15.02.2012 ამერიკელებმა ყველაზე მცირედანახარჯიანი ავტომობილები გამოავლინეს
ამერიკული საავტომობილო ცნობარის Kelley Blue Book–ის ექსპერტებმა შეარჩიეს მანქანები 5 წლის განმავლობაში მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო ყველაზე მცირე დანახარჯების მიხედვით. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა მონაცემები საბაზრო ფასის დაცემის და გადასახადების შესახებ, ასევე მოსალოდნელი დანახარჯები ბენზინზე, დაზღვევაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე.
ნომინაცია
გამარჯვებული
ყველაზე მცირედანახარჯიანი ბრენდი
Kia
ყველაზე მცირედანახარჯიანი პრემიუმ–ბრენდი
Audi
სუბკომპაქტური ავტომობილი
Nissan Versa
კომპაქტური ქროსოვერი
Nissan Juke
კომპაქტური ავტომობილი
Kia Soul
ქროსოვერი
Hyundai Santa Fe
საშუალო ზომის ავტომობილი
Hyundai Sonata
ლუქს კლასის ქროსოვერი
Lexus RX 350
დიდი ზომის ავტომობილი
Chevrolet Impala
საშუალო ზომის ჯიპი
Jeep Wrangler
პრემიუმ–ბრენდის ხელმისაწვდომი ავტომობილი
Volvo C30
დიდი ზომის ჯიპი
Ford Expedition
ლუქს კლასის ავტომობილი
Audi A5
ლუქს კლასის ჯიპი
Audi Q7
დიდი ზომის ლუქს კლასის ჯიპი
Lexus LS 460
ჰიბრიდული ქროსოვერი
Ford Escape
სპორტქარი
Mazda MX-5 (Miata)
საშუალო ზომის პიკაპი
Toyota Tacoma Regular Cab
,,დატენილი“ ავტომობილი
Lexus IS-F
დიდი ზომის პიკაპი
Chevrolet Silverado 1500 Regular Cab
ჰიბრიდი
Honda Insight
მინივენი
Mazda5
ელექტროქარი
Chevrolet Volt
როგორც Kelley Blue Book–ის ექპერტები აზუსტებენ, საავტომობილო ბრენდებს შორის ექსპლუატაციისას ყველაზე მცირე დანახარჯების მიხედვით ლიდერებში გავიდა Kia თავისი მოდელების – Soul, Optima–სა და Sportage–ს წყალობით, ხოლო კომპანია Audi ნომინაციაში საუკეთესო გახდა A3, A4–ისა და A5–ის გამო. გარდა ამისა, Audi–ის ოჯახმა აჩვენა საბაზრო ფასის ყველაზე დაბალი კლება, ხოლო ამ ავტომობილებზე დანახარჯების ჯამური მაჩვენებლით ეს მანქანები კონკურენტებზე $5 000 უფრო იაფი აღმოჩნდნენ.
Chevrolet Volt–მა Nissan Leaf–ს მხოლოდ ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევაზე უფრო დაბალი ფასის გამო გაუსწრო. 5 წლის განმავლობაში Chevrolet Volt–ის მფლობელებს აშშ–ში მოუწევთ $40 629 გადახადა, ხოლო Nissan Leaf –ის მოვლა უფრო ძვირი დაჯდება – $42 089.