28.09.2011
სად არის უკეთესი? კომპანია ,,IBM–მა“ შეადგინა ქალაქების რეიტინგი სატრანსპორტო სიტუაციის თვალსაზრისით
კომპანია IBM–მა გამოაქვეყნა იმ ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი, სადაც უველაზე რთული სატრანსპორტო მდგომარეობაა. ეს რეიტინგი შედგენილია 8042 ავტომობილისტის გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც ექვსი კონტინენტის 20 ქალაქში ცხოვრობენ.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თითოეულ ქალაქს განსაკუთრებული ინდექსი მიენიჭა. იგი იმ ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ზიანის საფუძველზე გამოითვლებოდა, რაც საცობებს მძღოლებისა და ქალაქისათვის მოაქვთ. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ქალაქის ინდექსი, მით უფრო არაკეთილსაიმედო საგზაო მდგომარეობაა შექმნილი ასეთ ქალაქში.
ქალაქები არაკეთილსაიმედო საგზაო მდგომარეობით:
- მეხიკო - 108
- შენჩჟენი - 95
- პეკინი - 95
- ნაირობი - 88
- იოჰანესბურგი - 83
- ბანგალორი - 75
- ნიუ–დელი - 72
- მოსკოვი - 65
- მილანი - 53
- სინგაპური - 44
ინდექსი შემდეგი 10 მაჩვენებლის საფუძველზეა შედგენილი:
(1) დრო გზაში,
(2) ლოდინის დრო საცობებში ,
იმ მტკიცებასთან თანხმობა, რომ:
(3) საწვავის ფასი მეტად გაზრდილია,
(4) სიტუაცია გზებზე გაუარესდა,
(5) ,,სტარტ–სტოპი“–ს რეჟიმში მოძრაობა პრობლემას წარმოადგენს,
(6) ავტომობილის მართვა სტრესს იწვევს,
(7) ავტომობილის მართვა გაღიზიანებას იწვევს,
(8) საგზაო საცობები სამუშაოზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ,
(9) სიტუაცია გზებზე იმდენად მძიმე იყო, რომ იძულებული გახდი მოძრაობა შეგეწყვიტა და უკან დაბრუნებულიყავი,
(10) საგზაო საცობების გამო იძულებული გახდი უარი გეთქვა პირადი ტრანსპორტით მგზავრობაზე
ქალაქები კეთილსაიმედო საგზაო მდგომარეობით:
- მონრეალი - 21
- ლონდონი - 23
- ჩიკაგო - 25
- სტოკჰოლმი - 26
- ტორონტო - 27
- ნიუ–იორკი - 28
- მადრიდი - 28
- პარიზი - 31
- ლოს–ანჯელესი - 34
- ბუენოს–აირესი - 42
ყველაზე ხშირად არაკეთილსაიმედო მდგომარეობას განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლები უჩიოდნენ. გარდა ამისა, მათ შორის აღმოჩნდა იმ მძღოლების ყველაზე მაღალი პროცენტი, რომლებიც შრომიუნარიანობის დაქვეთიებას განიცდიან მრავალსაათიან საცობებში დგომის გამო. მათ დაადასტურეს, რომ არაერთხელ უთქვამთ უარი პირადი ტრანსპორტით სარგებლობაზე საცობებში მოხვედრის საშიშროებისა და ასეთი მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით.
მძღოლების აზრით, საცობები აქვეითებენ სამუშაოსა და სწავლის პროდუქტიულობას:
- შენჩჟენი - 87%
- პეკინი - 86%
- ნიუ–დელი - 70%
- ნაირობი - 61%
საცობების გამო მძღოლებმა უარი თქვეს ავტომობილით მგზავრობაზე:
- მეხიკო - 67%
- შენჩჟენი - 63%
- ნიუ–დელი - 63%
- პეკინი - 61%
- მოსკოვი - 52%
მძიმე სატრანსპორტო სიტუაცია ხშირად იქცევა მეგაპოლისებში მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად. ასე, ჩინეთსა და ინდოეთში მძღოლები განიცდიან სუნთქვის გართულებასა და სხვა რესპირატორულ დარღვევებს. აღნიშნული გამოწვეულია გამონაბოლქვების დონით, რაც საგზაო მოძრაობის მაღალი ინტენსივობისა და რეგულარული საცობების შედეგია.
