განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
29 აპრილი, 2024. ორშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
24.07.2011
ვიქტორია ბექჰემმა დაასრულა მუშაობა საავტორო ქროსოვერზე Land Rover Evoque Victoria Beckham Special Edition

Land Rover ამზადებს პირველ ავტომობილს პოპულარულ მომღერალთან და დიზაინერთან ვიქტორია ბექჰემთან თანამშრომლობის ფარგლებში. ქროსოვერი Evoque–ის ლიმიტირებულ ვერსიას კომპანია Land Rover წარმოაჩენს როგორც არა მხოლოდ კომპაქტურ და ხელმისაწვდომ ავტომობილს, არამედ ასევე სტილურ და მოდურ მანქანად, რომლის შეძენა მფლობელის მშვენიერ და დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს.

მოცემული მომენტისათვის Evoque–ის სპეციალური ვერსია უკვე მთლიანად არის მზად, თუმც მის რელიზთან დაკავშირებოთ Land Rover–ს ლოდინი მოუწევს – ავტორისეული ქროსოვერის გამოჩენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ვიქტორია კვლავ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას სულ ახლახანს მშობიარობის მერე. ბექჰემების წყვილს სულ ცოტა ხნის წინ ქალიშვილი შეეძინათ, წერს Carscoop.

ავტომობილი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Land Rover Evoque Victoria Beckham Special Edition, გახდება ჯგუფი Spice Girls–ის ყოფილი ვარსკვლავის ხელმძღვანელობით გაფორმებული პირველი მოდელი. რაიმე სახის ინფორმაცია გაყიდვების დაწყების და ქროსოვერის ღირებულების შესახებ, ჯერ არ არსებობს, თუმცა ივარაუდება, რომ ეს სიახლე მიიღებს შესრულების ხარისხით მიხედვით მეტად მაღალი დონის ინტერიერს და ასეთი ექსკლუზივისათვის შესაბამისი ფასიც ექნება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121