განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
17.04.2010
უცხოური მანქანების ტოპ-7, რომელთა აღორძინება გვინდა
 
ავტომწარმოებელთა უმრავლესობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მყიდველის მაქსიმალური ლოიალურობის მიღწევა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ავტოკომპანიას სურს, რომ ადამიანი, რომელმაც მისგან ავტომანქანა შეიძინა, საბოლოოდ ისევ მივიდეს მის დილერთან იმავე საავტომობილო ნიშნის მორიგი მოდელის საყიდლად. მაგრამ ზოგჯერ იმგვარადაც ხდება, რომ მყიდველი, რომელიც სავსებით დაკმაყოფილებულია თავისი სატრანსპორტო საშუალების ხარისხითა და მისი მომსახურების დონით, ჯამში გულგატეხილი რჩება. სალონში ახალი მოდელის შესაძენად მისვლისას, ისე როგორც ეს გამყიდველებს სურდათ, მან შეიძლება ვერ იპოვოს იგივე ბრენდი, ხოლო ზოგჯერ თავად დილერიც.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე დამსახურებული ავტომწარმოებლებიც კი, რომელთაც მდიდარი ისტორია და მრავალი მიღწევა აქვთ, ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც იძულებულნი არიან შეწყვიტონ წარმოება და მოახდინონ ცნობილი ბრენდის ლიკვიდაცია. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე დამახსოვრებული შვიდი საავტომობილო ნიშნის რეიტინგს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ საავტომობილო ნიშნად შეიძლება ქცეულიყო შვედური Saab. მაგრამ მას გაუმართლა კომპანია Spyker-თან, სწორედ რომელმაც გადაარჩინა შვედური ავტომწარმოებელი. სულ ახლახანს ამუშავდა ახალი წარმოება ქარხნის სიმძლავრეებზე ტროლლჰეტანში. კომპანია Saab-მა მოახერხა მწუხარე ხვედრის თავიდან აცილება, მაგრამ არსებობდა ისეთი სხვა კომპანიებიც, რომელთაც ნაკლებად გაუღიმა ბედმა. ამდენად, ჩამოვთვალოთ ისინი, ვისაც მოუხდათ საავტომობილო ბაზრის დატოვება.

ყველაზე ახალი მაგალითია - ლეგენდარული საავტომობილო ნიშანი Hummer. ამ ბრუტალურმა საჯარისო ჯიპებმა განსაზღვრულ დონეზე სახელი მოიხვეწეს მთელ მსოფლიოში, რაც საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ რომ გზებზე ხშირად მოქმედებს წესი - ვინც დიდია, ის მართალია, ხოლო ამ საკითხში H2-ს ცოტა ვინმე თუ შეედრება. ამჟამად, როდესაც ამ მანქანის გაყიდვების მაჩვენებლები დაეცა, კომპანია General Motors-ში გადაწყვიტეს Hummer-ის ქვედანაყოფის დახურვა ან მისი გასხვისება. ძირითად მყიდველად ჩინური კომპანია ითვლებოდა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ქვეყნის მთავრობამ ამ გარიგების დადებაზე ვეტო დაადო. საბოლოოდ, 2010 წლის 25 თებერვალს General Motors-მა განაცხადა Hummer-ის ქვედანაყოფის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. ამდენად, ახალი Hummer-ის შეძენა ახლო მომავალში სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება.

2006 წელს ,,მშვიდობით განისვენა“ სპორტული ავტომობილების ნიშანმა TVR. თუმც ისევ არსებობს მცირე იმედი იმისა, რომ TVR კიდევ შეგვახსენებს თავს. 1947 წელს დაარსებული ეს ინგლისური კომპანია უკვე ერთხელ, 1965 წელს დაიხურა, მაგრამ 1970 წელს კვლავ გაიხსნა ახალი მფლობელების ძალისხმევით. ამჯერად TVR ,,გარდაიცვალა“ 2007 წელს. თუ სტატისტიკაზე მოვახდენთ ორიენტირებას, სავსებით შეიძლება მის გახსნას ველოდოთ სადღაც 2012 წელს, თუ, რა თქმა უნდა არ მოხდება ის, რაც სულ ახლახანს იწინასწარმეტყველეს იმავე სახელწოდების მხატვრულ ფილმში.

აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე MG Rover, რომელიც 2005 წელს მიყიდულ იქნა ჩინელებზე და პრაქტიკულად  შეწვეტილი აქვს თავისი არსებობა. 2007 წელს აღდგა MG-ის სპორტული ავტომობილების წარმოება, მაგრამ ახალი Rover-ის იმედი ამ ბრენდის ყველაზე ერთგულ გულშემატკივრებსაც კი აღარ აქვთ.

კომპანია Packard-ის დამფუძნებელი, 1899 წელს ერთცილინდრიანი ძრავის მქონე მსუბუქი თვითმავალი ურიკის შექმნის დროს, ნაკლებად სავარაუდოა რომ ფიქრობდა გაკოტრებაზე. მაგრამ უკვე 1901 წელს მან თავისი სახელოსნო მიჰყიდა ადამიანს, სწორედ რომელმაც გახადა Packard იმ დროის წამყვან ავტომწარმოებლად. კომპანიის ბრწყინვალე ,,ცხოვრების“ ფინალურ აკორდად იქცა 1958 წელი, როდესაც კონცერნ Studebaker-ის ხელმძღვანელობამ, რომელმაც Packard საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია, მიიღო გადაწყვეტილება ამ ბრენდის ავტომობილების წარმოების შეწყვეტის შესახებ.

თუმცა, ამ რეიტინგში ადგილი ერგო აგრეთვე საკუთრივ კომპანია Studebaker-საც, რომელიც დაფუძნდა ჯერ კიდევ 1852 წელს, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნით ,,აჯობა“ Packard-ს. ზოგადად, ხსენებული საავტმობილო ნიშნის გამოშვების შეწყვეტა იქცა ამ კომპანიის დასასრულის დასაწყისად, რაც იყო დაკავშირებული Studebaker–ის ახალ ავტომობილებზე მოთხოვნილების მკვეთრ ვარდნასთან. საბოლოოდ, 1964 წელს ამ კომპანიის ავტომობილების წარმოება გაჩერდა.

ამ ჩამონათვალის გაგრძელებისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ ამერიკელს დღემდე ენატრება საავტომობილო ნიშანი Edsel, რომელიც  წარმოადგენდა Ford Motor Company-ის შვილობილ კომპანიასა და დამოუკიდებელ ქვედანაყოფს. მიუხედად იმისა, რომ  მხოლოდ 3 წელი იარსება - 1958-დან 1960–მდე, მან მოასწრო აშშ-ში მცხოვრებთა გულებში შესამჩნევი კვალის დატოვება. Edsel, რომელიც მოწოდებული იყო დაეკავებინა საშუალო სიძვირის ქალაქის ავტომობილების ნიშა, თავისი მოდელების პრემიერებზე ახერხებდა 2,5 მილიონი ადამიანის შეკრებას. მაგრამ ასეთი მანქანის ყიდვის მსურველი მეტად ნაკლები რაოდენობის აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია კომპანიის სწრაფი დახურვა.

ეს რეიტინგი უნდა დავასრულოთ კიდევ ერთი წარსულს მიბარებული ავტომწარმოებლით, რომელმაც თავისი საქმიანობა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა. საუბარია General Motors-ის კონცერნში შემავალ მორიგ კომპანიაზე, იმ კონცერნში, რომელმაც ბოლო დროს მოახდინა საკმაოდ ბევრი საავტომობილო ბრენდის ,,დამარხვა“. ამრიგად, 2009 წელი, ყოველ შემთხვევაში მოცემული მომენტისთვის, გახდა კომპანია Pontiac-ის ისტორიაში უკანასკნელი. კომპანიის დაარსებიდან გასული 102 წლის მანძილზე ამ ავტომწარმოებელმა გაგვახარა მრავალი შთამბეჭდავი მოდელით, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად Pontiac–მა ვერ შეძლო ფინანსური კრიზისის გადატანა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121