საცობების ზეგავლენა მძღოლების ჯანმრთელობაზე:
- უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე - 69%
- აძლიერებს სტრესს - 42%
- იწვევს გაღიზიანებას - 35%
გამოკითხულთა 41 პროცენტის აზრით, საგზაო მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ხარისხის გაზრდის გზით. 2010 წელს, საცობების გამო, რესპონდენტთა ერთმა მესამედმა შეცვალა მგზავრობის ხერხი, რომ მიეღწიათ სამუშაო თუ სწავლის ადგილამდე. ამასთან, მათგან 45 %–მა ამ მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩია.
IBM–ის ახალ კვლევაში 15 ქალაქი მოხვდა, რომელთა მაცხოვრებლები შარშანდელი რეტინგის შედგენის დროს იღებდნენ მონაწილეობას. საინტერესოა, რომ 14 მეგაპოლისში გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილი, რომელთაც განაცხადეს, რომ საგზაო სიტუაცია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ,,რამდენადმე“ ან ,,საგრძნობლად“ გაუმჯობესდა. საოცარია, მაგრამ ექვსს ქალაქში ოპტიმისტური პასუხების ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვანი იყო.
2011 წელს მძღოლებმა აღნიშნეს საგზაო სიტუაციის გაუმჯობესება:
- სტოკჰოლმი - 42%
- მოსკოვი - 31%
- იოჰანესბურგი - 29%
- მილანი - 27%
- ნიუ–იორკი - 24%
- ტორონტო - 23%
შედარებისათვის იმავე ქალაქებისათვის მაჩვენებლები 2010 წელს :
- სტოკჰოლმი - 18%
- მოსკოვი - 16%
- იოჰანესბურგი - 13%
- მილანი - 7%
- ნიუ–იორკი - 12%
- ტორონტო - 8%
სატრანსპორტო სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, მძღოლები ძველერებურად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ დიდი ხანი უწევთ საცობებში დგომა.
საცობებში დგომის ხანგრძლივობა:
- 3 საათზე მეტი: მოსკოვი
- დაახლოებით 2 საათი: მეხიკო, პეკინი, შენჩჟენი
- 30 წუთზე ნაკლები: სტოკჰოლმი, სინგაპური, მადრიდი, ბუენოს–აირესი
საცობებში დგომის ნაცვლად მძოლებს ურჩევნიათ დაკავდნენ სხვა საქმიანობით:
- დრო დაუთმონ ოჯახს - 55%
- სპორტით დაკავდნენ - 43%
- დაისვენონ - 33%
- იმუშაონ - 27%
- დაიძინონ - 21%
მეხიკოს, პეკინის, იოჰანესბურგისა და მოსკოვის მძღოლები ყველაზე მეტ დროს ხარჯავენ გზაზე სახლიდან სამუშაო ან სწავლის ადგილამდე – 36 წუთზე მეტს. ამასთან, მოსკოველების მესამედი (35%) ასეთ მგზავრობაში 15–დან 30 წუთამდე ატარებს. მიუხედავად ამისა, ავტომობილისტები მრავალჯერ ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც საცობში მოხვედრის გამო იძულებულნი გახდნენ სახლში დაბრუნდნენ.
საცობების გამო მძღოლები სახლში ბრუნდებოდნენ:
- შენჩჟენი - 73%
- პეკინი - 65%
- ნიუ–დელი - 65%
- მეხიკო - 54%
- მოსკოვი - 44%