განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
27 აპრილი, 2024. შაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
27.10.2011
ახალი Mazda 6–ის პროტოტიპი ტოკიოში იქნება ნაჩვენები
 
მიმდინარე წლის ნოემბერში ავტოშოუზე ტოკიოში კომპანია Mazda სეგმენტი–D–ს სედანის პროტოტიპს წარადგენს, რომელმაც მიიღო სახელწოდება Takeri. ეს ავტომობილი შემდეგი თაობის Mazda 6–ის მოდელის მაუწყებელია, რომლის სერიული ვარიანტი, როგორც ივარაუდება, უახლოესი წლინახევრის განმავლობაში გამოჩნდება.

მანქანის გარეგნობა შესრულებულია ამ იაპონური ბრენდის ახალ დიზაინ–კონცეფციასთან შესაბამისობაში, რომელსაც იაპონური სიტყვა Kodo  – ,,მოძრაობის სული“ ეწოდება. აღნიშნული სტილისტიკით აშენებულ პირველ ავტომობილს, რომელმაც აგრეთვე Sky Activ–ის ტექნოლოგიების ნაკრები მიიღო, ქროსოვერი CX-5 წარმოადგენს. კონცეფტ–ქარი Takeri იაპონური კომპანიის მეორე ავტომობილი გახდება, რომლისთვისაც Sky Activ–ის ხაზის ყველა შემუშავება იქნება გამოყენებული, მათ შორის, პლატფორმა, ძარის სტრუქტურა, ტრანსმისიები და ძრავები.

შემდეგი Mazda 6–ის პროტოტიპი 2,2–ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც 175 ცხენის ძალას და ბრუნვითი მომენტის 420 Hm–ს ავითარებს. ეს ძრავა გადაცემათა ავტომატურ კოლოფთან წყვილში იმუშავებს, რომელიც, ამ იაპონური ბრენდის წარმომადგენელთა თქმით, საწვავის ხარჯვის ისეთივე ეკონომიურობის დონეს მიაღწევს, რაც მანქანებს ჩვეულებრივი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აქვთ. Mazda Takeri–ს CO2–ის გამონაფრქვევის დონე კილომეტრზე მხოლოდ 104 გრამი იქნება.

ამას გარდა, ეს სიახლე ,,სტარტ–სტოპისა“ და დამუხრუჭებისას ენერგიის რეგენერაციის სისტემებს მიიღებს. KERS–ის ,,ფორმულარული“ სისტემის ანალოგი ენერგიას სპეციალურ კონდენსატორებში დააგროვებს, რომელიც შემდგომ ბორტის ელექტრონიკის საკვებად იქნება გახარჯული, რაც მთლიანობაში შესაძლებელს გახდის ძრავაზე დატვირთვის დაწევას და შეამცირებს საწვავის ხარჯვას.

ავტოშოუზე ტოკიოში აგრეთვე შედგება ქროსოვერის Mazda CX-5–სა და კონცეფტ–ქარის Shinari-ს პრემიერა. ამ უკანასკნელზე გასული წლის შემოდგომაზე პირველად მოხდა დიზაინ–სტილის Kodo–ს დემონსტრირება.
ტოკიოს ავტოსალონი პრესის წარმომადგენლებისათვის 30 ნოემბერს, ხოლო ყველა დანარჩენი მსურველისათვის – 3 დეკემბრიდან გაიხსნება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121