12.04.2010 Playboy–მა დაასახელა 2010 წლის ყველაზე სექსუალური მანქანები
მამაკაცთა ჟურნალმა Playboy–მა დაასახელა 2010 წლის ცხრა ყველაზე სტილური და ტექნიკურად აღჭურვილი ავტომობილი. გამომცემლობის აზრით, მსოფლიოში საუკეთესო მანქანას წარმოადგენს Porsche Panamera Turbo. ეს სპორტული ავტომობილი აღჭურვილია 4,8 ლიტრის მოცულობის მქონე 500–ძალიანი ძრავით V8 და შვიდსაფეხურებიანი გადაცემათა კოლოფით PDK. 0–იდან 100 კმ/სთ–მდე მისაღწევად Porsche Panamera Turbo-ს სჭირდება 4,2 წამი, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 303 კმ/სთ–ში შეადგენს.
ნამდვილი პლეიბოისათვის ყველაზე შესაფერის კაბრიოლეტად ჟურნალი მიიჩნევს Ferrari California-ს. ამ საავტომობილო ნიშნის ისტორიაში პირველი კუპე–კაბრიოლეტი დასაკეცი ხისტი სახურავით დაკომპლექტებულია 4,3 ლიტრის მოცულობისა და 460 ცხენის ძალის სიმლავრის ძრავით V8. ეს აგრეგატი შეუღლებულია შვიდსიჩქარებიან გადაცემათა კოლოფთან გადაბმის ორი დისკით და საჭისქვეშა სიჩქარეების გადამრთველით. კაბრიოლეტი 100 კმ/სთ–ში სიჩქარემდე აჩქარებას 4 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ–ში შეადგენს.
ფასი–სიმძლავრესთან თანაფარდობაში ოპტიმალურ ვარიანტად Playboy–მა დაასახელა მოდელი Nissan Nismo 370Z. ამ სპორტული კუპეს კაპოტის ქვეშ განთავსდა აგრეგატი V6 – 3,7 ლიტრის მოცულობითა და 350 ცხენის ძალის სიმძლავრით, რომელიც დაკავშირებულია ექვსსაფეხურებიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. ადგილიდან 100 კმ/სთ–ში სიჩქარემდე ავტომობილი აჩქარდება 5,7 წამში. აშშ–ში ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 40 ათას დოლარს შეადგენს.
ახალი Mazda3 MPS–ის შეძენისას, გამომცემლობის აზრით, კლიენტი იღებს პოზიტივის მაქსიმუმს დანახარჯების მინიმუმის პირობებში. ავტომობილი დაკომპლექტებულა 2,3 ლიტრის მოცულობისა და 260 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავით. 0–დან საათში 100 კმ–ის სიჩქარის განვითარებას Mazda3 MPS ახერხებს 6,1 წამში, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ–ის ნიშნულზე იზღუდება.
დიზელზე მომუშავე საუკეთესო ავტომობილად Playboy–მა აირჩია Audi A3 TDI, რომელსაც უკვე მიენიჭა 2010 წლის ყველაზე ეკოლოგიური მანქანის წოდება. საწვავის ხარჯვა ამ მოდელისათვის წარმოადგენს 7,5 ლიტრს 100 კმ–ზე ქალაქის პირობებში, ხოლო 5,6 ლიტრს – ტრასაზე მოძრაობისას. ავტომობილი აღჭურვილია 140 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ორლიტრიანი აგრეგატით, რომელიც ჰეტჩბეკს საათში 210 კმ–მდე აჩქარებს. Audi A3 TDI–ის ღირებულება აშშ–ში იწყება 30 ათას დოლარიანი ნიშნულიდან.
,,წლის აღორძინებად“ მამაკაცთა ჟურნალმა აღიარა მოდელი Ford Taurus SHO, რომელმაც მწარმოებელი გაკოტრებისაგან გადაარჩინა გასული საუკუნის 80–იან წლებში. ახალი თაობა დაკომპლექტებულია 365 ცხენის ძალიანი ძრავით EcoBoost V6 3,5 ლიტრის მოცულობით და ექვსსაფეხურებიანი ავტომატური გადაცემთა კოლოფით SelectShift ხელით გადართვის შესაძლებლობით. საათში 100 კმ–ის სიჩქარეს ავტომობილი 6,2 წამში აღწევს. აშშ–ში ამ სედანის სასტარტო ფასი 38 ათას დოლარს შეადგენს.
2010 წლის ქროსროვერად Playboy-მა მიიჩნია BMW 5-Series Gran Turismo. ეს მოდელი ხელმისაწვდომია როგორც სამლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით 245 ცხენის ძალის სიმძლავრით, აგრეთვე ორი ბენზინის ძრავით – 305 ცხენის ძალიანი ექვსცილინდრიანი და 407–ძალიანი 5 ლიტრის მოცულობის მქონე V8–ს ძრავებით. აგრეგატები შეკავშირებულია სიჩქარეთა რვასაფეხურებიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. BMW 5-Series GT-ის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ში შეადგენს.
,,მწვანე“ ავტომობილებს შორის საუკეთესოდ ჟურნალმა დაასახელა Ford Fusion. ეს ავტომობილი დაკომპლექტებულია 191 და 263 ცხენის ძალის საერთო სიმძლავრის მქონე ძალოვანი დანადგარებით. ამ მანქანის ღირებულბა აშშ–ში იწყება 25 ათასი დოლარიდან.
Playboy–ის რეიტინგში მოხვდა აგრეთვე Mercedes-Benz E63 AMG როგორც ამ წლის საუკეთესო სპორტული სედანი. ეს ავტომობილი აღჭურვილია 6,3 ლიტრის მოცულობისა და 525 ცხენის ძალის სიმძლავრის V8 ძრავით. 100 კმ/სთ–მდე სიჩქარეს E63 AMG 4,5 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონიკის მიერ 250 კმ/სთ–ის ნიშნულზე იზღუდება.