განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
13.12.2011
The Beatles–ის გიტარისტის Aston Martin DB5 გაიყიდა
 
ლონდონის აუქციონზე ,,Coys“ 350 ათას გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 410 ათასი ევრო)  გაყიდულ იქნა სპორტული ავტომობილი Aston Martin DB5, რომელიც ჯგუფი The Beatles–ის გიტარისტს ჯორჯ ჰარისონს ეკუთვნოდა. ავტომობილის მყიდველი გახდა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მცხოვრები ამერიკელი. ამ კლასიკური კუპეს ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება. თავდაპირველად ვაჭრობის ორგანიზატორები DB5–საგან 225–დან 260–მდე ათას გირვანქა სტერლინგის მიღებას აპირებდნენ.

როგორც უფრო ადრე იქნა გაჟღერებული, ჯორჯ ჰარისონის მანქანა აღჭურვილია ოთხი ლიტრის მოცულობის 282–ძალიანი ექვსცილინდრიანი ძრავით, გადაცემათა მექანიკური კოლოფით. ეს ავტომობილი 1964 წელს იქნა გამოშვებული. იმ დროს Aston Martin DB5–ს საათში 96 კმ/სიჩქარის მიღწევა 7,1 წამში შეეძლო. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 236 კმ/სთ–ში შეადგენდა. ამ კუპეს გარბენია 22 ათასი მილი (35,2 ათასი კილომეტრი).

გარდა ამისა, აუქციონზე გაიყიდა 1936 წლის გამოშვების ავტომობილი Cord 810 Phaeton, რომელიც ოდესღაც ჯგუფი Led Zeppelin–ის გიტარისტს ჯიმი ფეიჯს ეკუთვნოდა. ამ მანქანისაგან ორგანიზატორებმა 80 ათასი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 94 ათასი ევრო) მოგება ნახეს. ასევე გაიყიდა 1937 წლის კლასიკური Mercedes Benz 540K Cabriolet A, რომლის მფლობელი მანამდე იყო ,,ფორმულა–1“–ის პრომოუთერი ბერნი ექლსთოუნი. ახალმა მფლობელმა ამ მანქანისათვის 864 ათასი გირვანქა სტერლინგი (1 მილიონ ევროზე მეტი) გადაიხადა.

საერთო ჯამში, აუქციონის სახლმა Coys ჩატარებული ვაჭრობის შედეგად, სადაც აგრეთვე სხვა მრავალი კლასიკური ავტომობილი გასაყიდად იყო გამოტანილი, 4,5 მილიონ გირვანქა სტერლინგის (5,2 მილიონი ევრო) მოგება ნახა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121