზეა Mazda5, ხოლო მეხუთეზე – Honda Jazz. სიაში მოხვდნენ აგრეთვე Honda CR-V, Volkswagen Touran, Hyundai Santa Fe, Toyota Rav4 და ,,უიღბლოების“ ათეულს ,,აგვირგვინებს“ Mazda3, რომლის შედეგია დაახლოებით შვიდ მანქანაზე ერთ ავარია, წერს Bigmir.net.

შედეგების კომენტირებისას, გარეთ ქლოეთმა, Confused.com–ის მფლობელმა, განაცხადა: ,,ავარიები იშვიათად  ხდება ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო. უფრო ხშირად მიზეზს ადამიანური ფაქტორი წარმოადგენს“. აღნიშნულთან დაკავშირად მან ივარაუდა, რომ Honda FR-V მოდელის მფლობელები საჭესთან სხვებთან შედარებით უფრო მეტი დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით გამოირჩეოდნენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121