განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
25.08.2011
კომპანია Bentley–მ კაბრიოლეტი Continental GTC განაახლა
 
კომპანია Bentley–მ ოფიციალურად წარადგინა მეორე თაობის კაბრიოლეტი Continental GTC, რომელმაც ექსტერიერისა და სალონის მოდერნიზებული გაფორმება, აგრეთვე დამუშავებული ტექნიკური შიგთავსი მიიღო. ამ მანქანის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის სექტემბერში ფრანქფურტის საავტომობილო შოუს ფარგლებში მოხდება.
კაბრიოლეტმა მიიღო ახალი წინა ბამპერი ჰაერშემკრებების შეცვლილი ფორმით, განსხვავებული რადიატორის ბადე, სათავო შუქის მოდერნიზირებული ფარები შუქდიოდური სექციებით, ახალი ტექნოლოგიით შესრულებული უფრო ,,დაკუნთული“ ალუმინის წინა ფრთები, აგრეთვე ძარის უკანა ნაწილის სრულიად განსხვავებული გაფორმება. ამის გარდა, საბაზისო მოდელში ამ მანქანისათვის ხელმისაწვდომი იქნება 20–დიუმიანი საბორბლე დისკები დიზაინის სამ ვარიანტში, ხოლო ამ მოდელისათვის პირველად იგეგმება 21–დიუმიანი დისკების ოფციის სახით შეთავაზება.

Bentley Continental GTC–ს ინტერიერში ხელსაწყოთა მოდერნიზირებული პანელი  და ტყავში შესრულებული ცენტრალური კონსოლი გაჩნდა. კაბრიოლეტმა მიიღო კლიმატ–კონტროლის ახალი ბლოკი და სხვანაირი მულტიმედიური სისტემა 30–გიგაბაიტიანი ხისტი დისკით, ნავიგაციითა და Google–ის რუკებთან შეთავსებადობით. სალონის მოპირკეთების ვარიანტებს შორის 17 ფერია, 6 ფერების კომბინაცია და ხის ჩადგმების 7 სახეობა.

კაბრიოლეტის წინა და უკანა საბორბლე გზა, რომელიც  მისი წინამორბედის მოდერნიზირებულ პლატფორმაზე იყო აშენებული, გაფართოებულ იქნა, თუმც კონკრეტულად რამდენად, ჯერ არ ზუსტდება. გარდა ამისა, გადაწყობილია დაკიდება, საჭის მართვა და სრული აღმძრავის სისტემა, რომელიც ბრუნვით მომენტს ამჟამად 40:60–ზე პროპორციით ანაწილებს უკანა ღერძის სასარგებლოდ, და არა 50:50–ზე პროპორციით, როგორც ეს წინათ იყო. ავტომობილის მასა 70 კილოგრამით – 2470 კილოგრამამდე შემცირდა.

ექვსლიტრიანი ორტურბინიანი ძრავა W12 15 ცხენის ძალით უფრო მძლავრი გახდა და ახლა უკვე 575 ცხენის ძალას ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური ბრუნვითი მომენტი 50 Hm–ით – 700 Hm–მდე გაიზარდა. გადაცემათა ექვსსაფეხურებიანი ავტომატური კოლოფი ZF აგრეთვე იქნა დამუშავებული: ამჟამად მას ერთდროულად ორი სიჩქარის ჩამოგდება შეუძლია, ხოლო სიჩქარეების საფეხურების შეცვლის დრო 50%–ით შემცირდა.
განახლებული კაბრიოლეტი საათში 100 კმ–ის სიჩქარეს 4,8 წამში აღწევს, ხოლო საათში 160 კმ–ის სიჩქარეს 10,9 წამში ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 314 კმ/სთ–ში.

ევროპაში ახალი თაობის Bentley Continental GTC შეკვეთა უკვე შესაძლებელია. პირველი მყიდველები თავიანთ მანქანებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121