განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
02.09.2010
Audi-ს ყველა მოდელი 2015 წლამდე

მოცემული მომენტისათვის ალბათ არც ერთი სხვა სიახლე არ იწვევს იმდენ აჟიოტაჟსა და საუბარს, რამდენიც Audi A7-ს მიმართ არის გამოხატული. უნდა ვაღიაროთ გერმანელების უნარი ამ თვალსაზრისითაც - ისინი დიდი ოსტატობით იწვევენ ასეთ ინტერესს ამ ავტომობილისადმი. რად ღირს მხოლოდ ის ცალკეული პატარა სტენდიც MMAC-2010-ზე. იგი სრულიად დაფარულია ადამიანებისათვის და მალავს ამ მოდელს. ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა მოახერხეს, რომ საკუთარი თვალით ეხილათ ეს ავტომობილი, მაგრამ მისი ფოტოგადაღება უმკაცრესად იყო აკრძალული.

ამასობაში, Audi-საგან ახლო მომავალში  შეგვიძლია არა მხოლოდ ამ ავტომობილის პრემიერას ველოდოთ. სულ ახლახანს ინგოლშტადტის ავტომწარმოებლის წარმომადგენლებმა ფართო საზოგადოებას წარუდგინეს კომპანიის განვითარების გეგმა 2015 წლამდე. მისი გაცნობის შემდეგ ნათელია, რომ კომპანიის გეგმები - გახდეს უმსხვილესი მწარმოებელი პრემიუმ-ავტომობილების ბაზარზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, - სრულიად რეალურია
.
აშკარაა, რომ მრავალი ავტომოყვარულის სიხარულის მიზეზად იქცევა ის გარემოება, რომ 2011 წლის დასაწყისში Audi წარადგენს განახლებულ A6-ს. ავტომობილს, რომელსაც სიყვარულს ისედაც უხსნიან სხვა გერმანული ბრენდების ფანატებიც კი, კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ჯერჯერობოთ ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი გაბარიტები მნიშვნელოვნად გაიზრდება: მანქანის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 4,95 მეტრს. შეიცვლება ბიზნეს-სედანის გარეგნობაც. ვიმედოვნებთ, რომ კარდინალურ ცვლილებებს ადგილი არ ექნება, რადგან A6 ამჟამადაც ძალიან კარგია. ახალი მოდელისათვის  შეპირებულია დიზელის ძრავების ძალზე ფართო სპექტრის შეთავაზება სიმძლავრით 180-დან 265 ცხენის ძალამდე.

იმავე 2011 წელს გაჩნდება სპორტული ხაზის RS-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ეს გახდება A3 ოჯახის Top-მოდელი - RS3.  მანქანას დაამშვენებს 340-ძალიანი ძრავა ექვსსაფეხურებიანი გადაცემათა კოლოფით კომპლექტში, ორმაგი გადაბმით. აგრეგატი, სხვათა შორის იგივეა, რაც ამჟამად იდგმება TT-RS-ზე.

თუმცა, საკუთარი უპირატესობითა და უნიკალურობით ტკბობა RS3-ს მხოლოდ მცირე ხანი მოუწევს. უკვე 2012 წელს გაჩნდება A3-ს ახალი თაობა, და ამდენად, მთელ მსოფლიოს ისევ სუნთქვა ექნება შეკრული მორიგი და ამ ავტომობილის ბაზაზე ყველაზე ახალი სპორტული მანქანის მოლოდინში. გარდა ამისა, ეს სიახლე იქნება ნაწარმოები კაბრიოლეტის, სამკარებიანი Sportback-ისა და სედანის ძარით (ამ ავტომობილს უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ აშშ-ში). ამასთან ერთად, ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ ყველა ძრავა, რითაც იგი აღიჭურვება, შესაბამისობაში იქნება ევრო-6-ს ნორმებთან. სხვათა შორის, ამ ავტომობილის პლატფორმაზე იგეგმება აქტიური ექსპერიმენტული საქმიანობის წარმართვაც. A3-ის ბაზაზე აწარმოებენ ჰიბრიდს, ელექტრომანქანას და ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს.
Audi-მ გადაწყვიტა შეეჯიბროს არა ვინმეს, არამედ თვით Porsche-ს. ამ მიზნით, ინგოლშტადტის საამქროებში ახალ ,,იარაღს“ ამზადებენ - R4-ს: ეს ავტომობილი გამოვა Boxster-ის მოდელის კონკურენტის როლში. ამასთან, საშუალოძრავიანი როდსტერის საორიენტაციო ფასი იქნება დაახლოებით 22 ათასი ევრო. მართალია, ჯერ უცნობია, თუ რა ძრავაზეა საუბარი ამ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ სიახლეზე დაიდგმება როგორც დიზელის, ისე ბენზინის აგრეგატები. არაოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ,,სუსტი“ იქნება ძრავები 170 და 180 ცხენის ძალის სიმძლავრით.

დაახლოებით  2013 წლის შუაგულისათვის წარდგენილი იქნება ახალი A1 და A2. ოჯახში ყველაზე პატარა Audi მოგვევლინება სამკარებიანი ძარით, აგრეთვე Sportback-ის ვარიაციებში და კაბრიოლეტის ქსოვილის სახურავით. ამას გარდა, გაჩნდება ჰიბრიდული მოდელი და S1.

2014 წელი იმ ადამიანების ბედნიერების წელი იქნება, რომლებიც  Audi TT-ს ეთაყვანებიან და არ აწუხებთ კლაუსტროფობია (ამ კუპეში მსხდომი ძალიან ბევრი მძღოლისა და მგზავრის მიერ გაცხადებულია, რომ მათ პანიკა ეწყებათ მეტად შეზღუდული თავისუფალი სივრცის გამო). ამ პოპულარული ავტომობილის აბსოლუტურად ახალი თაობა ტრადიციულად იქნება ნაწარმოები როგორც კუპეს, ისე კაბრიოლეტის ძარით. TT-ს ამოცანა გახდება სპორტული ავტომობილების კლასში დომინირება - ოდნავ მაღალ კლასში, ვიდრე ის კლასი, სადაც ასპარეზზე R4 იქნება გამოსული.

2015 წლამდე ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ Audi e-tron-საც, რომელზედაც ძალიან ბევრია უკვე ნათქვამი. მთლიანად ელექტრულმა ავტომობილმა R8-ს ბაზაზე უნდა შექმნას ახალი ერა მანქანათმშენებლობაში. ეს 313-ძალიანი  ავტომობილი მაქსიმალური ბრუნვითი მომენტით 450Hm, სავარაუდოა რომ ძალიან სწრაფი იქნება. შესაძლებელია არა იმდენად სწრაფი, როგორც მისი ბენზინის ანალოგი, მაგრამ უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი თავის კლასში.
აღნიშვნის ღირსია O3-ც. ეს მცირე ჯიპი შეავსებს ,,ტალახის დამპყრობელთა“ ხაზს, სადაც ამჟამად ლიდერობენ Q7 (მისი მასშტაბური განახლება დაგეგმილია 2013 წლისათვის) და Q5.
თუმც ეს ყველაფერი მომავალია. დღეს ძირითადი ყურადღება მიპყრობილია სწორედ A7-სადმი.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121