განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
13.08.2011
იყიდება ვეფხვებზე სანადიროდ აღჭურვილი ინდოეთის მაჰარაჯის Rolls-Royce!

აუქციონის სახლი Bonhams საჯარო ვაჭრობაზე 1925 წლის გამოშვების ექსკლუზიურ Rolls-Royce–ს გაიტანს, რომელიც ინდოეთის მაჰარაჯას – საჰიბ ბაჰადურს ეკუთვნოდა. ამ ხელით აწყობილი ექსკლუზიური ავტომობილით იგი ვეფხვებზე ნადირობდა.
 
ვაჭრობის ორგანიზატორები ავტომობილისათვის 750 000$-დან 1 000 000$ დოლარამდე მიღებას იმედოვნებენ.

ეს უნიკალური Rolls-Royce Phantom 8–ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით გასული საუკუნის 20–იან წლებში ლონდონური კომპანიის - Barker&Company–ს მიერ იყო მოდერნიზებული იმ დროს, როდესაც ვეფხვებზე ნადირობა ინდოეთში ძალზე პოპულარული იყო, წერს Business Insider.
 
ეს მდიდრული მანქანა ტყვიამფრქვევით აღჭურვეს, რომელიც ძარის უკანა ნაწილში დამაგრდა, ასევე ზარბაზნით, თოფისათვის საყრდენით და პროჟექტორებით.

Bonhams–ის ორდღიანი ვაჭრობა, რომლის ფარგლებში უნიკალური ავტომობილები, მათ შორის აღნიშნული Rolls-Royce გაიყიდება, კალიფორნიაში (აშშ) ავტოგამოფენაზე Pebble Beach Car Week–ზე 18–19 აგვისტოს ჩატარდება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121