განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
20.06.2011
კომპანია BMW–მ ახალი სედანი M5 ოფიციალურად წარადგინა

კომპანია BMW–მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია და შემდეგი თაობის სერიული ,,დატენილი“ სედანის M5–ს ფოტოსურათები. პირველად ეს ავტომობილი  ივნისის ბოლოს ღონისძიებაზე BMW M Festival–ზე გამოჩნდება, რომელიც  ,,ნიუბურგრინგის 24 საათი“ მარათონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩატარდება. სექტემბერში კი მანქანას ასევე ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილი შოუს ფარგლებში წარადგენენ.

ეს სიახლე რვაცილინდრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება. ძრავის მოცულობა 4,4 ლიტრს შეადგენს, სიმძლავრე 560 ცხენის ძალას მიაღწევს, ხოლო მაქსიმალური ბრუნვითი მომენტი 680Hm იქნება, რომელიც ხელმისაწვდომია წუთში 1500–დან 5750 ბრუნამდე დიაპაზონში. ეს აგრეგატი იმუშავებს შვიდსაფეხურებიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან წყვილში ორი გადაბმით.

ასეთი ძალოვანი დანადგარით სედანი საათში 100 კმ–მდე 4,4 წამში აჩქარებას შეძლებს, ხოლო 200 კმ/სთ–ში სიჩქარეს 13 წამში მიაღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ–ში. M Driver`s Package–ის ოფციური პაკეტით მისი მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ–მდე გაიზრდება. 100 კილომეტრზე საწვავის საშუალო ხარჯვა 9,9 ლიტრს შეადგენს, ხოლო CO2–ის გამოფრქვევის დონე – კილომეტრზე 232 გრამია.

ძრავისათვის მუშაობის სამი რეჟიმია გათვალისწინებული – ,,Efficient”, ,,Sport” და ,,Sport Plus”, რომელთა არჩევა შეიძლება ღილაკით ცენტრალურ კონსოლზე. აწყობის ანალოგიური ვარიანტები (,,Comfort”, ,,Sport” და ,,Sport Plus”) გათვალისწინებულია აგრეთვე ამორტიზატორებისათვის, რომელთა სიხისტე არჩეული რეჟიმიდან გამომდინარე იცვლება. პირველ შემთხვევაში მოხდება მათი ადაპტირება საგზაო პირობებისა და მართვის ინდივიდუალური სტილისადმი, რითაც მანქანის მართვის მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეიქმნება. ორ სხვა შემთხვევაში, რომელიც აქტიურ მართვაზეა გათვლილი, ამორტიზატორები უფრო ხისტი ხდება. მუშაობის სამი რეჟიმის გამოყენება ასევე შესაძლებელია Servotronic–ის  საჭის მართვისათვის, როდესაც სამართავად ცვალებადი ძალისხმევა იქნება საჭირო.

ამას გარდა, M5–მა მიიღო სპორტული M–დიფერენციალი, რომელსაც შეუძლია ბრუნვითი მომენტის 100%–მდე ერთიდან მეორე წამყვან ბორბალზე გადატანა, ,,სტარტ–სტოპ“–ისა და დამუხრუჭებისას ენერგიის რეკუპერაციის სისტემები, მძლავრი ექვსდგუშიანი სამუხრუჭე მექანიზმები წინა ღერძზე 400მმ–იანი, ხოლო უკანა ღერძზე 396მმ–იანი დისკებით, და, ასევე, ორი ღილაკი ,,M” საჭის ბორბალზე.

ამ თითოეული კლავიშის ფუნქციონალობის აწყობა ცალ–ცალკე შეიძლება, გაზის პედლისათვის და საჭის მართვის მგრძნობელობისათვის ინდივიდუალური პარამეტრების შეყვანით, ასევე შესაძლებელია გადაცემათა კოლოფისა და სტაბილიზაციის სისტემის მუშაობის აწყობა, ისევე როგორც ამორტიზატორების მუშაობის პროგრამის შერჩევა და საპროექციო დისფლეის აწყობა. როგორც BMW–ში აზუსტებენ, ერთი ,,M“ ღილაკი ამ გზით შეძლებს, რომ პასუხი აგოს სპორტული რეჟიმის, ხოლო მეორე – კომფორტული რეჟიმის აქტივაციაზე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ახალი BMW M5–თვის ხელმისაწვდომი იქნება ღამის ხედვისა და გზის მთლიანი ხაზის ნიშნულის უნებური გადაკვეთისაგან  გაფრთხილების სისტემები, ადაპტური ბიქსენონის ფარები, წრიული ვიდეოდათვალიერების სისტემა, მულტიმედიის სისტემით ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობა და მინის სახურავი.

ევროპაში ამ ავტომობილის გაყიდვები ნოემბერში დაიწყება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121