07.09.2011
Audi–მ A8–ის ჰიბრიდული ვერსია წარადგინა
კომპანია Audi-მ სედანის A8–ის ჰიბრიდული ვერსია წარადგინა, რომლის სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება. მანქანამ ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარი მიიღო, რომელიც 211–ძალიანი ძრავის 2.0 TFSI–ისა (ამ ავტომობილისათვის იგი მცირედით მოდიფიცირებულ იქნა) და 54 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავისაგან შედგება.
ელექტროძრავა რვასაფეხურებიანი ავტომატური ტრანსმისიის წინ არის დაყენებული, რომელთანაც ფრიქციონების პაკეტია შეერთებული, რომლებიც ზეთოვან აბაზანაში მუშაობენ, ხოლო ელექტროძრავის ჩართვა ელექტრონიკის მეშვეობით ხდება. აღმძრავი მექანიზმი წინა ბორბლებზე მოდის.
100 კმ/სთ–მდე ჰიბრიდული A8 7,7 წამში აჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 235 კმ–ს შეადგენ. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, შერეულ ციკლში საწვავის საშუალო ხაჯვა გარბენის 100 კილომეტრზე 6,4 ლიტრს არ აღემატება, ხოლო ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოფრქვევის დონე – 1 კილომეტრზე 48 გრამს.
მხოლოდ ელექტროძრავით ახალ Audi–ს სამი კილომეტრის გავლა შეუძლია საათში 60 კმ–ის მუდმივი სიჩქარით, ხოლო მისი სიჩქარის მაქსიმალური მაჩვენებელი მუშაობის ასეთ რეჟიმში 100 კმ/სთ–ში შეადგენს. ელექტროძრავის კვება ლითიუმ–იონური ბატარეების ხარჯზე ხდება, რომლებიც 36,7 კგ/ს იწონიან. აკუმულატორის მოცულობა 1,3 კვტ/სთ–ს, ხოლო სიმძლავრე 40 კვტ/სთ–ს შეადგენს.
ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარს მუშაობის ხუთი რეჟიმი აქვს – მხოლოდ ბენზინის ძრავაზე, ელექტრულ და ჰიბრიდულ რეჟიმებში, დამუხრუჭებისას ენერგიის რეკუპერაციით, აგრეთვე ისეთ რეჟიმში, როდესაც ელექტროძრავა ბენზინის ძრავას აჩქარებისას ეხმარება.
საბაზისო ვერსიაში ჰიბრიდული სედანი 18–დიუმიანი საბორბლე დისკებით, სამსეზონიანი კლიმატ–კონტროლით, შუქდიოდური ფარებით და BOSE–ის აუდიოსისტემით აღიჭურვება. მანქანის სალონში ხელსაწყოთა პანელზე ტაჰომეტრის ნაცვლად არის დადგმული ახალი ხელსაწყო, რომელიც ძალოვანი დანადგარის ენერგიის მარაგს აჩვენებს. ეს მამქანა ხელმისაწვდომია ახალ, ნაცრისფერ–ცისფერ ფერში – Arctic Silver (არქტიკული ვერცხლი).
მსოფლიო ბაზრებზე ჰიბრიდული სედანის Audi A8–ის გაყიდვების დაწყების თარიღის, აგრეთვე მისი ფასის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.