განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
18.07.2011
Bentley–ს ხელმძღვანელმა ჯიპის გამოშვება დაადასტურა
კომპანია Bentley–ს ხელმძღვანელმა ვოლფჰანგ დიურჰაიმერმა ოფიციალურად დაადასტურა ბრიტანული მწარმოებლის გეგმები ჯიპის გამოშვებასთან დაკავშირებით, რომელიც ავტომობილებს – Land Rover Discovery–სა და Porsche Cayenne–ს კონკურენციას გაუწევს. აღნიშნულის თაობაზე ტოპ–მენეჯერმა გამომცემლობა Auto Motor und Sports–თან ინტერვიუში განაცხადა.

,,Bentley–ს ბრენდი ჯიპების სეგმენტში გასვლას აპირებს. ასეთ ავტომობილზე აშშ–ში იქნებოდა მოთხოვნილება, რომელიც ჩვენს უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს, და ასევე საუკეთესოდ მოერგებოდა ჩინეთისა და ევროპის ბაზრებს, სადაც ჯიპები აგრეთვე პოპულარობით სარგებლობენ“,  – განაცხადა დიურჰაიმერმა.

წინათ კომპანია Bentley–ს ხელმძღვანელი ასევე ამბობდა, რომ ამ ბრიტანული ბრენდის ახალი მოდელებისათვის იგეგმება Porsche–ს აგრეგატების გამოყენება. ამდენად, მომავალი ჯიპი დამზადდება მოდელის Cayenne–ის  ბაზაზე, რომელიც ამ ავტომობილს, თავის მხრივ Volkswagen Touareg–საგან ხვდა წილად. წინასწარი ინფორმაციით, Bentley–ს ახალი მოდელი მიიღებს სახელწოდებას ,,Cross Continental” და დიდ ბრიტანეთში მიახლოებით 120 ათასი გირვანქა ეღირება.

ჯიპის გარდა, ბრიტანული მწარმოებელი ასევე აპირებს დიდი ოთხკარებიანი ჰეტჩბექისა (იგი მომავალი თაობის Porsche Panamera–ს პლატფორმას მიიღებს) და ახალი კუპეს დამზადებას. ეს უკანასკნელი სამოდელო რიგში Continental GT–ზე ერთი საფეხურით ქვემოთ ადგილს დაიკავებს და კონკურენციას Maserati GranTurismo–სა და Mercedes-Benz SL63 AMG–ს გაუწევს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121