განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
11.05.2011
ახალი ჰიპერქარი Jaguar – პლანეტაზე ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი ჰიბრიდი 1,4 მილიონ დოლარად
 
კომპანია Jaguar–მა ოფიციალურად დაადასტურა ნახევრადელექტრული ჰიპერქარის C-X75–ს გამოშვება, რომლის პროტოტიპი გასული წლის შემოდგომაზე პარიზის ავტოსალონის ფარგლებში იყო წარდგენილი. ეს სიახლე მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იქნება და 100 კმ/სთ–მდე აჩქარება სულ რაღაც 3 წამში შეეძლება. C-X75 არა მხოლოდ ძალიან სწრაფი, არამედ მეტად ძვირადღირებული ავტომობილიც იქნება: მისი ფასი 1,44 მილიონ დოლარს შეადგენს,– იტყობინება Carscoop.

Jaguar–ისაგან ამ სიახლის უზომო ფასი არა მანქანის ჩქაროსნული შესაძლებლობებით, არამედ უფრო მისი ექსკლუზიურობითა და რევოლუციურობით აიხსნება. 4,6–მეტრიანი მოდელი მსუბუქ ალუმინ–კარბონიუმის ჩარჩოზეა დამზადებული, რომლის ძალოვან შიგთავსს ოთხი 145–კილოვატიანი ელექტროძრავა შეადგენს (195 ცხენის ძალა), რაც მთლიანობაში მის სიმძლავრეს 780 ცხენის ძალამდე ზრდის. (1600Hm) და საათში 320 კმ–ის მაქსიმალურ სიჩქარეს უზრუნველყოფს.
 
თითოეული ელექროძრავა უშუალოდ ბორბლების უკანაა დამონტაჟებული, რაც ამ კონცეფტს სრული აღმძრავით სიამაყის დამსახურებულ უფლებას ანიჭებს. ერთი დატენვით C-X75 50 კმ–მდე გავლა შეუძლია, ხოლო აკუმულატორების დატენვა როგორც ელექტრული ქსელის, ისე პატარა ბენზინის ძრავის მეშვეობით არის შესაძლებელი.

როგორც ივარაუდება, C-X75 გაყიდვაში 2013 წელს გამოჩნდება და გამოშვებული იქნება შეზღუდული სერიით, სულ 250 ეგზემპლიარი.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121